Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: რაც ვნახე და წავიკითხე, არის ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული

ანზორ მაისურაძე: რაც ვნახე და წავიკითხე, არის ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული

889

ფარული ჩაწერებისა და სახელმწიფოს უშიშროების დაცვის თემაზე ვისთან უნდა გველაპარაკა, თუ არა უშიშროების გენერალმაიორ ანზორ მაისურაძესთან.

_ როგორ აფასებთ, ბატონო ანზორ, აჟიოტაჟს, რომელიც ამ დღეებში ქართულ მედიასაშუალებებში არის ატეხილი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაზე?

_ უპირველეს ყოვლისა, სრულიად უადგილოდ მიმაჩნია იმაზე კამათი, კანონიერი იყო თუ არა მიყურადება, რომლის ჩანაწერი “ვიკილიქსმა” გაასაჯაროვა.

ვის უნდა უზრუნველეყო ამ მოსმენის კანონიერება, გაუგებარია. საქართველოს სპეცსამსახური ვერ სთხოვდა, ვთქვათ, უკრაინელ კოლეგებს, უზრუნველეყოთ მათი ქვეყნის ერთერთი მაღალი თანამდებობის მოხელის _ მიხეილ სააკაშვილის ფარული ჩაწერის კანონიერება.

მეორე _ სრული აბსურდი იქნებოდა, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს ასეთი ნებართვის მისაღებად ჩვენი ქვეყნის სასამართლოსთვის რომ მიემართათ ისეთი საქმის განსახორციელებლად, რომელზეც ხელი არ მიუწვდებოდათ.

ამიტომაა ფუჭი კანონიერებაზე კამათი ამ სპეციფიკურ შემთხვევაში.

ყველა ქვეყანაში მოსმენას სპეცსამსახურები ყოველთვის განახორციელებდნენ, ასეა ამჟამად და მომავალშიც ასე იქნება.

როცა აშშ-ის ერთ-ერთ კონგრესმენს შეეკითხნენ, რატომ უსმენთო, იმან უპასუხა,_ შეგვიძლია და ვუსმენთ, თუ შეგიძლიათ, თქვენც მოუსმინეთო.

სახელმწიფო ყოველთვის დაინტერესებულია, იცოდეს ის თემატიკა, რომლის შესახებაც საუბრობენ გარკვეული პიროვნებები, უპირველესად კი, ისინი, ვისგანაც მოსალოდნელია ანტისახელმწიფოებრივი ქმედების ორგანიზება, სახელმწიფო ან სხვა სახის საიდუმლოს გაცემა, თანამშრომლობა უცხო ქვეყნების დაზვერვასთან და ..

სპეცსამსახურები, უწინარეს ყოვლისა კი, კონტრდაზვერვა სწორედ ამისთვის არსებობს. ამას მოითხოვს სახელმწიფოს უშიშროების დაცვა. ფარული ჩაწერა ერთ-ერთი საშუალებაა ინფორმაციის მოპოვების, მისი სათანადო შემოწმებისა და გადამოწმების. საიდუმლო საუბრების გაშიფრული მასალების ანალიტიკურ დასკვნებს, როგორც წესი, სახელმწიფოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის შემუშავების დროს ითვალისწინებენ.

რა არის აქ გასაკვირი და საპანიკო, გაუგებარია.

_ თუ ჩვენს სპეცსამსახურებს ზემოთ აღნიშნული საუბრები (სააკაშვილის მიერ გვარამიასთვის, ბოკერიასთვის, წიკლაურისთვის, თარგამაძისთვის მიცემული დავალებები) არ ჩაუწერია და ვერც ჩაიწერდა, მაშ, ვინ უსმენს და იწერს _ აშშ, რუსეთი თუ კიდევ რომელი დაინტერესებული ქვეყანა?

_ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველა ყველას უსმენს. უწინ, თუ მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ყველასთვის მოესმინა…

_ მათ შორის, თავისი მოკავშირე ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებისთვისაც

_ დიახ. ანგელა მერკელისთვისაც მათ შორის. თქვენს მკითხველებს, ალბათ, არ დავიწყებიათ, როგორი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა ამ ფაქტის გამოაშკარავებას გერმანიაში და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებში.

ახლა ფარული მოსმენის შესაძლებლობა სხვა განვითარებულ ქვეყნებსაც აქვთ _ გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, რუსეთს.

ამათგან რომელმა ჩაიწერა სააკაშვილის საუბრები, რომლებსაც ჯერჯერობით და, სავარაუდოდ (რადგან გამოძიება მხოლოდ ახლა დაიწყო და სასამართლო განაჩენი არ დამდგარა), სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ნიშნები რომ ახასიათებს, ვერ გეტყვით.

_ დაინტერესებულიანალიტიკოსებიდა მედიასაშუალებები ცდილობენ, რომ უკრაინული ტელევიზიით გავრცელებული ეს ჩანაწერები წარმოგვიდგინონ, როგორც უწყინარი, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისკენ მოწოდება, რომლებიც სიტყვის თავისუფლების დაცვას მიეძღვნებადა ხელს რუსეთისკენ იშვერენ.

_ გასაგებია რატომაც. ამაზე სიტყვას ნუ გავაგრძელებთ. “ვიკილიქსი” ვისია? უკრაინის, რუსეთის თუ ამერიკის? ნუ ვიმარჩიელებთ. ვისიც არის, იმან მოუსმინა, ჩაწერა და გადასცა “ვიკილიქსს”, რომლის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია ჯულიან ასანჟი, ავსტრალიელი ინტერნეტჟურნალისტი და ტელეწამყვანი; აღიარებული პარტნიორები კი _ კრისტინ ხრაფსონი, ჯოზეფ ფარელი და სარა ჰარილსონი.

ახლა “მშვიდობიანი აქციების” შესახებ.

როცა სააკაშვილირუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ გვარამიას მოუწოდებს, ტელევიზიის ტერიტორიაზე მიიტანოს რკინები, ააგოს ბარიკადები, დასაცავად მიიყვანოს ყოფილი სპეცრაზმელები, “ბოევიკებიდა გამაგრებულ რედუტად აქციოს იქაურობა, ესსიტყვის თავისუფლებისდასაცავი ღონისძიებებია თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობრივი გამოსვლის ორგანიზების მცდელობა?! _ ეს არის წმინდა წყლის ავანტიურა დარუსთავი 2”-ის თანამშრომლების გაწირვაც.

არ ვიცი, ამ სიტუაციას როგორ კვალიფიკაციას მისცემს კანონი, რადგან იურისტი არ ვარ, მაგრამ, როგორც ამ საქმეში ასე თუ ისე ჩახედული კაცი და სპეციალისტი, მივიჩნევ, რომ ის, რაც ვნახე და წავიკითხე, არის ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

სხვა ქვეყნის ერთერთი გუბერნატორი ჩემს ქვეყანაში რომ ცდილობს, მოაწყოს გამოსვლები, არეულობა, დივერსიები და პროვოკაცია, ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებაა?!

ეჭვის შეტანა რომ შეუძლებელია, იმიტომაც აღიძრა საქმე, მიმდინარეობს გამოძიება, დაიკითხნენ კიდეც ფიგურანტები, მაგრამ…

_ რა არ მოგწონთ?

_ მე რომ ვიყო უშიშროების უფროსი, გაცილებით მკაცრად მოვიქცეოდი. უფრო მკაცრად!

_ ანუ?

_ ანუ დავიწყებდი ჯვარედინ დაკითხვას, მოვითხოვდი 2 თვით ციხეში მათ ჩასმას და იქ, ციხეში, დაკითხვების ჩატარებას.

