Home რუბრიკები საზოგადოება სამი ქართველი ბელადი და სამი 7 ნოემბერი

სამი ქართველი ბელადი და სამი 7 ნოემბერი

1307

ისტორიაში ბევრია მაგალითი იმისა, როგორ იქცეოდნენ ხალხის რჩეულები, როდესაც იდგნენ არჩევანის წინაშე _ ან თავდადებით მოქმედებდნენ ქვეყნისა და თანამემამულეების გადასარჩენად, ან პირიქით _ დამფრთხალი გარბოდნენ ბრძოლის ველიდან, ხელისუფლების შესანარჩუნებლად კი ხალხს უსასტიკესი მეთოდებით უსწორდებოდნენ. ასეთი შემთხვევების გასაანალიზებლად სამი ქართველი ბელადის მოქმედება ავირჩიე სამ სხვადასხვა 7 ნოემბერს:

1. მსოფლიო ომების ისტორიაში ანალოგი არ მოეპოვება 1941 წლის 7 ნოემბერს მოსკოვში ჩატარებულ სამხედრო აღლუმს, რომელიც მიიღო მხედართმთავართა მხედართმთავარმა, ქართველმა იოსებ სტალინმა. სწორედ მან შეძლო მსოფლიოს გადარჩენა კაციჭამია ჰიტლერელებისაგან;

2. საქართველოს ბრძოლებისა და ომების ისტორიაში არ არსებობს მეორე მაგალითი თავისი ხალხისთვის ისეთი ჯოჯოხეთის მოწყობისა, როგორც 2007 წლის 7 ნოემბერს მოაწყო თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ხალხის იმჟამინდელმა ბელადმა, გაურკვეველი წარმომავლობის მთავარსარდალმა, მწამებელთა შორის ჯერჯერობით ყველაზე დიდმა მწამებელმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თავისი სულელური ქმედებებით საუკუნოდ ჩამოაშორა ცივილიზებულ სამყაროს ბედკრული საქართველო;

3. საქართველოს არ ჰყოლია ისეთი მდიდარი, მაგრამ ისეთი მხდალიმეფე”, როგორიც საქართველოს 2012 წელს მოევლინა და თავისი “გმირული შემართებითა” და “მამაცი მხედართმთავრებით” 2015 წლის 7 ნოემბერს, დიდი მცდელობისა და ძალების მობილიზაციის მიუხედავად, ერთი შეუიარაღებელი შპს-ც კი ვერ აიღო და “ციტადელში” გამაგრებულმა გაურკვეველი სქესისა და წარმომავლობის ვირთხამ სამარცხვინო დამარცხება აგემა.

აი, ამ სამ ქართველ ბელადსა და მათ მიერ საზეიმოდ და სამარცხვინოდ ჩატარებულ სამ 7 ნოემბრეზე უნდა მოგითხროთ უფრო ვრცლად და გასაგებად:

* ფაშისტური გერმანია 1941 წლის 22 ივნისს, 3 საათსა და 30 წუთზე, ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს საბჭოთა კავშირს. სტალინმა ბრძანება გასცა, საჰაერო, საზღვაო, სატანკო თუ სახმელეთო საჯარისო ნაწილებს არ დაერღვიათ სახელმწიფო საზღვარი და მომხდურისთვის პასუხი გაეცათ მხოლოდ სსრკ-ის ტერიტორიაზე, ვიდრე საბჭოთა მთავრობა ოფიციალურად არ მიიღებდა თავდამსხმელი სახელმწიფოსგან ომის გამოცხადების ნოტას. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ქვეყნის ქალაქებს მტრის ავიაცია ბომბავდა, საკავშირო დეპეშათა სააგენტო (საკდესი) და რადიო მოსავლის აღების კამპანიის მიმდინარეობას გადასცემდა 22 ივნისის დილის 11 საათამდე, ვიდრე სტალინის მოთხოვნით, გერმანიის მთავრობა იძულებული შეიქნებოდა, რიბენტროპის ხელით მოლოტოვისთვის გადაეცა ომის გამოცხადების ნოტა (ეს მოხდა 22 ივნისის 10 საათსა და 30 წუთზე). სწორედ ამის შემდეგ შეიტყო მსოფლიომ და, მათ შორის, საბჭოთა კავშირის ხალხებმა, რომ გერმანია მუხანათურად დაესხა თავს საბჭოთა კავშირს.

