Home რუბრიკები საზოგადოება ილია მეორე: საქართველოში ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა

ილია მეორე: საქართველოში ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა

476

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ილიას უნივერსიტეტშითვითმკვლელი ღვთისმშობლისგამოსახულების გამოფენას მკრეხელობას უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი შეურაცხყოფა საქართველოში ჯერ არ ყოფილა.

როგორც მისმა უწმინდესობამ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, მას უკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

“არის ერთი სამწუხარო ამბავი, წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსი. მე მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან”, _ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here