Home რუბრიკები პოლიტიკა “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის გამო, შესაძლოა, რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

“ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის გამო, შესაძლოა, რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

502

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შესაძლოა, “ისლამურ სახელმწიფოსთანკავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, ქართულ ენაზე  “ისლამურ სახელმწიფოსპროპაგანდისტული არაერთი გვერდი არსებობს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

ლევან იზორიას თქმით, ოპერატიული ინფორმაციის შეგროვების მიზნით, ასეთი ვებგვერდების არსებობა გარკვეული დროის განმავლობაში მიზანშეწონილიც იყო, თუმცა მათი აკრძალვის მოთხოვნით უახლოეს პერიოდში სასამართლოს მიმართავენ.

“გამოძიება დაწყებულია და, ბუნებრივია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვატარებთ ოპერატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით; ვადევნებთ თვალყურს, ვინ არის მისი აქტიური მომხმარებელი, თუმცა ახლო მომავალში ჩვენ შუამდგომლობით წარვდგებით სასამართლოს წინაშე, რომ ასეთი ვებგვერდების არსებობა აიკრძალოს. გამოძიება დაწყებული იყო და, ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ერთგვარად მიზანშეწონილი იყო მისი გარკვეული პერიოდით არსებობა, რათა ჩვენ მეტი საფუძველი გვქონოდა გარკვეული ინფორმაციის დადგენის თვალსაზრისით. უკვე გვაქვს საფუძველი, რომ გარკვეულ პიროვნებებზეც დავიწყოთ დევნა”, _ განაცხადა იზორიამ, რომელმაც არ დააკონკრეტა, იმართება თუ არა აღნიშნული პროპაგანდისტული ვებგვერდები საქართველოდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here