Home რუბრიკები პოლიტიკა არნო ხიდირბეგიშვილი: ერდოღანი-2015 _ ეს არის სააკაშვილი-2008 და პოროშენკო-2014

არნო ხიდირბეგიშვილი: ერდოღანი-2015 _ ეს არის სააკაშვილი-2008 და პოროშენკო-2014

949

ნატო შემოვა საქართველოში, მაგრამ უკვე თურქეთის სახით

შემთხვევითი დამთხვევები არ არსებობს: თურქებმა რუსულისუ-24” გენერალისიმუს სუვოროვის დაბადების დღეს ჩამოაგდეს _ 24 ნოემბერს. სანამ მოვყვები, რატომ გადაწყვიტეს თურქებმა მათი მრავალგზის დამმარცხებელი ალექსანდრე სუვოროვის დაბადების 285- წლისთავზე რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება, მეხსიერებასთან მწყრალად მყოფ თანამემამულეებს რამდენიმე ფაქტს შევახსენებ:

თურქებს არასოდეს უყვარდათ ქართველები და არც შეიყვარებენ _ ქართული მართლმადიდებლური კულტურა იყო და რჩება მათთვის გამაღიზიანებელ ფაქტორად. ისინი საუკუნეების განმავლობაში ანადგურებდნენ ქართველებს და ამას კვლავაც აგრძელებენ ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოლოდინში. 2021 წელს კი თურქები იმედოვნებენ, რომ აამოქმედებენ თავიანთი გენშტაბის საიდუმლო გეგმას, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 10 წლის წინათ გვაფრთხილებდა ქართველი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია.

2006 წელს მასალაში “მალთუსის თეორია, ანუ თურქეთის ახალი ვილაიეთი” ვწერდი, რომ ყარსის ხელშეკრულების ამოწურვისას აჭარის ავტონომია თურქეთის განკარგულებაში გადავა. თურქეთის ახალ ვილაიეთად იქცევა “ბათუმ-კალე”, შესაბამისად, ბათუმის საჰაერო და საზღვაო პორტები _ თურქეთის შიდა პორტებად, როგორც თურქულ რუკებზეა აღნიშნული, თუმცა თურქებს შეუძლიათ, თბილისამდეც მოვიდნენ. ამ შემთხვევაში თავისუფლების მოედანზე აღმართული სვეტიდან წმინდა გიორგის ჩამოაგდებენ და მის ადგილას მუსტაფა ქემალ ათათურქის ძეგლს აღმართავენ.

თურქეთის პროვინციად გადაქცევისთანავე საქართველო ნატოში შევა, მაგრამ როგორც თურქეთის _ ალიანსის ძველი წევრის _ შემადგენელი. უფრო ზუსტად, ნატო შემოვა საქართველოში, მაგრამ თურქეთის სახით. ახალი ვილაიეთის _ “გურჯისტანის” _ მმართველი გახდება თურქი პარტნიორების საყვარელი ქალის, თურქოლოგ გიული ალასანიას სულელი შვილი. სწორედ ამ გეგმას განიხილავდა სარფის თურქულ მხარეზე მიშა სააკაშვილი დედიკო გიულისთან და თავის თანამოაზრეებთან შეხვედრისას. ეს გეგმები ცნობილია სამცხეჯავახეთის სომხებისთვის, რომლებიც მოვლენათა ამგვარი განვითარებისას მხარის ავტონომიას გამოაცხადებენ, საქართველოს შემადგენლობიდან გავლენ და სომხეთს შეუერთდებიან.

1921 წლის 13 ოქტომბერს 100 წლით დადებული ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 6 წელი დარჩა და ამ პერიოდში თურქეთი უწინდებურად განაგრძობს საქართველოს დაპყრობას ეკონომიკურად _ ენერგეტიკასა და ეკონომიკაში, სამშენებლო, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესებში ჩანერგვით, ქართული ბაზრის მავნე პროდუქტებითა და უხარისხო საქონლით შევსებით. ქართველი ქალები გაჰყავთ თურქეთში, სადაც ისინი პროსტიტუციითა და მოსამსახურეობით შოულობენ ლუკმაპურს. თურქებს არ უყვართ საქართველო და ქართველები, მაგრამ უყვართ ქართველი ქალები.

საქართველოში თურქეთის გეგმებისთვის ხელის შეშლა მხოლოდ რუსეთს შეუძლია, როგორც ეს გააკეთა 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატით; რუსეთს, რომელიც ბოლო 300 წლის განმავლობაში 30-ჯერ ეომა თურქეთს და 30-ჯერვე გამარჯვებული გამოვიდა!

ერდოღანი-2015 _ ეს არის სააკაშვილი-2008 და პოროშენკო-2014. 2015 წლის 24 ნოემბერს რუსული “სუ-24”-ის ჩამოგდებით თურქეთის პრეზიდენტი იმავე მიზანს ისახავდა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ცხინვალში რუს მშვიდობისმყოფელებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, კონკრეტულად კი _ რუსეთისა და ამერიკის შუბლით დაჯახებას, მაგრამ აშშ “არ ავარდა” და ეს პროვოკაცია ჩავარდა. ერდოღანი მალე სააკაშვილის გზას დაადგება _ მას სამშობლოდან სამარცხვინოდ გააძევებენ, თუკი ქართველებზე ნაკლებად გულკეთილმა თურქებმა იქვე არ ჩაქოლეს. იგივე მიზანი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსაც, როდესაც 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის თავზე მალაიზიის ავიაკომპანიის “ბოინგ 777” ჩამოაგდო.

