Home რუბრიკები პოლიტიკა Associated Press: ასადი უფრო დიდხანს იქნება პრეზიდენტის პოსტზე, ვიდრე ობამა

Associated Press: ასადი უფრო დიდხანს იქნება პრეზიდენტის პოსტზე, ვიდრე ობამა

517

სამშვიდობო მოლაპარაკების გეგმაში, რომელიც 14 ნოემბერს ვენაში შეიმუშავეს, აღნიშნულია, რომ 18 თვის განმავლობაში სირიაში არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი კონსტიტუციით. ასადის მომავალზე კი ნათქვამი არაფერია. აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია, რომ ის კვლავ სირიის ხელისუფლების სათავეში იყოს იმ მომენტში, როცა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება _ 2017 წლის 20 იანვარს

პრეზიდენტის პოსტზე “ბარაკ ობამას ყოფნის ვადა, როგორც ჩანს, უფრო მალე ამოიწურება, ვიდრე ბაშარ ასადისა”, _ წერს საინფორმაციო სააგენტო “ასოშეიტედ პრესის” მიმომხილველი.

სირიაში კონფლიქტმა ის-ის იყო იფეთქა, რომ ვაშინგტონმა განაცხადა, პრეზიდენტის პოსტზე ასადის ყოფნის დღეები დათვლილიაო და მისი სასწრაფოდ გადადგომა მოითხოვა. მას შემდეგ თეთრი სახლის პოზიცია ისეთი მკვეთრი აღარ არის, რადგან პარიზში მოწყობილი ტერაქტის შემდეგ მსოფლიოს ყურადღება “ისლამურ სახელმწიფოზეა” მიპყრობილი.

“ასადის ჯარისკაცები, მიუხედავად სისასტიკისა, თავს არ ესხმიან ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს, თავს არ კვეთენ ამერიკელ ჟურნალისტებს და არ აფეთქებენ რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავებს. ასადს მხარს უჭერენ ძლიერი მფარველები მოსკოვსა და თეირანში, რომელთა დახმარებითაც სირიის სამთავრობო ჯარების პოზიციები მნიშვნელოვნად გამტკიცდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით აშშ-ს ცვლილებები შეაქვს თავის სტრატეგიაში. სამშვიდობო მოლაპარაკების გეგმაში, რომელიც 14 ნოემბერს ვენაში შეიმუშავეს, აღნიშნულია, რომ 18 თვის განმავლობაში სირიაში არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი კონსტიტუციით. ასადის მომავალზე კი ნათქვამი არაფერია. აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია, რომ ის კვლავ სირიის ხელისუფლების სათავეში იყოს იმ მომენტში, როცა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება _ 2017 წლის 20 იანვარს”, _ წერია სააგენტოს ვებგვერდზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here