Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის პრორუსული პროპაგანდა საქართველოში

აშშ-ის პრორუსული პროპაგანდა საქართველოში

757

თავიდანვე ვიტყვი, რომ წინამდებარე წერილის მთავარი მუზა ბატონი ემზარ კვიციანია, რომელმაც მედიაკავშირობიექტივისთვისმიცემულ ინტერვიუში, რომ იტყვიან, “მაგრად მოარტყა”, როცა (ციტატის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ) განაცხადა, რომ:

“პატრიოტთა ალიანსის” რამდენიმე ათეული წევრი და მათი მხარდამჭერი ადამიანები 8 ნოემბრის შემდეგ, უკვე მერამდენე დღეა, კანცელარიის წინ პროტესტის ნიშნად ვშიმშილობთ და საქართველოში აკრედიტებული დიპ-კორპუსიდან არავინ მოსულა, არავის უკითხავს, რატომ და რისთვის ვაგდივართ ამ წვიმასა თუ ქარყინვაში ან, უბრალოდ, დაინტერესებულიყვნენ მაინც მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობით?! აბა, ერთი ლგბტ-პედერასტები შიმშილობდნენ საკუთარი უკანალების უფლებების დასაცავად, აშშ-ის ელჩის თამადობით ევროკავშირის ელჩები არა მხოლოდ მივიდოდნენ, არამედ მთელი “დემოკრატიული დასავლეთი” ერთ ვაი-უშველებელს ატეხდა, არიქა, საქართველოში “ქათმების კრიახის” უფლებები ირღვევა”…

 ჩემი მხრიდან დავძენ, რომ ევროსაბჭოს დელეგაცია მოსანახულებლად ეწვიალოგინად ჩავარდნილავადმყოფ ჩიორა თაქთაქიშვილს, რომელსაც ცხვირი ჰქონდა გატეხილი

 ყველამ იცის, რომქართულმა ოცნებამსაგარეჯოს არჩევნები სააკაშვილის რეჟიმის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით გააყალბა რესპუბლიკელი ბუდარიხას სასარგებლოდ და გამარჯვებული ირმა ინაშვილი დამარცხებულად გამოაცხადა.

ამიტომაც უწოდა “დამარცხებულმა” ირმა ინაშვილმა დღევანდელ ხელისუფლებას “მიშა-2” და კანცელარიის წინ უვადო შიმშილობა დაიწყო, თუმცა, “პატრიოტთა ალიანსი” ამაზე შორს ჯერჯერობით ვერ თუ არ წავიდა, მაგრამ ამაზე ქვემოთ…

მანამდე კი, წერილის სათაურიდან გამომდინარე, ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ _ იმ ფონზე, როდესაცრუსთავი 2”-ის საკითხზე ევროპარლამენტი თუ ევროკავშირი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მაგარ რეზოლუციასგამოაცხობდასაქართველოშითავისუფალი მედიისდასაცავად, რაც ქართველმა საზოგადოებამ ეროვნულ შეურაცხყოფად (განსაკუთრებით _ აშშის ელჩის უგვანო განცხადება) აღიქვა, საქართველოში აკრედიტებული დასავლეთის ქვეყნების დიპკორპუსის, პირველ რიგში, აშშის საელჩოს მიერ ზემოხსენებული პროტესტის უკიდურესი ფორმის სრული იგნორირება (მოშიმშილეთა მონახულებას ვინღა დაეძებს) არის თუ არა საქართველოში პრორუსული განწყობების მატების კიდევ ერთი მოტივაცია?

დიახ, კიდევ ერთი და ახლა მცირე ისტორიული ექსკურსი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რათა გავიხსენოთ ამ “კიდევ ერთს” რამდენი მსგავსი რამ უძღოდა წინ…

* გასული საუკუნის 90-ანების დასაწყისში ამერიკის პრეზიდენტმა მამაბუშმა ზვიად გამსახურდიას დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა?!

თუმცა ამერიკის პრეზიდენტის წუნიაობამ ბევრი ვერაფერი დააკლო საქართველოში პროამერიკულ განწყობებს, რადგან იმ შავბნელ პერიოდში ქართველი საზოგადოების აზრი გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მიმართ ორ ნაწილად იყო გაყოფილი _ ეს ერთი, და მეორეც _ ჯერ კიდევ სსრკ-ის შემადგენლობაში მყოფი საქართველო, საბჭოეთის სხვა რესპუბლიკებთან შედარებით (მათ შორის ბალტიის ქვეყნებთანაც), ყველაზე უფრო პროამერიკულად განწყობილი რესპუბლიკა იყო!

