Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს მთავრობას

საქართველოს მთავრობას

543

ზესტაფონის რაიონის დაბა შორაპანში დიდი სამომამულო ომიდან შინმოუსვლელთა მემორიალური დაფის გვერდით ორიოდე დღის წინათ დადგმული სტალინის ძეგლი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის აგენტურის მიერ დაქირავებულმა ადგილობრივმაქვეყნის გამყიდველებმაშეურაცხყვეს

დიდ სამამულო ომში გამარჯვების შემოქმედის, სისხლისმსმელი ფაშისტებისგან კაცობრიობის მხსნელის _ იოსებ სატალინის, მის მშობელ საქართველოში დადგმული ძეგლის შეურაცხყოფა გვაიძულებს, ვიფიქროთ, რომ ამ ვანდალურ აქტს, რომელიც მიმართულია ქართველი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ნებისა და  ისტორიული სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ, დავუპირისპიროთ ლეგალური თუ არალეგალური პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც მიმართული იქნება ფაშიზმზე გამარჯვებაში სსრკ-ის ხალხებისა და სტალინის როლის დაკნინების წინააღმდეგ. ამ ბრძოლამ კი, შეიძლება, საქართველოს “დემოკრატიული” განვითარება დააზარალოს.

   ამიტომ გთხოვთ, სასწრაფოდ გამოიძიოთ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი ვანდალური აქტი და მკაცრად დასაჯოთ არა ძეგლის დამდგმელი პიროვნება, არამედ ძეგლის შეურაცხმყოფლები, თანაც, არა ხულიგნური გამოხდომისთვის, არამედ, როგორც უცხოეთის დაზვერვის აგენტები, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოს და ქართველი ერის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ.

გრიგოლ ონიანი,

საერთაშორისო საზოგადოებასტალინისთავმჯდომარე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here