Home რუბრიკები საზოგადოება გელა ხუციშვილი: თურქეთს მითვისებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 23 ათასი კვადრატული კილომეტრი თავისი...

გელა ხუციშვილი: თურქეთს მითვისებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 23 ათასი კვადრატული კილომეტრი თავისი მოსახლეობით

1451

“რუსეთ-თურქეთის 1877_1878 წლების ომის შემდეგ, 1878 წლის 19 დეკემბერს სან-სტეფანოში დადებული სამშვიდობო ზავის მე-19 მუხლის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად, გამარჯვებულმა რუსეთმა დამარცხებულ თურქეთს, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, კონტრიბუციის გადახდა მოსთხოვა _ 1 მილიარდ 410 მილიონი რუბლის ოდენობით, მაგრამ, რადგან თურქეთის ხაზინა ცარიელი იყო, ოსმალეთის სულთანმა რუსეთის იმპერატორს ფულის ნაცვლად აჭარა, ართვინი და არტაანი გადასცა. 

1921 წლის 16 მარტს მოსკოვში დადებული მეგობრობის ხელშეკრულებით, რუსებმა აღნიშნული ტერიტორიები, დღევანდელი აჭარის გამოკლებით, თურქეთს უკან დაუბრუნეს.” _ წერია ისტორიულ წყაროებში. თუ რუსეთი მოსკოვის ხელშეკრულების დენონსირებას მოახდენს, მაშინ საქართველოს თეორიულად უფლება აქვს, ან ტერიტორიები მოითხოვოს უკან, ან თურქეთმა ფული გადაგვიხადოს (დასაანგარიშებელია ვალუტის კურსი). ჰო, კიდევ ერთი მომენტი: თურქეთის ქემალისტურმა მთავრობამ 1921 წლის იანვარში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იურიდიულად აღიარა არსებულ საზღვრებში, ანუ ართვინისა და არტაანის ჩათვლით,” _ ასე, ნახევრად ხუმრობით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ხელშეკრულების დენონსირებასთან ატეხილ აჟიოტაჟს ანალიტიკოსი სიმონ კილაძე. ყარსისა და მოსკოვის ხელშეკრულებების დეტალებზესაქართველო და მსოფლიოსსასაზღვრო საკითხების ექსპერტი გელა ხუციშვილი გვესაუბრა.

_ ბატონო გელა, რატომ შეიქნა საჭირო 1921 წელს ყარსის ხელშეკრულების დადება?

_ ყარსის ხელშეკრულება როდესაც გაფორმდა, იმაზე ფიქრის დრო არ იყო, რამდენად საჭირო იყო ეს ჩვენთვის. ხელშეკრულების დადებას წინ საინტერესო პროცესები უძღოდა. ამ თემაზე დღეს ბევრი მეცნიერი მუშაობს. და სჯა-ბაასი მათ წრეს არ სცილდება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში სახელმწიფოებრივად აზროვნების დეფიციტია.

“ყარსის ხელშეკრულება” “მოსკოვის შეთანხმების” გამეორება და დადასტურებაა. ეს არის პერიოდი, როდესაც საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება ჯერ კიდევ ქვეყნის სათავეშია და თურქეთის დელეგაცია საქართველოს გავლით მოსკოვში მიემგზავრება. თურქეთი პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულია, როგორც გერმანიის მოკავშირე. რუსეთი და თურქეთი დასაყრდენს ეძებენ. ამ დროს ჩნდება ათათურქი, რუსეთი მხარდაჭერას უცხადებს მას და ბევრი რამ პოლიტიკური მხარდაჭერის მიტივით ხორციელდება.

მოსკოვის ხელშეკრულებაერთიერთზე იმეორებს ბრესტის ზავს.