ეს განწყობები ინერციით არც შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში შესუსტებულა, პერიოდში, რომელსაც თამამად შეიძლება, ბრეჟნევის მმართველობის მსგავსი უძრაობის (“ზასტოის”) პერიოდი ვუწოდოთ…

* რაც უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, საქართველოში პროამერიკულ, გნებავთ, პროდასავლურ განწყობებს პირველად აშშის პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის შემდეგ შეუდგა წყალი

პრემიერი ჟვანია ახალი მოკლული იყო, მაგრამ შვილმა ბუშმა სააკაშვილის რეჟიმს “დემოკრატიის შუქურა” უწოდა(?!).

ჰოდა, მაშინ აიშვა დემოკრატიის შუქურის ვარსკვლავბიჭუნა მიშიკომ _ დაიწყო “ველური ქართველების” მორჯულების პროცესი მასობრივი დაპატიმრებების მეშვეობით… ბუტა რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, ე.წ. ციხის ბუნტის სისხლიანი ჩახშობა და ა.შ. რომელი ერთი გავიხსენოთ იმ დანშაულებიდან, რომლებმაც ლოგიკურად მიიყვანა სააკაშვილის რეჟიმი 2007 წლის 7 ნოემბრამდე.

* ტელეკომპანიაიმედისდარბევისას აშშის ადმინისტრაციის ისეთი მძაფრი რეაქცია არ გვინახავს, როგორიც ახლა ჰქონდათრუსთავი 2”- სიცრუის პროპაგანდის მანქანის მიმართ

* ბადრი პატარკაციშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება (წაიკითხე _ მკვლელობა) და ამ ყველაფერზე აშშის დუმილით ავადმყოფი სააკაშვილის კიდევ უფრო წახალისება!

ჰოდა, მიშამაც წაიხალისა და 2008 წელს ომი გააჩაღა; ამავე პერიოდიდან იწყება ციხეებში პატიმართა თუ ციხეებს გარეთ მოქალაქეთა წამება-გაუპატიურების მასობრივი კამპანია; ასობით ახალგაზრდის ქუჩებში დახვრეტა;

* 26 მაისის სისხლიანი ღამე, რომელიც ამერიკის იმჟამინდელი ელჩის, ჯონ ბასის, სინდისზეა.

* დასასრულ, ბიძინა ივანიშვილისმოულოდნელიგამოჩენა ქართულ პოლიტიკაში _ დიახ, მოულოდნელი ბრჭყალებში, რადგან დღეს საქართველოში თითქმის აღარავის სჯერა, რომ ბიძინამ ავი სიზმარი ნახა და გამოღვიძებული მიხვდა, არიქა, სამშობლო მეღუპებაო?!

სიზმრით იყო განპირობებული თუ სხვა რამით, სამების აღმშენებელი ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და 2012 წლის 1 ოქტომბერი მოგვიტანა, რომელსაც ბუნებრივად უნდა მოჰყოლოდა ქართველი ხალხისთვის საძულველი ნაცბანდის პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა და ქართველთა სისხლში ამოსვრილი ბობოლა ნაცების საკადრისად დასჯა, ანუ სამართლიანობის აღდგენა, რაც უპირველესი დაპირება იყო “ქართული ოცნებისა”…

ამის ნაცვლად რა მივიღეთ? _ ჯერ 40% დაუწერეს ამერიკელებმა ქართველთა მწამებელ ნაცებს, შემდეგ კი კოჰაბიტაცია მოგვახვიეს თავს და ნაცბანდა მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოგვიცხადეს.

სწორედ აქედან დაიწყო საქართველოში პროამერიკული განწყობების კლების შეუქცევადი პროცესი რუსეთის სასარგებლოდ და დღეს ამ პროცესმა ამერიკისთვის ისეთ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია, რომ თვით ამერიკული ენ-დი-აიც კი იძულებული შეიქნა, საქართველოში ევრაზიული კავშირის მომხრეებად გამოკითხულთა 31% ეღიარებინა.

