Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: დღეს თუ არა, ხვალ ასეთი ტერაქტები თბილისშიც შეიძლება მოხდეს!

ანზორ მაისურაძე: დღეს თუ არა, ხვალ ასეთი ტერაქტები თბილისშიც შეიძლება მოხდეს!

609

_ ყველანი დამნაშავენი ვართ პარიზის ტრაგედიაში! _ აღშფოთებულია უშიშროების გენერალ-მაიორი ანზორ მაისურაძე, _ უწინარეს ყოვლისა კი, _ წამყვანი სახელმწიფოებისა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები. 

ტერორიზმთან ბრძოლა კომპეტენტური ორგანოებისა და საზოგადოებრიობის ერთობლივი ძალით უნდა წარიმართოს! როგორ დავიჯერო, რომ საფრანგეთის, ან სხვა რომელიმე ქვეყნის დაზვერვას არ ჰქონდა ინფორმაცია ტერაქტების ამ სერიის მზადების შესახებ?! ვერ მოიპოვეს ინფორმაცია? მაშ, რისთვის არსებობენ? წარმოუდგენელია, რომ არ ჰქონოდათ ინფორმაცია. არ ჰქონდათ? დანაშაულია! ჰქონდათ, მაგრამ არაფერი მოიმოქმედეს საშიშროების აღსაკვეთად? _ ეს უფრო მეტი დანაშაულია.

_ აკი, როგორც წინა ინტერვიუში თქვით, ყველა ყველას უსმენსო?

_ ეგაა უბედურება! უსმენენ, მაგრამ რისთვის? პოლიტიკური ინტრიგების გასაჩაღებელ მასალას ეძებენ, და არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არგუმენტების, არამედ თავიანთი პარტნიორების მაკომპრომეტებელი ფაქტების გამოჩხრეკით არიან დაკავებულები.

რა საჭიროა ისეთი მოსმენა, რომელსაც მოსალოდნელი საფრთხის, მათ შორის, ტერორისტული აქტების პრევენციისთვის ვერ გამოიყენებენ?!

არადა, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა სახელმწიფო გაერთიანებული უნდა მოქმედებდეს! სპეცსამსახურები წამყვანი ქვეყნებისა, და არა მხოლოდ მათი, ინფორმაციის გაცვლის სისტემით უნდა იყვნენ ურთიერთდაკავშირებული.

_ ამჟამად აქეთ მიდიან.

_ როცა ძალიან დაგვიანებულია, მაშინ? იმ უდანაშაულოდ დაღუპულებს აღარაფერი ეშველება. ახლა გინდა, გამოაცხადე საგანგებო მდგომარეობა, რომელიც, როგორც დასავლეთის პრესა აღნიშნავს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა, გინდა, გაამკაცრე სასაზღვრო რეჟიმი, საერთოდ აკრძალე დევნილების ნაკადის შემოდინება, ტერორისტების კერები _ “მთვლემარე უჯრედები” _ საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში უკვე ჩამოყალიბებულია, რადიკალური ისლამისტების პროპაგანდისტები, ე.წ. სლიპები მოდებული არიან ევროპას და ახალგაზრდობის გადაბირებას საკმაო წარმატებითაც ახერხებენ.

_ ხოლო მასშტაბური საპროტესტო აქციების ჩატარება, როგორც ეს ჟურნალშარლი ებდოსშემთხვევაში მოხდა, უეფექტოა

_ და განსაკუთრებული თვალსაჩინოებით დამტკიცდა იმავე პარიზის ტერაქტების სერიით, რომლებიც იქვე, სენის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა.

ააფეთქეს ევროპის გული _ პარიზი, დახოცეს ადამიანები. როდემდე უნდა ვითვალოთისლამური სახელმწიფოსტერორისტების მიერ მსხვერპლშეწირულთა რაოდენობა?! როდემდე უნდა დავყოთ კარგებად და ცუდებად ტერორისტები _ რაც ასე დაჟინებით აქვს აკვიატებული დასავლეთის პოლიტიკურ ელიტას?!

ახლა გამოდის საფრანგეთის პრეზიდენტი და ამბობს, რომ ქვეყანა ომშია შესული. ხომ არ დააგვიანდა ამის გათვითცნობიერება ბატონ ოლანდს? აღიარა, რომ საფრანგეთის მტერი ასადი კი არ არის, არამედ _ ტერორისტული “ისლამური სახელმწიფო”. ესეც _ დაგვიანებით. აცხადებს, რომ ტერორისტებს ეყოლებოდათო თანამზრახველნი. ეყოლებოდათ, აბა, როგორ მოახერხებდნენ ასეთი მასშტაბური ტერაქტების სერიის მოწყობას? საფრანგეთის სპეცსამსახურებს სწორედ ისინი უნდა გაეშიფრათ თავის დროზე. ეს ხომ დაზვერვის ანაბანაა?!

ჰყავდათ აგენტები ჩანერგილი თუნდაც ემიგრანტთა შორის?

ვინ აანალიზებდა სოციალურ ქსელებს? ეს ხომ ნოყიერი ყანაა, რომლიდანაც დაზვერვას უხვი მოსავლის აღება შეუძლია.

ბელგიაში, ბრიუსელის ერთ-ერთი რაიონი, სადაც მიგრანტები სახლობენ, იმთავითვე ტერორიზმის ბუდედ იყო ცნობილი. აქამდე ცივ ნიავს არ აკარებდნენ, ახლა აფორიაქდნენ. დაგვიანებით! სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ პარიზის ტერაქტები აქედან იყო ორგანიზებული.

