Home რუბრიკები ბლოგი „ამერიკელებმა კიევს რუსეთთან ომის პროვოცირება დაავალეს, სირიიდან ყურადღების გადასატანად“- კონსტანტინე ჩიკვილაძე

„ამერიკელებმა კიევს რუსეთთან ომის პროვოცირება დაავალეს, სირიიდან ყურადღების გადასატანად“- კონსტანტინე ჩიკვილაძე

732

ამას წინათ , უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა შემდეგი:

 „ ამჟამინდელი ცეცხლის შეწყვეტა ნურავის შეიყვანს შეცდომაში. ჩვენ მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები უნდა განვალაგოთ არა მხოლოდ დონბასში, არამედ რუსეთთან საზღვრის მთელ პერიმეტრზე. ამისთვის, ჩვენ გავზარდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 200 000 ჯარისკაცით, რაც დაგვეხმარება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინის სუვერენიტეტის ქვეშ მოქცევაში.“

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკვე 100 000-ზე მეტმა ჯარისკაცმა შეიძინა საბრძოლო გამოცდილება დონბასში, ხოლო უკრაინის არმიას აქტიურად ამზადებენ ნატო-ელი მოკავშირეები.

„უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ შეტანილ კანონპროექტს, რომელიც სამხედრო სწავლებებში უცხო ქვეყნის ჯარისკაცების  მონაწილეობის ლეგალიზებას ახდენს უკრაინის ტერიტორიაზე“,- გვამცნობს უკრაინის  პარლამენტის ოფიციალური საიტი.     ამიტომ, უკვე დღეს, 16 ნოემბერს, ლვოვის რაიონში მდებარე იავოროვსკის პოლიგონზე ათასობით ამერიკელი და ნატოს სხვა ქვეყნების წარმომადგენელი სამხედრო მოსამსახურე ჩავა.

ამას გარდა, ბოლო ხანს უკრაინის სხვადასხვა კუთხეში (ოდესაში, ხერსონის, ხარკოვის, ნიკოლაევის, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში) შემჩნეული არიან სხვადასხვა ისლამური ექსტრემისტული ორგანიზაციების ბოევიკები. ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში, სამხედრო კონფლიქტის ზონაში 1000-მდე ისლამისტი ბოევიკი დაფიქსირდა.

სააგენტო Anna-News გვამცნობს: „სირიის სამთავრობო ჯარების მიერ დატყვევებულმა ისლამისტმა ბოევიკებმა მისცეს ჩვენებები იმის შესახებ, რომ სირიაში მებრძოლი ისლამისტი ბოევიკები უკრაინაში მიემგზავრებიან, რათა მიიღონ მონაწილეობა საბრძოლო ქმედებებში ე.წ. „ოპოლჩენცების“ წინააღმდეგ და განახორციელონ ტერორისტული აქტები რუსეთში.“

ტერორისტების გადასროლის მარშრუტიც ცნობილია: თურქეთი-რუმინეთი, შემდგომ კი ზღვით ოდესამდე, ან ნიკოლაევამდე, იქედან კი მიწისზედა ტრანსპოტით დონბასამდე.

საინტერესოა, რომ 13 ნოემბერს კიევში დაკავებულია ალ-ქაედას სირიული ფილიალის „ჯებხატ ან-ნუსრას“ ერთ-ერთი მეთაური,- გვაცნობს უკრაინის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს პრეს-სამსახური.

როგორც ჩანს, კიევი, განურჩევლად, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას მიესალმება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. ამასთან ერთად, უკრაინლები  ყურადღებას არ აქცევენ ასეთი ძალების ნეგატიურ პოტენციალს, რამაც შესაძლოა დამღუპველი გავლენა იქონიოს როგორც მოქმედ რეჟიმზე, ასევე მთლიანად უკრაინაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ იგორ რომანენკომ  საინფორმაციო სააგენტო Сегодня.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა შემდეგი:

„ უკრაინა კარგად გამოდგება რუსეთის ტერიტორიაზე ბოევიკების შეგზავნის კუთხით, რომლებიც იქ ჩაატარებენ  სხვადასხვა ტიპის აქციებს, სირიაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ.“

ყოფილმა მაღალჩინოსანმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის საზღვრის არაკონტროლირებად მონაკვეთებზე, საიდანაც განახორციელებენ  „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების გადასროლას რუსეთის ტერიტორიაზე. შესაძლოა, სწორედ ამ მარშრუტებს გულისხმობდნენ ტერორისტები ვიდეომიმართვაში, რომელშიც საუბრობდნენ რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების მომზადებაზე.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად ამუშავებენ სირიაში ინიციატივის ხელში ჩაგდების სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს და რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა მათთვის ხელსაყრელია.

საფუძველმოკლებული არ იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ ერთ-ერთი ასეთი  ვარიანტი შესაძლოა გახდეს დიდი პროვოკაცია, რომელიც რუსეთს უკრაინის არმიასთან  საბძოლო ქმედებებში ჩაითრევს და ამით გადაატანინებს მას  ყურადღებას სირიიდან.

როგორც ჩანს, ამერიკელმა კურატორებმა დაბეჯითებით მოსთხოვეს უკრაინის ხელისუფლებას განახორციელონ  ზეაქტიური ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ ევროპისკენ უკანმოუხედავად.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here