ამის გამო საქართველოში აშშის მიერ დაფინანსებულმა .. არასამთავრობო ორგანიზაციებმა (ასოებმა) ისტერიკა დაიმართეს _ ეს ყველაფერი რუსული პროპაგანდის შედეგიაო და აშშმა თავისასოებს” 10 მილიონი დოლარი გამოუყო კონტრპროპაგანდისთვის (?).

აშშ და, საზოგადოდ, აგრესიული ნეოლიბერალიზმი, რომელიც მართავს დასავლეთს და მათ სატელიტ ქვეყნებს, რომელთა შორისაც, სამწუხაროდ, საქართველოც განიხილება, არაფრის დიდებით არ დაუშვებს საქართველოში ეროვნული ხელისუფლების მოსვლას!

ამას დაუმატეთ ისიც, რომ აშშ იქცა ლგბტ-ქათმების ლიდერად და ამ “სიკეთის” დამკვიდრებას სრულიად მსოფლიოში, პირველ რიგში, სატელიტ ქვეყნებში აპირებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში პრორუსული განწყობის მატება აშშ-ის ქმედება-უმოქმედობის შედეგია და არა მითოსური რუსული პროპაგანდისა, რომელიც, სამწუხაროდ, ბუნებაში არ არსებობს.

დიახ, სამწუხაროდ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ, რუსეთი ქართულ პოლიტიკაში ფულს რომ დებდეს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ლავირების, ბალანსირების საშუალება ექნებოდა და აღარ შეეშინდებოდა ნეოლიბერალების (ნაცების, რესპების, ალასანიას პარტიის და ა.შ.) მიერ პრორუსული იარლიყების მიწებებისა, რადგანაც საქართველოს პოლიტიკაში რუსეთის ღიად ჩართვის შემთხვევაში პროამერიკელობა აღარ ჩაითვლებოდა (თუ ამერიკელები თეთრი სახლის “ობკომის” _ აშშ-ის საელჩოს მეშვეობით მართავენ საქართველოს, რუსეთს რატომ არ აქვს მართვის თუ არა ჩართვის უფლება მაინც, თანაც ერთმორწმუნე საქართველოს პოლიტიკაში?) აპრიორი პატრიოტობად და პირიქით _ პრორუსულობა აპრიორი მოღალატეობად.

ზემოთ თქმული პარტიის ლიდერებმაც იციან, მაგრამ პრორუსული იარლიყის მიწებების შიშით ჯერჯერობით ყველაფერს თავის სახელს ვერ არქმევენ. მაგალითად, იმას, რომ ყველაფერი, რაც საქართველოში ნეგატიური ხდებოდა და ხდება, დასავლეთის ორმაგი სტანდარტების, მათი უნამუსო პოლიტიკის შედეგია!

სწორედ იარლიყების მიწებების შიშის გამო აქვთ სწორება მხოლოდ დასავლეთზე (ყოველ შემთხვევაში დეკლარირებული), რაც თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ თავიანთ ქმედებებს ახლა მიმდინარე საპროტესტო შიმშილობაზე დასავლეთის აზრის გათვალისწინებით წარმართავენ, ანუ, მხოლოდ ბრიუსელსა და ვაშინგტონში ეძებენ პოლიტიკურ მოკავშირეებს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, სადავოა, რადგან ამა წლის 30 სექტემბრიდან, როდესაც რუსეთმაისლამური სახელმწიფოსპოზიციების დაბომბვა ისე დაიწყო, რომ ამერიკისგან ნებართვა არ აუღია, მსოფლიო აღარ არის ერთპოლუსიანი, უფრო მეტიც _ გეოპოლიტიკური თამაშის ახალ წესებს მსოფლიოს უკვე რუსეთი კარნახობს საკუთარი სამხედრო ძლიერების ხაზგასმული დემონსტრირებით.

ამ მედალს მეორე მხარეც აქვს _ რუსეთს დღეს საქართველოსთვის სწორედ სირიის გამო არ სცალია, თუმცა, რომც ეცალოს, იქნებ მაშინაც არ დაინტერესდეს ჩვენით, რადგან სააკაშვილის წყალობით რუსეთმა საქართველოსგან, რაც სჭირდებოდა, ყველაფერი მიიღო.