სტალინმა ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში, 22 ივნისის 3 საათისა და 30 წუთიდან, იმავე 22 ივნისის დილის 11 საათამდე, თავისი დიდი პოლიტიკური ალღოთი და გამჭრიახობით ჰიტლერს ომი უკვე მოუგო და სრულიად მსოფლიომ გერმანია აგრესორ ქვეყანად აღიარა.

ჰიტლერმა საბჭოთა კავშირის საზღვრებთან განალაგა 170 დივიზია, რომლებიც კბილებამდე იყო შეიარაღებული და ბრძოლებით ჰქონდა შემოვლილი ნახევარი ევროპა.

1941 წლის 6 ნოემბერს სტალინმა მოსკოვში, მეტროპოლიტენის სადგურ “მაიაკოვსკაიასთან” ჩაატარა ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა, რომელსაც ქვეყნის მთავრობის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა, მასვე ესწრებოდნენ მოსკოვის მშრომელთა წარმომადგენლებიც. არავინ იცოდა, რა მოხდებოდა მეორე დღეს _ 7 ნოემბერს.

ღამის 3 საათზე სტალინმა კრემლში დაიბარა მოსკოვის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი, გენერალი არტემიევი და მას ჯიქურ განუცხადა:

_ თქვენ, ამხანაგო გენერალო, აპირებთ თუ არა ხვალ წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმის ჩატარებას? _ სტალინი თვალის მოუშორებლად ელოდებოდა გენერლის პასუხს.

_ ამხანაგო სტალინ…

_ მე თქვენ გეკითხებით, _ შეაწყვეტინა სიტყვა სტალინმა გენერალს,_ აპირებთ თუ არა ხვალ აღლუმის ჩატარებას წითელ მოედანზე?

დაბნეულმა გენერალმა სტალინს ათასი მიზეზი ჩამოუთვალა, რატომ არ შეიძლებოდა აღლუმის ჩატარება:

_ ამხანაგო სტალინ! ჩემი შიში საკუთარი უსაფრთხოებიდან არ გამომდინარეობს. მე პანიკური შიში მიპყრობს, როცა წარმოვიდგენ, რომ თქვენ მავზოლეუმის ტრიბუნაზე დგახართ მტრის სამიზნეში _ ეს ხომ ომის გარდაუვალი წაგებაა?!

_ ჯერ ერთი, მტრის არც ერთი თვითმფრინავი ქალაქში არ უნდა შემოიჭრას; მეორე, თუ ბომბს ჩამოაგდებენ, მოაცილეთ დაზარალებულები მავზოლეუმს და განაგრძეთ აღლუმი! _ განუცხადა სტალინმა გენერალს და მის გასამხნევებლად საიდუმლოდ გაანდო, რომ რეზერვში 250 000 ჯარისკაცი ჰყავს.

სტალინმა 1941 წლის 7 ნოემბერს ჯერ არნახული და არგაგონილი გმირობა აჩვენა მსოფლიოს: მავზოლეუმის ტრიბუნაზე მდგარმა, უშიშარმა, ვითარცა უხორცომ, თავისი დინჯი და დამატყვევებელი სიტყვებით წითელ მოედანზე გამართული აღლუმიდან პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე გააცილა ტანკებზე ამხედრებული თუ ქვეითად მიმავალი მეომრები.

სტალინის მიმართვაში ნათქვამი იყო:

თქვენ შემოგყურებთ მთელი მსოფლიო, როგორც ძალას, რომელსაც ძალუძს, მოსპოს გერმანელ დამპყრობთა ურდოები. თქვენ შემოგყურებენ, როგორც თავის განმათავისუფლებლებს, ევროპის დამონებული ხალხები, რომლებიც გერმანელ დამპყრობთა უღელქვეშ გმინავენ. თქვენ წილად გხვდათ განმათავისუფლებლის მისია, მაშ, იყავით ამ მისიის ღირსნი. დაე, ამ ომში აღგაფრთოვანებდეთ ჩვენი დიდი წინაპრების _ ალექსანდრე ნეველის, დიმიტრი დონელის, კუზმა მინინის, დიმიტრი პოჟარსკის, ალექსანდრე სუვოროვის, მიხეილ კუტუზოვის მამაცური სახეები!”

