Home რუბრიკები პოლიტიკა “ნაცმოძრაობა” წინასარჩევნოდ ყველანაირ მანიპულაციას იყენებდა”

“ნაცმოძრაობა” წინასარჩევნოდ ყველანაირ მანიპულაციას იყენებდა”

491

როგორ იზრდებოდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა არჩევნების მიხედვით

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სპეციალური ბრიფინგი გამართა დანაციონალური მოძრაობის” 2010-2012 წლების წინასაარჩევნო დაპირებებზე ისაუბრა. საქმე ეხება კოდეინის შემცველი პრეპარატების იმპორტის ზრდას, რომელსაც თან სდევდა ქვეყანაში პრობაციონერთა რაოდენობის მატება

„გავასაჯაროვე ის ფაქტები, რომლებიც უშუალოდ ჩემს სფეროს ეხება _ სოციალურ მიმართულებას და ნარკოპოლიტიკას. წარმოვადგინე სტატისტიკური მონაცემები, თუ როგორ იზრდებოდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა არჩევნების მიხედვით. მაგალითად: 2010 წელს სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 350 000-მდე გაიზარდა, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 500 000-ს გადასცდა. სტატუსის გაცემის ქრონოლოგია ზედმიწევნით მისდევს არჩევნების მოახლოებას. ეს არის არჩევნებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკა საარჩევნო ხმების მისაღებად და არა საკუთარი მოსახლეობის მდგომარეობის გამოსასწორებლად. 2010 წელს საქართველოში შემოტანილი იყო კოდეინის შემცველი 6 მილიონი ერთეული პრეპარატი, ხოლო 2012 წელს ამ ნიშნულმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 14 მილიონამდე გაიზარდა. პარალელურად ამ პერიოდში იზრდება პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობაც და 2012 წლის აგვისტოს მონაცემებით, 40 500-ს აღწევს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წელს საქართველოში შემოტანილ იქნა მხოლოდ 5 400 ერთეული კოდეინის შემცველი პრეპარატები სამედიცინო დანიშნულებისთვის და ეს მარაგი დღემდე არ ამოწურულა. ამ ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყოფილი ხელისუფლება ნარკოპოლიტიკასაც არჩევნების მიხედვით ცვლიდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზრდიდნენ ნარკოტიკული საშუალებების იმპორტს საქართველოში. ამით, ერთი მხრივ, აკმაყოფილებდნენ ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა მოთხოვნას და მეორე მხრივ, მათივე საშუალებით ზრდიდნენ პრობაციონერთა რაოდენობას. ეს კი ამ კატეგორიაზე კონტროლის მოპოვების საუკეთესო საშუალება იყო. ეს არის იმის ნათელი მაგალითი, როგორ არ უნდა მართო სახელმწიფო. საბედნიეროდ, ეს დრო მათ მმართველობასთან ერთად დამთავრდა და იმედი მაქვს, საქართველოში ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ შეძლებს ხალხის ასეთი თემებით მანიპულირებას”, _ განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here