აქედან გამომდინარე, იქნებ გამართლებულიც იყოს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის სიფრთხილე დასავლეთის მიმართ, ანუ რის უფლებასაც საკუთარ თავს ვაძლევ პუბლიცისტი დავით მხეიძე, იმავე უფლებას ვერ მისცემს საკუთარ თავს პოლიტიკოსი დავით თარხან-მოურავი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პოლიტიკაში ყველაფერს თავისი დრო აქვს და ის დრო იქნებ ჯერ მართლაც არ დამდგარა?!

მაგრამ ის დრო ნამდვილად დადგა, რომ ხმამაღლა ვთქვათ:

* ივანიშვილმა ცალი ხელით თუ სამება აგვიშენა, მეორეთი საყდრისი აგვიფეთქა;

* თუ საგარეჯოს არჩევნები გაყალბდა, მთავარი გამყალბებელი სოლოლაკის შუშის სასახლეში ზის;

* ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მთავარი ამოცანა ქართველთა საძულველი რესპუბლიკელებისთვის ხელისუფლების ჩაბარება იყო;

* იმჟამინდელი წინააღმდეგობის მოძრაობის, დღესპატრიოტთა ალიანსისმიერ მოპოვებული ციხის კადრების გარეშექართული ოცნებაუმრავლესობით ვერ მოვიდოდა ხელისუფლებაში.

საგარეჯოს არჩევნებსაც ორი მხარე აქვს და, აქედან გამომდინარე, დავსვამ კითხვას _ რა სჯობდა, მომხდარიყო სასწაული და ირმა ინაშვილი ეცნოთ გამარჯვებულად, თუ ის, რაც მოხდა, ანუ დამარცხება, რომელიც გამარჯვების ტოლფასია?

პირველ შემთხვევაში აუცილებლად დაიწყებდნენ სისინს, “პატრიოტთა ალიანსი” “ქართულ ოცნებასთან” ფარულად არის შეკრულიო.

მეორეში, ანუ, რაც რეალურად მოხდა, აღინიშნა უპრეცედენტო რამ:

თუ ადრე ხელისუფლების კანდიდატი გამაფარჩაკებელი სხვაობით უგებდა ოპოზიციის კანდიდატს, საგარეჯოში ისე აშკარა იყო ირმა ინაშვილის უპირატესობა რესპუბლიკელ ბუდარიხასთან შედარებით, რომ სახელისუფლებო მანქანამ, რომელიც ირმას წინააღმდეგ მოქმედებდა, მხოლოდ 3%-იანი სხვაობით მოაგებინა რესპუბლიკელების კანდიდატს?!

ეს კი იმას ნიშნავს, რომ იდეოლოგიურ ჭიდილში, ოღონდ არა ნატოს მომხრე თუ მოწინააღმდეგეთა შორის (ჰო, აბა, რა _ იორმუღანლოელი აზერბაიჯანლები, რომელთა ხმებითაც გააყალბეს არჩევნები, სულ იმას ფიქრობენ, როდის შევა საქართველო ნატოში!), როგორც უნდათ, წარმოგვიდგინონ რესპებმა, არამედ ეროვნულ და ანტიეროვნულ ძალებს, გნებავთ, ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრემოწინააღმდეგეთა შორის, ირმა ინაშვილმა ბეჭებზე გააკრა ბუდარიხა თამარ ხიდაშელი.

აქედან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ისედაც პოლიტიკურ საფლავში მწოლ რესპებს, “პატრიოტთა ალიანსმა” მიწა მიაყარა და მომავალში ამ ნეოლიბერალ ხლისტებს, ივანიშვილი კი არა, ილია ჭავჭავაძე რომ ადგეს საფლავიდან, ისიც ვერ უშველის.

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. აგაშენა ღმერთმა ბატონო დავით, კარგია ხანდახან ქართულად ნათქვამ ქართულ სიტყვას რომ გაიგებს კაცი!

    მე მხოლოდ ერთი მაფიქრებს, არ ვიცი რა მენეჯერული გამოცდილება აქვთ პატრიოტებს!? ძალიან მინდა ამ კითხვაზე პასუხი მოვისმინო.

  2. სწორი ანალიზია, ამერიკელებს საქართველო ფინია ძაღლის როლში სჭირდებათ, რომ რუსეთს უჭავჭავოს და მუდმივად აღიზიანოს, რათა შემდეგ რუსეთისაგან თავისი გამოსარჩენი მიიღოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here