Home რუბრიკები პოლიტიკა ლიტველი პროფესორი: ლიტვიდან გარბიან იმიტომ, რომ აქ მავთულხლართების “გულაგს” ქმნიან

ლიტველი პროფესორი: ლიტვიდან გარბიან იმიტომ, რომ აქ მავთულხლართების “გულაგს” ქმნიან

493

“კვლევებმა აჩვენა, რომ ლიტვიდან წასვლის სურვილის მიზეზი ბევრია. ემიგრირების განზრახვა კორელირებულია (კორელაცია _ ურთიერთკავშირი ორ შემთხვევით სიდიდესთან _ რედ.) სუიციდურ მიმართულებასთან, ბედნიერების განცდის დაკარგვასთან, სამუშაოთი უკმაყოფილებასთან. მაგრამ ადამიანები ლიტვიდან არამხოლოდ მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო გარბიან, არამედ იმიტომ, რომ საერთოდ ყველაფრით არიან უკმაყოფილონი. ეს თავისებური სოციალური პროტესტია”.

“ლიტვის მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას და ეს ხდება არამხოლოდ ეკონომიკური ვითარების გამო! _ ამბობს კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი გედიმინას მერკისი.

ლიტვაში გრძელდება დისკუსია თემაზე “დემოგრაფიული ორმო და დემოგრაფიული კატასტროფა”, რომელშიც ქვეყანა მასობრივი ემიგრაციის შედეგად აღმოჩნდა.

“როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ლიტვაში 3,7 მლნ კაცი ცხოვრობდა, მეზობელ პოლონეთში _ 36 მლნ. პოლონელებიც გარბოდნენ დასავლეთში _ აშშ-ში, კანადაში, მაგრამ დღეს იქ 38 მლნ კაცი ცხოვრობს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ლიტვიდან წასვლის სურვილის მიზეზი ბევრია. ემიგრირების განზრახვა კორელირებულია (კორელაცია _ ურთიერთკავშირი ორ შემთხვევით სიდიდესთან _ რედ.) სუიციდურ მიმართულებასთან, ბედნიერების განცდის დაკარგვასთან, სამუშაოთი უკმაყოფილებასთან. მაგრამ ადამიანები ლიტვიდან არამხოლოდ მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო გარბიან, არამედ იმიტომ, რომ საერთოდ ყველაფრით არიან უკმაყოფილონი. ეს თავისებური სოციალური პროტესტია.

ლიტვა არის “უსამართლო ხელფასების” ქვეყანა, სადაც მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის მიუხედავად, ფასები მაინც იმატებს, ხელფასები კი ძველებურად მცირეა. ლიტვაში უმავულხლართებო “გულაგს” ქმნიან. მავთულხლართები არ არის და ამიტომაც გარბიან ქვეყნიდან”, _ განაცხადა პროფესორმა ლიტვის რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here