შედეგად, თურქეთი საქართველოსა და უკრაინასავით დაკარგავს ტერიტორიულ მთლიანობას: სომხები დაიბრუნებენ არარატსა და ყარსს, ბერძნები _ კონსტანტინოპოლს, ქართველები _ ტაო-კლარჯეთს (ართვინს, არდაღანსა და ერზერუმის ნაწილს), ხოლო ქურთების ავტონომიას ოფიციალურად აღიარებენ.

რასაკვირველია, ამერიკაც, როგორც ყოველთვის, სხვისი ხელით მისდევს თავის მიზანს: ჩაითრიოს რუსეთი თურქეთთან ომში და ამით აიძულოს, ერთდროულად იომოს ორ (სირია და თურქეთი) ან, სულაც, სამ ფრონტზე (თუკი ფრონტად დონბასის სამხედრო მხარდაჭერასაც ჩავთვლით). თურქები გაათავხედა ამერიკელთა დახმარებამ, რომლებმაც ჰოლივუდისა და სააკაშვილის ტელედაჭერების საუკეთესო ტრადიციებით სირიის მოწმენდილ ცაში დადგეს შოუ _ “ჩამოაგდე რუსული თვითმფრინავი”. თუმცა თურქები ჯერ კიდევ მაშინ გათავხედდნენ, როცა რუსეთი 2008 წელს _ თბილისამდე, ხოლო 2014 წელს კიევამდე არ მივიდა. მაგრამ თურქები ვერ ითვალისწინებენ, რომ, თუკი რუსეთმა დაინდო ერთმორწმუნე ქართველები და უკრაინელები, რომლებთან ერთადაც ფაშისტებს ებრძოდა, არ დაინდობს თურქებს _ ჰიტლერის ფარულ მეგობრებს, და რომ თურქული არმიის განადგურება რუსეთისთვის ისეთივე იოლი ამოცანაა, როგორც ქართულისა და უკრაინულის ერთად აღებულის.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/N-arno-photo.jpg

რა თქმა უნდა, თურქეთს აქვს მერკანტილური ინტერესებიც, პრეზიდენტი ერდოღანი და მისი გარემოცვა მხოლოდ რუსეთსა და საქართველოსთან ვაჭრობითა და ტურიზმის ხარჯზე როდი მდიდრდებიან. რეგიონზე კინტროლის დაწესებით, რუსეთი ხელს შეუშლის ნავთობის, ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდას, რომლის ყველა ტრასაც თურქეთზე გადის და რომლებსაც ერდოღანის ოჯახი აკონტროლებს.

აშშუკრაინათურქეთი-”ისლამური სახელმწიფო” _ აი იარაღის მიწოდების მარშრუტი. “ისლამური სახელმწიფო”-თურქეთიუკრაინა (სააკაშვილი)-ევროპადაისლამური სახელმწიფო”-თურქეთიისრაელიევროპა” _ აი ნავთობისა და ნარკოტიკების მიწოდების მარშრუტები. ამიტომ ისწრაფვის თურქეთი რუსეთთან ომის ოფიციალურად გამოცხადებისკენ, რათა მონტრეს კონვენციით უფლება მიიღოს, რუსეთს დაუხუროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, სადაც უკვე ვეღარ შევლენ რუსული სამხედრო ხომალდები, რომლებმაც სირიის სანაპიროებიდან რუსეთის სამხედროკოსმოსური ძალების ოპერაციის მხარდაჭერა უნდა განახორციელონ, მაგრამ თურქებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ნატოს ქვეყანასთან ომის გამოცხადების შემთხვევაში რუსეთს მხარს დაუჭერენ მოკავშირეები _ ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ვიეტნამი, მონღოლეთი და ევრაზიული კავშირის 6 ქვეყანა.

არნო ხიდირბეგიშვილი,

საქინფორმისმთავარი რედაქტორი

P.S. 2015 წლის 30 ნოემბერს კახპა ევროკავშირმა თურქები რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის დააჯილდოვა, იმ თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის, პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამოისლამური სახელმწიფოსდასაბომბად რომ მიფრინავდა: აჩუქა თურქეთს 3 მლრდ ევრო და უვიზო რეჟიმი შენგენის ზონის 26 ქვეყანასთან(!) რუსეთის ჯინაზე, 2016 წლის 1 იანვრიდან თურქეთთან სავიზო რეჟიმი რომ გააუქმა.

P.P. S. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ზემონათქვამს ყურად იღებენ საქართველოს ხელისუფალნი, რომლებმაც დაუშვეს, რომ საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაცია გაიაროს კიევის არმიის ათობით უკრაინელმა მებრძოლმა ისევე, როგორც ტრაბზონისა და სტამბოლის სამხედრო ჰოსპიტლებში მკურნალობსისლამური სახელმწიფოსასობით ბოევიკი.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here