Home რუბრიკები ბლოგი „პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ატარებენ მარიონეტულია, ანუ- დანაშაულებრივი!“- კონსტანტინე ჩიკვილაძე

„პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ატარებენ მარიონეტულია, ანუ- დანაშაულებრივი!“- კონსტანტინე ჩიკვილაძე

723

ქართულ საზოგადოებაშიგასისხლხორცებულიააზრი, რომ საბჭოთა კავშირი ეროვნულმა მოძრაობებმა დაანგრია. დიახ, ეროვნული მოძრაობა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, მაგრამ არა ძირითადი. 

სსრკ-ის დანგრევაში უდიდესი წვლილი პოლიტიკურმა ელიტამ შეიტანა, ედუარდ შევარდნაძე კი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც მონაწილეობდა ნგრევის პროცესში. მას მიაჩნდა, რომ რუსეთი, როგორც პოლიტიკური ფიგურანტი აღარ იყო მნიშვნელოვანი და დასავლეთს ანიჭებდა უპირატესობას. მას რუსეთის დანგრევაზე ჰქონდა აშენებული (ან ააშენებინეს)  საკუთარი ბაზისი, თუმცა, როგორც ეს ხდება ხოლმე, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა და პირიქით მოხდა: რუსეთი კი არ დაინგრა, ძალა მოიკრიბა და დღეს უკვე მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე მთავარი ფიგურანტია და აშშ-ის მონოპოლიასაც კი უქმნის საფრთხეს.

 მკვეთრად დასავლური არჩევანის  გამო  საქართველო მრავალჯერ დაისაჯა,  ამის მაგალითი იყო 2008 წლის ომი, რომელიც მიღებულია, როგორც რუსეთ-საქართველოს ომი,  სინამდვილეში კი  ეს იყო ტიტანების გლობალური ომი-  ომი, ამერიკას და რუსეთს შორის, რომელში გამარჯვებულიც   საქართველოს ტერიტორიას დაეპატრონებოდა. ამ გლობალურ პოლიტიკურ თამაშში , ყველაზე მეტად საქართველო დაზარალდა – დაიღუპნენ ადამიანები, განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაიკარგა ტერიტორიები. 

იგივე გზა, უპატიებელი  შეცდომებით და ტერიტორიების დაკარგვით, ამჟამად უკვე უკრაინამ გაიარა- შემკვეთი, კვლავ ამერიკაა, შემსრულებელი კი ორი: ამერიკა და რუსეთი.  არიან ქვეყნები და ხელისუფლებები, რომლებიც სხვების გაკვეთილებზეც კი არ სწავლობენ, ანაც კიდევ, განზრახ ყიდიან საკუთარ სამშობლოს და ტერიტორიებს, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა, თავს კი იმით იმართლებენ რომ დამნაშავედ მხოლოდ რუსეთი გამოჰყავთ. ნუ, გასაგებია, რომ შემკვეთს-აშშ-ს, ეს ყველაფერი  წინასწარ ჰქონდა  გათვლილი და უკრაინა  „განტევების ვაცად“, რა თქმა უნდა,  წინასწარ მოიაზრებოდა.

ეს ყველაფერი ს შეიძლება განვავრცოთ ჩვენს ქვეყანაზე, ბოლო 25 წელი საქართველო სწორედ ამ ორ ტიტანს შორის ბრძოლას ეწირება და კარგავს ტერიტორიებს თუ გენოფონდს, აღარაა წარმოება- ფაბრიკა-ქარხნები, უმუშევრობა, გლობალური გაღატაკება, ქართველები მიმოიბნივნენ მთელს მსოფლიოში, სადაც  ლუკმა პურის საშოვნელად მდიდრებს ამა ქვეყნისა მონა-მოსამსახურეებად დაუდგნენ….

ამჟამად, რუსეთი ცუდ მდგომარეობაშია- _ მას აქვს უკრაინის პრობლემა. კავკასია კი რუსეთის ეროვნული ინტერესების სფეროშია და ის არ დაუშვებს აქ რამე ტიპის ცვლილებას, ეს არის აქსიომა და ყველამ, უნდათ მათ  ეს თუ არა, უნდა გაითვალისწინოს!  

 არავისთვისაა დასამალი, თუმცა სამწუხროდ, ამას ვერ გაიგონებ მაღალი ტრიბუნიდან: თურქეთი აჭარას განიხილავს თავის შემადგენლობაში. ის, რომ აღნიშნულ ფაქტს მალავენ და  არ აფიშირებენ,  მეტყველებს იმაზე, თუ რა ტიპის მარიონეტული ხელისუფლებები მართავენ ჩვენს ქვეყანას უკვე 25 წელია, მით უფრო რომ საფრთხე სავსებით რეალურია და კარს მოგვადგა:  2021 წელს ვადა გასდის, ყარსის ხელშეკრულებას რომლის გარანტებიც არიან რუსეთი და თურქეთი და რას უნდა ველოდოთ ვერავინ იტყვის დანამდვილებით.  