ასეა საჭირო საქმისთვის.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ უშიშროების უფროსი. დაიჯერეთ, რომ შეთქმულების ორგანიზებას კი არ ცდილობენ სააკაშვილი და მისი რამდენიმე მომხრე, არამედ “დემოკრატიული, დასავლური ღირებულებების” დაცვას აპირებენ, ამიტომაც არ განახორციელეთ ნეიტრალიზაციისთვის აუცილებელი ღონისძიებები, რეაგირების გარეშე დატოვეთ ან, როგორც აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ თქვა, “დაუძახეს პროკურატურაში, ყავა დაალევინეს და სახლში გაუშვეს”.

და შედეგად ქვეყანაში დაიწყო არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება, რომელსაც სისხლისღვრა და მსხვერპლი მოჰყვა. რას ეტყვით ხალხს, რით იმართლებთ თავს?!

ხომ იქნება ეს თქვენ მიერ ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული?

ამიტომ გამოძიება უნდა წარიმართოს მიუკერძოებელი სიმკაცრით, თორემ ხომ ხედავთ, რომ ერთ-ერთ ფიგურანტს “შაყირის” საბაბი მიეცა და განაცხადა კიდეც, რომ ე.წ. მოდულის შენობას უნდა გაუკეთონ წარწერა “შემოიარე, გენაცვალე!”.

შეიძლება ისიც არის, რომ პროკურატურის ტაქტიკას ზუსტად ესადაგება ერთი რუსული ანდაზა _ “რბილად უფენენ და მაგრად ურტყამენ”.

_ როგორ ფიქრობთ, ბატონო ანზორ, ჩვენს ამ საუბარს ისმენენ? (ანზორ მაისურაძეს ეს ინტერვიუ ტელეფონით ჩამოვართვი).

_ (ეცინება) ისმენენ, აბა, არ ისმენენ?! ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვამბობდი და ვიმეორებ: ყოველთვის გვისმენენ.

არაერთხელ მითქვამს: მთელი ცხოვრება სხვებს ვუსმენდი. ახლა მე მომისმინონ. ეს ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია. (იცინის). ასეთი იყო ჩემი სამსახურის სპეციფიკური მოთხოვნა, თორემ ვის რად აინტერესებს სხვისი საუბრების მოსმენა?!

მიყურადება, საზოგადოდ, არაეთიკურია, ამორალური, როგორც, მაგალითად, სხვისი წერილის წაკითხვა. ეს აქსიომაა.

მაგრამ რისთვის ხდება მოსმენები? ამას მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები, ამიტომ ისმენდნენ, ისმენენ და კვლავაც ფარულად მოისმენენ.

_ სააკაშვილსაც ამიტომ უსმენენ?

_ რა თქმა უნდა. აინტერესებს ამერიკელებსაც და მათ მოწინააღმდეგეებსაც: სააკაშვილი მართლა ის კაცია, რომელიც ჩახუტებული უნდა ჰყავდეთ მის პატრონებს, თუ განზე გაუტია? ეს კონტროლის ერთგვარი ფორმაც არის.

_ “ვიკილიკსის” “სააკიანა”, იქნებ, ამერიკელების ორგანიზებულია, რომლებსაც მობეზრდათთავიანთი შობელძაღლი”?

_ არა, არა ბატონო. ასე რომ ყოფილიყო, ისინი სხვანაირად მოიქცეოდნენ. ჯერ სჭირდებათ სააკაშვილი, მაგრამ საკითხავია, სააკაშვილი ისეთი სულელია, არ იცის, მუდმივი თვალთვალის ობიექტი რომ არის? იცის, მაგრამ ავანტიურისტია, რომელსაც კუბის რევოლუციის გმირის _ ერნესტო ჩე გევარასგან განსხვავებით სხვისი სიცოცხლე აქვს სასწორზე შეგდებული. მზადაა, გაწიროს ქართველი ხალხი იმისთვის, რომ როგორმე კვლავ საქართველოს ხელისუფლების სათავეში დადგეს ამერიკელების დახმარებით.