დასავლეთი თანდათან გამოდის ნეოლიბერალური ბურუსიდან. მადლობა ღმერთს, რომ დიდი ოცეულის (G-20) სამიტის მონაწილეებმა ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება “ისლამური სახელმწიფოსთვის” ყოველგვარი ფინანსური დახმარების აკრძალვის შესახებ.

ტერორიზმი უნდა ამოიშანთოს ძალისმიერი მეთოდებით და არა სტიკერებით, რომლებზეც წარწერილია “მე შარლი ვარ!”, ან “მე ვარ პარიზი!”

_ მაკეინის განცხადებამ _ “მე ვარ ქართველი” _ რა ხეირიც მოგვიტანა, ყველანი მოწმე ვართ. დანაელთა შესახებ ძველბერძნულმა ცნობილმა შეგონებამ (ჩვენი ტრანსკრიფციით) _ “გეშინოდეთ მაკეინების, თუნდაც ძღვენის მომტანის”, ჭკუა უნდა გვასწავლოს, ბოლოს და ბოლოს. ან დავრჩეთ ტროელებივით გაბითურებული.

_ მე, იცი, რისი მეშინია? ალალად გეუბნებით, რომ დღეს თუ არა, ხვალ ასეთი ტერაქტები ჩემს ქალაქში შეიძლება მოხდეს. ძალიან მეშინია!

_ არ ვართ დაცული?

_ პარიზი არ აღმოჩნდა დაცული, ლონდონი და მოსკოვი არ არის დაცული, ნიუ იორკი არ იყო დაცული, და ჩვენ ვართ დაცული?! გულარხეინნი და სხვისი შემყურენი?

გეკითხებით!

_ თუ მეკითხებით, გიპასუხებთ გასაჯაროებული ფაქტებით, რომლებსაც ხელისუფლების მხრიდან რეაქცია დაუყოვნებლივ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ _ რა დაგკარგვია, რას ეძებ?!

წლეულს, სექტემბერში, “საქართველო და მსოფლიომ” (#32) გამოაქვეყნა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის, პროფესორ ზაურ გუმაშვილის ინტერვიუვაჰაბიტები აკონტროლებენ პანკისს, ჩვენ ვაკონტროლებთ ვაჰაბიტებს _ ასეთ იყო სააკაშვილის ხელისუფლების ლოგიკა”. ბატონი ზაური ამბობდა, რომ ვაჰაბიზმის იდეოლოგიური ნაღმის მოქმედება, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში პანკისის ხეობაში ჩაიდო, დღესაც გრძელდება. ამ საფრთხეზე იგი ხშირად აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამსახელმწიფოს დაინტერესება ვერ გამოიწვია, არ გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები მის შესაჩერებლად. სააკაშვილის ხელისუფლებამ და თვითონ სააკაშვილმა მწვანე შუქი აუნთეს ამ პროცესსამ იდეოლოგიის პროპაგანდისტებს ყოველმხრივ ხელს უწყობდნენგვერდით ედგნენ და ეხმარებოდნენ”.

_ ასეც იყო. მიკერძოება რომ არ დაგვაბრალონ, ამერიკელებს მოვუხმობ ამის დასადასტურებლად. ცნობილმა ანალიტიკოსმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა 15 ნოემბერს მედიაკავშირ “ობიექტივის” ეთერში გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს ამერიკელმა პოლიტოლოგმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ჯატრასმა გამოსცა წიგნი, რომლის ერთი თავი საქართველოს ეძღვნება. იგი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ცხადია, ამერიკელების დავალებით და მათთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში იწვევდა “ალ ქაიდას” წარმომადგენლებს დახურულ კონფერენციებზე, სადაც, როგორც ავტორი ირწმუნება, განიხილავდნენ ურთიერთთანამშრომლობის, ტერაქტების მოწყობის არეალის, ტაქტიკის და სხვა საკითხებს (ბატონმა ჰამლეტ ჭიპაშვილმასაქართველო და მსოფლიოსთანსაუბარში დაადასტურა ზემოთ ნათქვამი და დააკონკრეტა, რომ აღნიშნულ წიგნში მოხსენიებულია საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერის მიხეილ მაჭავარიანის და ქართველი დიპლომატი ქალის მიქაძის გვარები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ამ საქმეში _ ..).

_ ბატონი ზაურ გუმაშვილი იმასაც ამტკიცებს, რომჩვენი საზოგადოების არაბიზაციის მცდელობის პროცესი არ შეჩერებულა, ახალგაზრდობის 70-80 პროცენტი ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშაა.. მათ აქვთ დაფინანსებაგახსნილი აქვთ მედრესები, მიმდინარეობს ბავშვების სულიერი მოწამვლის პროცესი”.

_ ეს ხდება ჩვენს ყურისძირში, ჩვენს დროში და ჩვენ თვალწინ, მაგრამ არ მსმენია, რომ საქართველოს ხელისუფლება გადამჭრელ ღონისძიებებს ახორციელებდეს ამ სენის ამოსაძირკვად. მიკვირს, რომ ცოტა არხეინად უყურებენ ამ პრობლემას. თუ არ მიხედავენ ამ საქმეს, ჩვენთანაც დატრიალდება ასეთი უბედურება, უარესი თუ არა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here