Home რუბრიკები პოლიტიკა “სააკაშვილო, წაეთრიე!” _ ოდესაში გუბერნატორის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

“სააკაშვილო, წაეთრიე!” _ ოდესაში გუბერნატორის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

516

ოდესაში ოლქის გუბერნატორის _ მიხეილ სააკაშვილის და უკრაინის პრეზიდენტის _ პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ოდესის პროფკავშირების სახლში 2014 წლის მაისში ოდესის პროფკავშირების სახლში დატრიალებული ტრაგედიის გამოძიებით უკმაყოფილონი არიან. მათ ქალაქში არსებული სოციალურეკონომიკური მდგომარეობაც გააკრიტიკეს.

აქციის მონაწილეებმა გამოფინეს პლაკატები წარწერით: “სააკაშვილო, წაეთრიე!”, “გადადგეს პოროშენკო!” “პოროშენკო გამოძიებას აჭიანურებს” და სხვ. “ჩვენ ვხედავთ, რომ პოროშენკო და ხელისუფლება გამოძიებას განგებ აჭიანურებს. მთელ ოდესას სურს, გაიგოს სიმართლე იმის შესახებ, რაც პროფკავშირების სახლში მოხდა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ უმსგავსობისგან შორს ვიყოთ და სიმართლის დადგენას მოვითხოვთ”, _ განაცხადა ორგანიზაცია “კულიკოვოს ველის” ხელმძღვანელმა იბრაჰიმ მორისმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here