_ სიტყვამ მოიტანა და ერთ შეკითხვასაც დაგისვამთ: 6 ნოემბერს საქართველოში აშშის საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა თავისი შეშფოთებარუსთავი 2”-თან დაკავშირებული სასამართლო დავის შედეგების გამო, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება შეცვალოს ევროატლანტიკური მიმართულების კურსი.

_ აშშ-ის საელჩოს განცხადების კომენტირება ჩემი საქმე არ არის. გავიმეორებ ჩვენი სახელოვანი რეჟისორის _ რობერტ სტურუას მიმართვას აშშ-ის ელჩის _ იან კელისადმი, რომელიც თქვენს გაზეთში გამოქვეყნდა (კითხულობს): “რას ერჩით ჩემს პატარა ქვეყანას? რა სიმდიდრე აღმოაჩინეთ ჩვენს მიწაზე _ ნავთობი თუ ოქრო, ასე რომ ზრუნავთ ქართველებზე?! დღეს, როცა ყველაფერს უსმენენ და ხედავენ… რატომ იცავთ იმ ავაზაკთა ბანდას, საქართველო რომ გაანადგურა, მოსპო დემოკრატია, გახრწნა და ფულებით გაბერა ვიღაც-ვიღაცა ჩინოვნიკები; რატომ ურეკავთ, (ჭკუას) არიგებთ და ასე საეჭვოდ ეხმარებით ავადმყოფს, რომელსაც ნამდვილი ამერიკელი ხელსაც არ ჩამოართმევდა?!”

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. რობიკო სტურუა აშშ ელჩისადმი ამ მიმართვას ასე აწერს ხელს: “ამერიკის პატრიოტი . სტურუა”.

არც ჩვენ ვართ ამერიკის წინააღმდეგ ამხედრებული მანიაკები.

1 COMMENT

  1. ბოდიშით, მაგრამ ყველა ყველას ვერ უსმენს ცივილიზებულ საზოგადოებებში, ეგ დრო ისტორიას ჩაბარდა, თუ თანამედროვე ცივილიზებული ქვეყნების სახელმწიფო სისტემას და კანონმდებლობას ღრმად იცნობს ადამიანი ,,დასაბუთებული აიცილებლობის\\\” გაეშე, რომელსაც სასამართლო ამტკოცებს, ვერანაერად ვერ მოუსმენ სხვას – თყ ბიუჯეტზე მჯდომი სახელმწიფო სტრუქტურა ხარ… და თუ მოუსმენ და ეს გასკდა სულ მინიმუმ სამსახურს ხომ დაკარგავ და რამდენიმე ციხე არ აგცდება – ყველა ყველას უსმენს ყოფილ პოსტაბჭოურ სივრცეში, ისიც აღმოსავლეთ ევროპის უმრავლეს ქვეყანაში ეს აღმოიფხვრა – რაზედაც სერიოზული კვლევები არის ჩატარებული – სპეც. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (რომლებსაც უშიშროებები ვერ აკონტროლებენ) ამიტომ სჯობს საქართველოშიც მივბაძოთ ცივილიზებულ საზოგადოებებს, და ჰიპოტეტურად ისიც რომ დაუშვათ ეს მართლაც ხდება სხვაგან და ყველა ყველას უსმენს (რაც ასე არ არის რუსეთის გარდა არსად!) ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენც ამორალური სახელმწიფო უნდა გვქონდეს! ადამიანის უფლებები უნდა იყოს პრიორიტეტი და არა ხელისუფლებების თუ გვინდა საქართველო ცივილიზებულ სახელმწიფოდ ვაქციოთ!

  2. ბატონი ნოდარი ცამდე მართალია! ასეთი პროფესიონალები გვყავს და პატარა ტუტუც ბავშვებს მივუგდეთ საქართველო, კაპიტენ გიაურს, შტერ ლომჯარია – ქეთუსიებს, კოჟორიძე მაზოლაშვილებს, ხუშტურიებს და მათ მეთაურ სააკიანებს. სირცხვილი უძველეს საქართველოს, სხვის ჭკუაზე რომ დადის. გიორგი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here