1941 წლის 7 ნოემბერს მოსკოვს შესეული 3000-ზე მეტი გერმანული თვითმფრინავიდან ვერც ერთმა ვერ შეაღწია ქალაქში. სამხედრო ექსპერტები, მეორე მსოფლიო ომის მკვლევარები გამარჯვების უდიდეს ფაქტორად ერთხმად ასახელებენ 1941 წლის 7 ნოემბრის ლეგენდარულ სამხედრო აღლუმსა და სტალინის მიმართვას მეომრებისადმი.

1944 წლის აპრილში სტალინი, როდესაც ბერლინს მიადგა, 7 109 000 ჯარისკაცისა და ოფიცრის უმაღლესი მთავარსარდალი იყო, რომელიც განკარგავდა 15 000 ტანკს, 15 815 თვითმფრინავს, 115 000 ზარბაზანსა და სხვა საბრძოლო ტექნიკას. ჰიტლერს კი მხოლოდ 3 მილიონი ჯარისკაციღა ჰყავდა შემორჩენილი 3 950 ტანკით, 1960 საბრძოლო თვითმფრინავითა და 28 000 ზარბაზნით.

სტალინი, არა მხოლოდ ევროპის, მსოფლიოს სამხედრო კოალიციის უმაღლესი მთავარსარდალიც იყო, რომლის ნებასაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ემორჩილებოდნენ. ეს აშკარად გამოჩნდა პოტსდამის კონფერენციაზე.

ბერლინს მიახლოებულ სტალინზე გებელსმა 1945 წლის 8 მარტს თავის დღიურში ჩაწერა:

“სტალინი გაცილებით რეალისტია, ვიდრე ანგლო-ამერიკელი სულელები”, ხოლო 4 აპრილის ბოლო ჩანაწერში მიუთითებს, რომ “სტალინი რუზველტსა და ჩერჩილს ისე ექცევა, როგორც მიამიტ ბავშვებს”.

ასეთი იყო მსოფლიოს უდიდესი ადამიანი და მის მიერ ჩატარებული ლეგენდარული 7 ნოემბერი.

იამაყეთ, ის თქვენი წინაპარია, ქართველებო და კავკასიელებო!

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/Saakashvili_x3.jpg

* 2003 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოექცა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი და ამბიციური მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უამრავი ადამიანი გააუბედურა და ციხეში ჩასვა. თუ 1937-38 წლებში დაპატიმრებულთა რაოდენობა 13 000-ს არ აღემატებოდა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პატიმართა რაოდენობამ, მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 35 ათასს გადააჭარბა, ხოლო პირობით სასჯელს დაახლოებით 300 000 კაცი იხდიდა.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხალხის დევნაშევიწროებამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია: ადამიანს ფეხებზე ბეტონის ნაჭრები მოაბეს და ნავიდან ზღვაში გადააგდეს; ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ცოცხის ტარით, სკამის ფეხით, ყავარჯნით; ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდნენ; ადამიანებს ართმევდნენ ქონებასა და ბიზნესს; განადგურდა განათლების სისტემა, კულტურა, სპორტიგაუსაძლისი ცხოვრების გასაპროტესტებლად 2007 წლის 7 ნოემბერს ხალხი რუსთაველის პროსპექტზე შეიკრიბა და ხელისუფლებას მდგომარეობის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადადგომა მოსთხოვა. ხელისუფლებამ კი თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ის მეთოდები, რომლებსაც თავის დროზე იყენებდნენ გერმანელი ნაცისტები ებრაელებისა და ტყვედ აყვანილი ადამიანების მიმართ.

ადამიანების წამებაში ამერიკაში მომზადებულგაწაფული ნიღბოსანი სპეცრაზმელები სადარბაზოებამდე სდევდნენ გაფანტულ მომიტინგეებს და ხელკეტებითა და იარაღით უმასპინძლდებოდნენ. იყო მსხვერპლიც.

მე 1956 წლის 9 მარტს თბილისში, მშრალ ხიდთან გამართული იმ აქციის მონაწილე ვარ, რომელიც წითელი არმიის ნაწილებმა დაარბია, მაშინაც დაიღუპნენ ადამიანები, მაგრამ იმ დროსაც კი ისეთი მეთოდები არ გამოუყენებიათ უცხო ქვეყნის ჯარისკაცებს, როგორიც ჩვენი ქვეყნის სპეცრაზმელებმა გამოიყენეს თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ სისასტიკეში ბრალი სპეცრაზმელებზე მეტად აქციის დარბევის ბრძანების გამცემს მიუძღვის. ბრძანება კი გასცა საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ისტორია ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, მაგრამ არც იქ წერია საკუთარი ხალხის მიმართ განხორციელებულ ისეთ სადამსჯელო ოპერაციაზე, როგორიც 2007 წლის 7 ნოემბერს მოგვიწყო “ბელადმა” მიხეილ სააკაშვილმა ქართველებს, აღარაფერს ვამბობ 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე.