მოლაპარაკება, რომელიც ყარსში იწყებოდა და დოკუმენტი, რომელზეც მხარეებს ხელი უნდა მოეწერათ, ქართული დიპლომატიის ისტორიაში ყარსის კონფერენციისა და ყარსის ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი, მანამდე კი დელეგაციებს წინ ორკვირიანი შეხვედრები, ხანგრძლივი მსჯელობა, მწვავე დისკუსიები და ეროვნულ სირცხვილზე ხელმოწერა ელოდებათ. ეს მოხდა მოგვიანებით _ 1921 წლის 13 ოქტომბრის ნაშუადღევს, ყარსის ვალის რეზიდენციაში…

ყარსის კონფერენციას წინ უსწრებდა არაერთი დრამატული მოვლენა. ყარსის ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული საიდუმლოებით მოცული ზოგიერთი ფაქტი საქართველოთურქეთისა და საბჭოთა კავშირთურქეთის ურთიერთობიდან, რომლებიც თავის დროზე არ გახმაურებულა და მკვლევარებისთვის ნაწილობრივ ცნობილი მხოლოდ 1990-იან წლებში გახდა, თუმცა არქივები კიდევ ინახავს ბევრ უცნობ დოკუმენტს.

საქართველო-თურქეთის (ოსმალეთის) ურთიერთობა მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასთან; უფრო მეტიც: ხშირად ორი დიდი იმპერიის სამხედრო დაპირისპირება განსაზღვრავდა საქართველოს ბედს. ასე იყო XVIII საუკუნეში (იასის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1792 წ.); XIX საუკუნეში (ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1829 წ.; სან-სტეფანოს სამშვიდობო ხელშეკრულება, 1878 წ.). საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო სანსტეფანოს ზავი, რომლის თანახმად, რუსეთის იმპერიამ დამარცხებული ოსმალეთისგან ისტორიული ქართული ტერიტორიები (ტაოკლარჯეთი, ერუშეთი და სხვ.) მიიღო.

1878-79 წლების ომის შედეგების მიხედვით, რუსეთის იმპერიამ ბათუმი და ართვინარტაანი ოსმალეთისგან კონტრიბუციის სახით მიიღო, სან-სტეფანოს ხელშეკრულებით და მოგვიანებით, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, დადგენილი რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი იურიდიულად უცვლელი იყო 37 წლის განმავლობაში. პირველი მსოფლიო ომის კავკასიის სამხედრო თეატრს კორექტივები შეჰქონდა სასაზღვროტერიტორიულ საკითხებში: ბათუმსა და ართვინს ჯერ ოსმალები (ბრესტის 1918 წლის ზავის შედეგად), მოგვიანებით კი, ოსმალეთის დამარცხების შემდგომ (მუდროსის 1918 წლის ზავით), ბრიტანელები დაეუფლნენ, არტაანი კი პროთურქული ელემენტებისგან ჩამოყალიბებულმა თვითმარქვია .. ყარსის რესპუბლიკამ ჩაიგდო ხელში. საქართველოს მთავრობის დიპლომატიისა და ქართული შეიარაღებული ძალების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთთან საკმაოდ სწრაფად აღდგა თითქმის იმავე სახით, როგორიც პირველ მსოფლიო ომამდე იყო: 1920 წლის ივლისში, როცა აჭარა (ბათუმის ოლქი ართვინითურთ) დავიბრუნეთ, ქვეყნის ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული სახელმწიფო ტერიტორიის ფართობმა მაქსიმუმს მიაღწია. ეს იყო უდიდესი მიღწევა XIV საუკუნის 30-იანი წლების შემდგომ, როცა გიორგი ბრწყინვალემ საქართველო კვლავ გააერთიანა.

აი, ასეთი მდგომარეობა ჰქონდა საქართველოს 1920 წლის შემოდგომაზე, როცა კომუნისტურმა რუსეთმა და ქემალისტურმა თურქეთმა ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდეს.

