Home რუბრიკები ბლოგი DER SPIEGEL: რუსეთმა აშშ-ის მსოფლიო ბატონობას ბოლო დაუდო

DER SPIEGEL: რუსეთმა აშშ-ის მსოფლიო ბატონობას ბოლო დაუდო

623

წინანდელი მსოფლიო წესრიგი, რომლის დროსაც ლიდერის როლი აშშ-ს ეკავა დასრულდა, წერს გერმანული ჟურნალი Der Spiegel

რუსეთი არ აღმოჩნდა საერთაშორისო იზოლაციაში, როგორც ეს დასავლეთს სურდა  მომხდარიყო, რომელიც ამ იდეას, როგორც მანტრას, თვეობით იმეორებდა. თუმცა პანიკისთვის საფუძველი არ არსებობს: უნდა გავიხსენოთ ცივი ომის გამოცდილება და მსოფლიო უსაფრთხოების ახალი სისტემა შევიმუშაოთ., თვლის სტატიის ავტორი.

ომი უკრაინაში და რუსეთის ჩარევა სირიაში, ახალი ეპოქის დაწყებას მოასწავებენ, წერს გერმანული ჟურნალი Der Spiegel. დასავლეთის დომინირების ეპოქა უკან დაგვრჩა, ამერიკა უკვე აღარ აყალიბებს მსოფლიო წესრიგს და მის არც მის გარანტად გვევლინება. ამ პროცესების დამანგრევლის როლი ვლადიმირ პუტინმა იკისრა, იმ დროს, როდესაც ჩინეთი, სადღაც კულისებს მიღმა იმალება, წერს გამოცემა.

თვეების განმავლობაში, სანამ რუსეთი ყირიმს იბრუნებდა და მხარს უჭერდა „ოპოლჩენცებს“, უკრაინის აღმოსავლეთში, დასავლეთი მანტრასავით იმეორებდა, რომ რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება. თუმცა, მსოფლიო პოლიტიკა, კარგა ხანია რაც აღარ ტრიალებს ევროპის ირგვლივ, ამერიკამაც დაკარგა თავისი გავლენა და ძალაუფლება, წერს სტატიის ავტორი.

სულ უფრო მეტი ქვეყანა ერიდება რუსეთის  და პირადად ვლადიმირ პუტინის ფაქტორის იგნორირებას მსოფლიო პოლიტიკაში.

რუსეთის პრეზიდენტი თავის ჩინელ კოლეგასთან ერთად ესწრებოდა ორ სამხედრო აღლუმს- მოსკოვსა და პეკინში.

პუტინს დაბადების დღე მიულოცა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, რომელმაც მიწერა რომ ლოცულობს პუტინის ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის.

 აშშ-ის მოკავშირე, საუდის არაბეთის, თავდაცვის მინისტრი ბოლო დროის განმავლობაში უკვე ორჯერ იმყოფებოდა მოსკოვში ხელშეკრულებების დასადებად, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა სირიის პრეზიდენტ ასადის დამხობის მომხრეა, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება.

მოსკოვში ამბობენ- უწინ, ჩვენ არავინ გვისმენდა, მაგრამ საკმარისი იყო გაგვეშვა თითოროლა ბომბი და რაკეტა, როგორც სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ჩვენ უკვე სერიოზულად აღგვიქვამენ.

სტატიის ავტორი გერმანიის და ევროკავშირის ხელმძღვანელებს ურჩევს არ ჩავარდნენ შოკსა თუ პანიკაში „პუტინის აგრესიული პოლიტიკის“ შემხედვარე, არამედ გაიხსენონ პირველი ცივი ომისდროინდელი რეცეპტი, კერძოდ ჰელსინკის დასვნითი აქტი. მაშინ, სამოცდაათიან წლებში, მსოფლიომ უამრავი კრიზისი გადაიტანა, ზოგიერთმა მათგანმა  ორი ზესახელმწიფო, ამერიკა და საბჭოთა კავშირი, ბირთვული ომის ზღვრამდეც კი მიიყვანა. ომი კორეაში ორმოცდაათიან წლებში, სახალხო აჯანყებები აღმოსავლეთ ბერლინში 1953 წელს, უნგრეთში- 1956 წელს და ჩეხოსლოვაკიაში- 1968 წელს, ბერლინის კედლის მშენებლობა 1961 წელს, კარიბის კრიზისი 1962 წელს და ვიეტნამის ომი- ამ მოვლენებმა, არა მხოლოდ გაუცხოება და დაპირისპირება გამოიწვია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ გვაჩვენა რომ აუცილებელია წესების შემოღება, რომლებიც ხელს შეუშლიან ცივ ომს გადაიზარდოს მაშტაბურ ომში.

ეს იყო აუცილებელი იმისთვის, რათა არ დაეშვათ მესამე მსოფლიო ომი, გვახსენებს გამოცემა.

ამიტომ, 1975 წელს ევროპის ქვეყნები, აშშ და კანადა, დაძაბული მოლაპარაკებების შემდგომ რომლებიც წლები გრძელდებოდა, შეთანხმდნენ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არჩარევის პრინციპის დაფუძნებაზე და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპის ერთგულებაზე.

ევროპის უსაფრთხოებისა და   თანამშრომლობის კონფერენციის მონაწილე ქვეყნებმა ჰელსინკის დასკვნით აქტს მოაწერეს ხელი, რომელიც ევროპას მეტად დაცულს, უსაფრთხოს და თავისუფალს გახდიდა, წერს გამოცემა.

სტატიის ავტორის აზრით, კამათი იმაზე, თუ ვინ მიიყვანა დღევანდელი მსოფლიო მეორე ცივ ომამდე უსასრულოდ შეიძლება: „ პუტინი და რუსები, თავისი პოსტ-იმპერიული ამბიციებით, თუ დასავლეთი, ნატო-ს და ევროკავშირის რუსეთის საზღვრებამდე გაფართოვების სურვილით?“- გვთავაზობს ვარიანტებს გერმანელი ჟურნალისტი. თუმცა, მთავარია არა დამნაშავის მოძებნა, არამედ მომავალზე ფიქრი, ძველი სტრუქტურები უუნარო აღმოჩნდა, წერს ჟურნალი.

პირველი ცივი ომის დამთავრების შემდეგ მსოფლიომ უგულვებელყო ამ სისტემის განვითარების აუცილებლობა და დამყარებულ მშვიდობას გულუბრყვილოდ მიენდო. სწორედ ამის შედეგია უკრაინის ომი და „რუსეთის ავანტიურა“ სირიაში, ამტკიცებს გამოცემა.

 სხვის ხარჯზე, საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების და გავლენის სფეროების გაფართოების მისწრაფებას სტაბილურობის და უსაფრთხოების შესუსტებისკენ მიჰყავს, ამტკიცებს გამოცემა. ამიტომ, ევროპასუსაფრთხოების და თანამშრომლობის სფეროში ახალი ხელშეკრულებები და ახალი ჰელსინკის აქტი სჭირდება, ასკვნის Der Spiegel.

 მასალა თარგმნა და მოამზადა  კონსტანტინე ჩიკვილაძემ

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ექვთიმე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here