Home რუბრიკები საზოგადოება ივანიშვილის ეზოში 90-იანი წლების დაბრუნების გეგმა აღმოაჩინეს

ივანიშვილის ეზოში 90-იანი წლების დაბრუნების გეგმა აღმოაჩინეს

1285

ეს არის სკანდალი, რომელიც ადასტურებს, რომ ივანიშვილი 90-იანი წლების დაბრუნებას აპირებს. ჩვენმა ფარულმა წყარომ რამდენიმე დღის წინათ ყოფილი პრემიერის რეზიდენციის კართან უპატრონოდ მიკუჭული ქაღალდი აღმოაჩინა და ისის იყო, ნაგავში უნდა გადაეგდო, რომ რაღაც არაამქვეყნიურმა ხმამ მიაძახა _ “ააარ გადააგდო, წაიკითხე”!

ჩვენი წყარო მიჰყვა გულის ხმას და ფურცელი კრძალვით გაშალა, ბოლომდე ჩაკითხვაც კი ვერ მოასწრო, რომ გონებადაკარგული ჩაიკეცა.

როგორც მისი გამოფხიზლების შემდეგ გახდა ცნობილი, ფურცელი, რომელიც მან იპოვა, ივანიშვილის გეგმა იყო და ის, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შემთხვევით გადმოუვარდა მის პატარა ვაჟს.

აი რა გეგმები ჰქონია ბიძინა ივანიშვილს:

*უნდა აიკრძალოს გერმანული მანქანების შემოყვანა და მხოლოდტრიციტაძინებიუნდა შემოვიყვანოთ. მაღაზიების აბრებზე უნდა აიკრძალოს ქართულად და ლათინურად წერა და დაიწერება მხოლოდ რუსულად.

*აიკრძალება “დანქინ დონატები” და დასაშვები იქნება მხოლოდ “ჩებურეკები”, “პონჩიკები” და “პრიანიკები”;

*კანონით განისაზღვრება, რომ ღვეზელს ყველამპერაშკიუნდა დაუძახოს, კარტოფილს _ “კარტოშკა”, შაქარს _ “პესოკი”, საწოლს _ “კრაოტი”, მიკროავტობუსს _ “მარშუტკა”;

*დღისით გაითიშება დენი და საღამოს 9 საათამდე არ მოვა და, როცა მოვა, ყველა აყვირდება _ “ურააააა!”;

*გაზი გაითიშება, ნავთის რიგები დადგება, დაბრუნდებალაზისავტობუსები და ისევ აბობოქრდებაპერეხადნოიხიდი;

*მიცვალებულებს ისევ “პაზის” ავტობუსებით გაასვენებენ, ტელევიზიაში დაბრუნდებიან მარკ რივკინი, ჯულიეტა ვაშაყმაძე და ლია მიქაძე;

* გაუქმდებამოამბედა მის ნაცვლად ეთერშივრემიაგავა, ანძაზე ივანიშვილის კიდევ ერთი რეზიდენცია გაიხსნება, ხოლო სატელევიზიო სიგნალსოსტანკინოგადმოსცემს;

*თავისუფლების მოედანზე აღდგება ლენინის ძეგლი და მას დაემატება ელცინის ქანდაკება;

*ნარკოტიკიკრაკადილიუფასოდ დარიგდება სკოლებში, ეკრანზე დაბრუნდებიანხრიუშადაკარკუშა”;

*თბილისში გაიხსნება ნატაშა კარალიოვასა და ალა პუგაჩოვას სიმღერის წრეები;

*იოსიფ კობზონი ქართულ ესტრადას ჩაიბარებს. ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს ისევრაფებიჩაანაცვლებს, ტროლეიბუსები და ტრამვაი აგუგუნდება და ბილეთი სამი კაპიკი ეღირება;

*დედაქალაქში საკომისიო მაღაზიები დაბრუნდება, დაგეგმილია “ლასკოვი მაის” გრანდიოზული კონცერტი ფილარმონიაში;

*დაბრუნდებალოტოსისსარეცხისპარაშოკები”, “კრიაკრიასშამპუნები დადურუ”- თურქული საპნები. ასევე, “ბომბიბომბი”- კევები დატატბოლი”- შოკოლადები. მომავალი თაობა ისევლოვე”- კევებს გაბერავს დანაკლეიკებსმაცივარზე მიაკრავს. ისევ პოპულარული გახდება ფერადიშპილკებითადა გასროლილი ტყვიებით თამაში;

*იგეგმება “სუპერ მარიო”-ს გრანდიოზული დაბრუნება. საზოგადოებრივი არხი ტელესერიალ “ველური გულისა” და “კასანდრას” გამეორებას დაიწყებს, ხოლო “რუსთავი 2”-ზე “ბლანკოს ქვრივი” დაბრუნდება. “ჯი-დი-ესი” სერიალ “სანტა-ბარბარას” განმეორებით ჩვენებას დაიწყებს, ხოლო დაუსრულებელ სერიებს თავად გადაიღებს;

*კინოთეატრებში დიაფილმების აპარატები დაბრუნდება, მაღაზიებშიიუპი”- დაინვაიტი”- წვენების დიდი პარტიის შემოტანა იგეგმება;

წყაროს ცნობით, უკვე გამზადებულია მწვანე და წითელი “კერასინკები”, რომლებიც საჭირო დროს შემოვა ქვეყანაში.

ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ჩვენმა ფარულმა წყარომ შემთხვევით ნაპოვნ ქაღალდზე წაიკითხა.

თუმცა ამ ფურცლის არსებობა უკვე შეიტყვეს ნუგზარ წიკლაურმა, გიგა ნასარიძემ, ნიკა გვარამიამ, დეფიმ და სხვა თავდადებულმა მამულიშვილებმა და ფიცი დადეს, რომ ურჩხულ ოლიგარქს ამ შავბნელი გეგმის განხორციელების საშუალებას არ მისცემენ.

ერი გადარჩა! საქართველოს 90-იანიზაცია შეჩერებულია! იხარე, ერო; მოკვდი, მტერო!

ელიკო სილაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here