1921 წლის 16 მარტი. მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში ხელი უნდა მოეწეროს რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებას. სხდომათა დარბაზში შედის თურქეთის დელეგაცია: ეკონომიკის მინისტრი იუსუფ ქემალ თენგირშენქი (მეთაური); თურქეთის ელჩი რუსეთში, გენერალი ალი ფუათ ჯებესოი; საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რიზა ნურიბეი

გიორგი ჩიჩერინი თურქ დიპლომატებს იწვევს მაგიდასთან, სადაც ხელშეკრულების პარაფირებული ტექსტი დევს. დგება მნიშვნელოვანი მომენტი: დოკუმენტს ხელს ჯერ ჩიჩერინი და სრულიად რუსეთის ცკ-ის წარმომადგენელი ჯელალ კორკმასოვი აწერენ, შემდეგ კი იუსუფ ქემალი, რიზა ნური და ალი ფუათი.

ქართველთა დაუკითხავად, თბილისიდან შორს, მოსკოვში, ხელმოწერილი რუსეთთურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებით გადაწყდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ტერიტორიებისა და საზღვრების ბედი.

მოსკოვის ხელშეკრულებითაადაბადებულიყარსის ხელშეკრულებაც.

მოსკოვის ხელშეკრულებაში ჩადებულია: რუსეთის მხარე იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს ამიერკავკასიის რესპუბლიკების მონაწილეობა კონკრეტული ხელშეკრულების დამოწმებაში. უკვე საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შედეგ სამი რესპუბლიკა: სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ხელს აწერენ ყარსის ხელშეკრულებას. ერთი შეხედვით თითქოს არაფერია, მაგრამ უბედურება იქ იწყება, სადაც გაურკვევლობაა.

თურქებმა მიიღეს “ახალ დათქმა”, რომელიც ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში თურქეთის ტერიტორიის აღდგენას ითვალისწინებდა. ეს სივრცე “მოსკოვის ხელშეკრულებაში” ისეა მოხსენიებული, როგორც თურქეთის ტერიტორია. ეს იყო სარფიდან აქეთ, ბათუმისკენ ტერიტორია. ყარსის ხელშეკრულებაში თურქეთი დიდსულოვნად უთმობს თავის უფლებას რუსეთს ბათუმზე.

დღეს ამბობენ, რომ ყარსის დოკუმენტის დენონსაცია მოხდებაო. ეს ფაქტი საქართველოს თავიდანვე უნდა გაეთვალისწინებინა, ჩარჩო ხელშეკრულების მიღებისას. საქართველო დღემდე ვერ გაერკვია, რომელი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეები ვართ _ თუ პირველი რესპუბლიკის, მაშინ არანაირი კავშირი არ გვაქვს ყარსისა და მოსკოვის ხელშეკრულებებთან; თუ მეორე რესპუბლიკის, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა, საზღვრები განსაზღვრული გვქონდა.

ყარსის ხელშეკრულების დენონსაცია შეუძლებელია, რადგან სამი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ეს კი გამორიცხულია, რადგან ეს აზერბაიჯანისთვის ნახიჭევანის საკითხის წამოწევას ნიშნავს და მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

_ ვის აძლევს ხელს ამ ხელშეკრულების დენონსაცია _ რუსეთს თუ თურქეთს?

_ არავის. საქართველო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულება აქვს მიღებული, რომლის პრეამბულაშიც ლაპარაკია ყარსის ხელშეკრულებაზე. 1999 წელს, როდესაც ამ დოკუმენტის რატიფიკაცია უნდა მომხდარიყო 10 წლის ვადით, გენერალმა ვალერი ჩხეიძემ საკმაოდ პრინციპულად დააყენა საკითხი, ტექსტიდან ამოეღოთ ფრაზა: მხარეები აღიარებენ ერთმანეთის მიმართ კეთილმეზობლობას, მეგობრობას, საზღვრების ურღვევობას, ამავე დროს აღიარებენ ყველა გაფორმებულ ხელშეკრულებას, მათ შორის, ყარსისაც”. ამ სიტყვებმამათ შორის, ყარსისაცგააცოცხლა ისედაც სადავო და არც თუ სასურველი ყარსის ხელშეკრულება. საინტერესოა, რომ ამ დოკუმენტის განახლება უნდა მომხდარიყო ყოველ ხუთ წელიწადში, ეს დღემდე გრძელდება.

ჩვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ყარსის ხელშეკრულებით რეგულირდებოდა საზღვრების თემა და აღარ გადაისინჯებოდა, მაგრამ საქართველომ 1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებისას, აქტში შეიტანა, რომ საქართველო პატივს სცემს ვენის კონვენციით დადგენილი საზღვრების ურღვევობის პრინციპს და მეზობლებთან ტერიტორიულ პრეტენზიებს არ წამოაყენებს.

როდესაც ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთს მითვისებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 23 ათასი კვადრატული კილომეტრი თავისი მოსახლეობით.

პოტსდამის კონფერენციაზე დადგა თურქეთის საზღვრების გადასინჯვის საკითხი, მაგრამ პრინციპული პოზიცია დაიკავა ინგლისმა, 1947 წელს ამერიკის ჩარევამ კი საერთოდ დახურა ეს თემა, რადგან ამერიკას რუსეთის გაძლერება არ სურდა.

საქართველო გამოუვალ მდგომარეობაშია. ვიღაცას შეიძლება ახარებდეს რუსეთთურქეთს შორის სიტუაციის დაძაბვა, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა ამით არ გამოსწორდება. არსებული ვითარება არჩევანის საშუალებას გვისპობს. თუ საზღვრების ამბები არ მოვაწესრიგეთ და არ გავარკვიეთ, “ისლამური სახელმწიფოდანწამოსული ნაკადი თავისუფლად შემოვა საქართველოში.

აუცილებელია ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობა და მასთან ერთად მოქმედება _ 800-კილომეტრიან საზღვარზე, ჩრდილოეთის მხარეს, უძლიერესი მეზობელი გვყავს. აუცილებელია, ჩვენი დიპლომატია მიმართული იყოს საზღვრების დადგენაზე.

_ დავუბრუნდეთ ყარსის ხელშეკრულებას. რაც დღეს მსოფლიოში ხდება, რამდენიმე წლის წინათ შეუძლებლად მიგვაჩნდა. ხომ შეიძლება, ყარსის ხელშეკრულებასაც დაემუქროს რამე?

_ ვიმეორებ: ყარისის ხელშეკრულებას ვერავინ შეეხება. თურქეთმაც და რუსეთმაც ჯერ მოსკოვის ხელშეკრულება უნდა გააუქმონ, უნდა ისაუბრონ.

_ და მაინც, რატომ ფიქრობთ, რომ რუსეთმა შეიძლება ეს საკითხი წამოსწიოს?

_ თურქეთის ხელისუფლებაში ერდოღანის მოსვლის შედეგ, ათათურქის მიერ მიღებულიახალი დათქმა”, რომელიც თურქეთის ტერიტორიის ოსმალური იმპერიის საზღვრებში დაბრუნებას გულისხმობს, იურიდიული ძალის დოკუმენტად გამოცხადდა. “ახალი დათქმისთანახმად, თურქეთი აჭარას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

ყარსის ხელშეკრულებაზე საუბარი ნაადრევია, თან ამას რუსეთი ვერც შეძლებს, რადგან ხელმომწერი არ არის.

დროა, საქართველომ ამოიღოს ხმა და დაიწყოს სერიოზული მუშაობა რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან. ხვალ რომ ქურთი მეამბოხეები თურქებთან შეტაკების შემდეგ ჩვენკენ დაიძრან, თურქები არ გამოჰყვებიან? ეს კი, პირველ რიგში, საქართველოს და შემდეგ რუსეთის ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს.

ყარსის ხელშეკრულება არ გვიცავს, მეტიც: რაც იქ წერია, იმაზეც თურქეთს შეზღუდვები უნდა დაუწესდეს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. Tema wavikitkhe,90-iani wlebidan sul matcukhebs es ambavi,khshirad mitcev mezobel turqetis sakhelmtwifoshi chasvla da roca turqebisgan vgebulob ro acharac chveniao,mashin gabrazebuli dauwkeb imis mtkicebas ro is adgili sadac dges artvinis regionia gasul saukuneshi kanonierad ekutnoda sawartvelos.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here