საქართველო  დაძაბულ გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, სადაც იკვეთება უამრავი ინტერესი, მათგან  ერთ-ერთი  უმთავრესი თურქეთია, მით უმეტეს, თუ გავითვალლისწინებთ დავითოღლუს დოქტრინას ოსმალეთის იმპერიის აღორძინების შესახებ, რომლის მიხედვითაც მთელი რიგი ჩვენი ტერიტორიები თურქეთის შემადგენლობაში მოიაზრება. ამიტომ, ამ საკითხთან მიმართებაში დიდი დაფიქრება გვმართებს.

 დღეს ჩვენთან მოდაშია მინიშნება იმაზე, რომ საზოგადოების ასაკოვან ნაწილს მოსწონს ძველი დრო და ხშირად იხსენებენ იმდროინდელ ეკონომიკურ თუ სოციალურ პირობებს.

ზოგს მიაჩნია, რომ 1989 წელს საქართველო ჭეშმარიტად სუვერენული ქვეყანა გახდა.

ჩემი აზრით, ჩვენდა საუბედუროდ, სწორედ იმ დროს მოხდა საბედისწერო მნიშვნელობის ისეთი შეცდომები, რომლებმაც ჩვენი დღევანდელი უბადრუკი ყოფა განაპირობეს. რას გვაძლევდა საბჭოთა კავშირი ჩვენ ქართველებს? პირველ რიგში, ყველაზე მთავარს- ტერიტორიულ მთლიანობა, იმ ფარგლებში მაინც, რაც იმ მომენტისთვის იყო ფიქსირებული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჩათვლით, თურქეთის თუ სხვა მეზობელი სახელმწიფოების  ტერიტორიული პრეტენზიებისგან სრულ დაცვას და ეს ყველაფერი რომ დავკარგეთ არ არის მხოლოდ რუსეთის ბრალი- ასე არ ხდება, რომ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ ერთი მხარე იყოს! ყოველთვის დამნაშავე ერთზე მეტია, მინიმუმ ორი- ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ესაა ჩვენი უპასუხისმგებლო თუ დამნაშავე პოლიტიკოსები და საზოგადოება, რომელიც თავის დროზე მათ ავანტიურებს წამოეგო, მოყოლებული 80-იანი წლების ბოლოდან. ზოგიერთმა ჩვენთაგანმა მხოლოდ ახლა გაიგო რომ სრული დამოუკიდებლობა არ არსებობს, სინამდვილეში ესაა მხოლოდ დამოუკიდებლობის ილუზია- ყველა ქვეყანა, რაღაც კომპონენტში სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული და რომელიმე ერთთან ურთიერთობის დაძაბვა, მით უმეტეს გაფუჭება, შესაძლოა ამ ქვეყნის ნგრევის თუ გაჩაჩანაკების ტოლფასიც კი გახდეს- ასე მოხდა საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც ყოველგვარი ეკონომიკური თუ პოლიტიკური წინაპირობების გარეშე, წინდაუხედავად და გაუთვლელად, დავასწარით  სსრკ-ის დანარჩენ რესპუბლიკებს და სამფეროვანი დროშა ავაფრიალეთ. რა არის ამაში ცუდი, იკითხავთ თქვენ, რა დამოუკიდებლობის წინააღმდეგი ვარ თუ რუსეთის ინტერესებზე ვზრუნავ?! რა თქმა უნდა- არა!….გიპასუხებთ, ცუდი ის არის რომ ეს ყველაფერი, ანუ დამოუკიდებლობის მოპოვება სავსებით შესაძლებელი იყო ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, თან რაც მთავარია   ისე, რომ რუსეთი მტრად არ გადაგვეკიდა, შესაბამისი საფრთხეები არსებობდა და ამის შესახებ ყველამ კარგად იცოდა- რუსეთი საკუთარ ინტერესებს კავკასიაში არ ჩააჩოჩებდა ჩვენი ხათრით, თუ მით უმეტეს, შიშით, პლუს ამას, ჩვენს ტერიტორიაზე სამი ფეთქებადსაშიში ავტონომია არსებობდა, რომელთა აფეთქებაც რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეეძლო. ეს არავის გაუთვალისწინებია და ეს იყო სწორედ მთავარი საბედისწერო შეცდომა. ჩვენ   ეკონომიკურად და პოლიტიკურად  რუსეთზე ვიყავით  დამოკიდებული და ელემენტარულად უნდა გაგვეთვალა თავის დროზე რისკები, რაც არ გაკეთდა და სწორედ ამან გამოიწვია დანარჩენი ყველაფერი,  ამდენი ომი და უბედურება, ქართული გენოფონდის საუკეთესო წარმომადგენლების განადგურება თუ გაჩაჩანაკება- ერი გაღატაკდა, დაკნინდა და დღეს კი საერთოდ განადგურების გზას ადგას,         ჩააბარა რა საკუთარი სუვერენიტეტი ამერიკელ თაღლითებს პოლიტიკიდან და რუსეთზე მისაქსევი ძაღლის როლი, უკრაინასთან ერთად,  სამუდამოდ მოირგო, ან იმ დრომდე, სანამ ამერიკელებს ეს ყველაფერი აღარ დასჭირდებათ, რასაც სრულებით არ გამოვრიცხავ- მსოფლიოში ყველაფერი იცვლება, მათ შორის ქვეყნების ურთიერთობებში. რუსეთმა და აშშ-მა შესაძლოა ურთიერთობები დაალაგონ, საქართველო კი რუსეთთან გადაკიდებულ ქვეყნის ნიღაბს ვეღარ მოიხსნის ასე ადვილად.     

პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი მეგობრები თუ მტრები, ყველაფერი ცვალებადია, არის მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესები, რომლების ცხოვრებაში გასატარებლადაც მუდმივი დიპლომატიური მუშაობაა საჭირო, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებთან, რომლებზეც ვართ დამოკიდებული და არა, ის „ინფანტილური დილეტანტიზმი“, რაც ჩვენი ქვეყნის კრედოც კი გახდა:  სხვა ქვეყნის დავალებით, თუ საკუთარი უძლურების გამო, რუსეთისგან  მტრის ხატის შექმნა და პერმანენტული ლანძღვა-გინება მეზობელი ქვეყნის  და მისი პრეზიდენტის მიმართ.

ყველაფერი, ის რაც ჩვენთან ამდენი წლის მანძილზე ხდება, სწორედ აშშ-ის და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და არ არის ჩვენს ინტერესებში. სამაგიეროდ, ამით ამერიკა აძლიერებს საკუთარ პოზიციებს კავკასიაში, რუსეთი კი ამითი არაფერს კარგავს, კარგად უწყის რა, რომ კავკასიას ის არასოდეს დათმობს და ნებისმიერ მომენტში, თუ ეს აუცილებელი გახდება, შეძლებს დაამყაროს კონტროლი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამაში მას ხელს ვერავინ და არავინ შეუშლის!

ამგვარად, პოლიტიკა რომელსაც ამდენი წელია ატარებენ საქართველოს ძველი თუ ახალი ხელისუფლებები წარმოადგენს მარიონეტულს, შესაბამისად- დანაშაულებრივს!

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ  „მისაქსევი ძაღლების“, ანუ მარიონეტების  ხვედრი ნამდვილად არ არის სანატრელი. გადახედეთ ისტორიას, ხშირ შემთხვევებში, თუ არა ყოველთვის, საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატეების, სხვა ქვეყნის მარიონეტების ხვედრი ძალიან მძიმეა: მათ ან ანადგურებენ ამა თუ იმ ფორმით, ანაც, უკეთეს შემთხვევში  ბედის ანაბარა მიაგდებენ ხოლმე. გავიხსენოთ, რა ბედი ეწიათ სომოსას, ფერდინანდ მარკოსს, ზია ულ ხაკს, რაფაელ ვიდელას, რუბენ ფულხენსიო ბატისტა-ი-სალდივარს, სადამ ჰუსეინს და სხვებს. ვისაც დაგაინტერესებთ დეტალურად გაეცნოთ მარიონეტული რეჟიმების მმართველების ბედს მსოფლიოში, შედით ქვედა ლინკზე და გადაიკითხეთ წიგნი:

„ამერიკის 13 ძაღლიშვილი“:

http://www.geworld.ge/NEW/PDF/PDF_File_697189.pdf

მანამ სანამ ადეკვატურად და ობიექტურად არ გავაანალიზებთ ჩვენს ისტორიას, ამა თუ იმ სახელმწიფო მოღვაწეების, მათ შორის პრეზიდენტების როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში, ანუ  სანამ არ დავიწყებთ საკუთარ შეცდომებზე მაინც სწავლას, წინ უბრალოდ ვერ სწავალთ.  მხოლოდ ადეკვატური, მიუკერძოებელი  ანალიზით გაკეთების შემდგომ  გახდება შესაძლებელი საკრალურ კითხვაზე პასუხის მოძებნა, რომელიც, ბოლო ათწლეულების მანძილზე, ყველაზე ხშირად ისმის  საქართველოში:

 გვეშველება რამე“?!

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here