აი, ასეთი იყო “სახელოვანი” პრეზიდენტისა და “მთავარსარდლის” _ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2007 წელს ჩატარებული “ლეგენდარული” 7 ნოემბერი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/bidzina.jpg

* 2012 წელს საქართველოს მხსნელად და მფარველად მოევლინა დიდძალი ფულისა და არც ისე დიდი ჭკუის კაცი, რომელმაც, არ ვიცი, დიდ სახელმწიფოსთან შეთანხმებით თუ თავისი ძალისხმევით, არჩევნების გზით დაამარცხა ურჩხული მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლებაში მოვიდა. არ გასულა ერთი წელიც, რომ ამ დიდძალი ფულის პატრონმა თანამდებობა მიატოვა და სახლში დაჯდა. უცხო ქვეყანამ კი (აშშ-მა) ძირითად პოსტებზე ამერიკული ძუძუთი ნაკვები ანტიეროვნული, ანტიქართული, ანტინაციონალური რესპუბლიკელები დაუნიშნა, რომლებმაც ნელ-ნელა ჩასწიეს ეს დიდძალი ფულის პატრონი კაცი და ქვეყანას კვლავ დაეპატრონენ რესპუბლიკელებად გადაკეთებული “ნაციონალები”.

ხალხის “მხსნელმა”, ქვეყნის მესამე ბელადმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ხმა ამოეღო ხალხის სასარგებლოდ და, პირველ რიგში, ბოროტების არმიის, “ნაციონალური მოძრაობის”, აგიტპრომს _ შპს “რუსთავი 2”-ს შეუტია. ეს შეტევა 2015 წლის 7 ნოემბერს დაიწყო. Qქვეყნის ფარული მეთაური ათასი კონსპირაციული თუ ღია თათბირითა და ძალების სრული მობილიზებით შეეცადა შპს-ს აღებას, მაგრამ ქვეყნის მესამე ბელადმა შპს-ზე შეტევა მარცხით დაასრულა და ღრმა დაცვაში გადავიდა შუშის სასახლეში…

ყველაფრის მიუხედავად, სამარცხვინოდ დამარცხებულ ბელადს მაინც ჰგონია, რომ ხალხისგადაჭარბებულინდობა აქვს; მეორე ბელადს _ მიხეილ სააკაშვილს ზურგს ამერიკა უმაგრებს, რადგანმისი ძაღლისშვილიადა ვერ გაწირავს; ხოლო სტალინს, რომელმაც კაცობრიობა მიხაკისფერი ჭირისგან იხსნა, ამერიკელების დაუღალავი აგიტაციისა ისტორიის ფალსიფიკაციის გამო, უფრო მეტი მაგინებელი ჰყავს, ვიდრე სამარცხვინოდ დამარცხებულ ორ ბელადს.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. ჭეშმარიტებაა, მაგრამ რად გინდა ასეთი ჭეშმარიტება,როდესაც ახალგაზრდობას ტვინები გამოურეცხეს და ისტორიას აღარც კი კითხულობენ ისეთი დიდი ზიზღი ჩაუნერგეს სტალინის და რუსეთის, არადა ისტორიული სიმართლე ხომ სხვას ლაპარაკოობს, რომ არა რუსეთი ახლა საქართველო ხომ აღარ იარსებებდაა,საამაყო ქართველი წინაპრები გვყავდნენ,მაგრამ ვერ ან არ ვაპასებთ, მე მჯერავს მოვა დრო და ისტორია ყველაფერს გამოააშკარავებს და სიმართლეც გაირკვევა

  2. Диди мадлоба батоно Григол, асети статиебис гамо садац ачвенебт самартлианобиствис мсофлио масштабис дид мебрдзол ДИД СТАЛИНС!!! Ахла ак Московши квлав гамочнднен вигаца бачи-бучеби ромлебиц гаидзахебен ром сачироа ауцилеблад русетис сазогадоебис де-сталиризация. Ес либерастеби вера да вер гаигес ром шеудзлебелиа СТАЛИНИС цинамгдег брдзола, да миси дамарцхеба. Радганац ис ико мартла гмерти дедемицазе халхиствис.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here