Home რუბრიკები პოლიტიკა თავდაცვის მინისტრის კალსონიდან ამომხტარი დეპუტატი

თავდაცვის მინისტრის კალსონიდან ამომხტარი დეპუტატი

675

ძაღლი ვინც მოკლა, იმან გადაათრიოსო. ჰოდა, გადაათრიეთ, გაიტანეთ გრენლანდია!

აი, დროის იმ მონაკვეთის მოკლე დახასიათება, რომელსაც სააკაშვილიდან ივანიშვილამდე პერიოდი ჰქვია. იმაზე, 2003-დან მოყოლებული როგორ უზრუნველყოფდა არჩევნებში “ნაცბანდის” მორიგ “გამარჯვებას” ხათუნა გოგორიშვილი თავის ბანდაჟში “ჩამონტაჟებული” ყალბი ბიულეტენებით, ბევრი დაწერილა და ამაზე აღარ დავწვრილმანდები, რადგან, როგორც შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, საგარეჯოში ხათუნას ბანდაჟი წარმატებით ჩაანაცვლა თავდაცვის მინისტრის კალსონმა. 

საარჩევნო უბნებში ზედმეტი ბიულეტენების სასწაულებრივად გაჩენამ ერთგვარი დეჟავუ შექმნა 2012 წლის არჩევნებთან, სადაც ერთერთი რაიონისნაცმოძრაობისხელმძღვანელი და ლიდერი, რომელიც დღეს სოციალური სამსახურის უფროსია, არჩევნებზე ტრიკოდან ყრიდა ბიულეტენებს.

ეგ არის და ეგ, თორემ შინაარსობრივად არაფერი შეცვლილა _ შევარდნაძის ხელისუფლების ვარდებით დამხობის შემდეგ ჯერნაცსექტისხელით და ახლაქართული ოცნებისმეშვეობით მიმდინარეობს აშშის მზაკვრული გეგმის განხორციელება საქართველოში. გეგმისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებაში ნეოლიბერალური ძალების მოყვანა ჰქვია

ნეოლიბერალური იდეოლოგიის არსი ყველასთვის გასაგები ენით რომ განვმარტოთ, პირობითად 4 არას მივიღებთ: არა _ სამშობლო, არა _ ეროვნება, არა _ ღმერთი და არა _ სქესი.

ნეოლიბერალებს, ანალიტიკოს-პოლიტოლოგთა ნაწილი ნეოტროცკისტებსაც უწოდებს, რადგან პირველ სამ “არას” სწორედ მასონი ტროცკისტები ნერგავდნენ საბჭოეთში გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან.

უბრალოდ, იმხანად “არა _ სქესს”, ანუ გაუმარჯოს პედერასტიას ისეთი აქტუალური არ იყო, როგორც დღეს არის ლგბტ-თა სამოთხე დასავლეთში და ამიტომ დარჩა იმჟამინდელი ტროცკისტების ყურადღების მიღმა, თორემ…

სწორედ ამ იდეოლოგიის გამტარებელ “ნაცებ”-რესპებზე დადეს ფსონი ამერიკელებმა და, როგორც ცნობილია, ორივე პარტია ერთად მოვიდა ხელისუფლებაში ე.წ. ვარდების რევოლუციის შედეგად. მათი გზები მაშინ გაიყარა, როდესაც მიშამ დანაპირები არ შეასრულა _ “გადააგდო” რესპუბლიკელები და, აჭარიდან ასლან აბაშიძის გაძევების შემდეგ, “აღორძინება” რესპუბლიკელი ძმები ბერძენიშვილებით არ ჩაანაცვლა…

ჰოდა, მეტი რა გზა ჰქონდათ, განაგრძეს რესპებმა 2%-იანი ოპოზიციონერობა, რომლებიც ამერიკელებმა რეზერვად შეინახეს. აკი არც შემცდარან:

საქართველოს სუზერენად ქცეული მიშა ზედმეტად ხისტად (თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ 7 ნოებერს ხალხის დარბევას, ტელეიმედში “სპეცნაზით” შეჭრას, გადავსებულ ციხეებში პატიმართა წამება-გაუპატიურებას, ქუჩებში ახალგაზრდების დახვრეტას, აგვისტოს ომში მიშას ჰალსტუხის ლოღნას, სამარცხვინოდ მიწაზე ხოხვას და ა.შ.) ატარებდა “4 არას” პოლიტიკას და 26 მაისის სისხლიანი ღამის შემდეგ ამერიკელთა დღის წესრიგში დადგა უკონტროლო იდიოტის ფაშისტური რეჟიმის რესპუბლიკელებით ჩანაცვლების საკითხი.

შეგახსენებთ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ისტორიას:

პირველად ამერიკიდან ახალდაბრუნებული, იმხანად მართლაც მაღალი რეიტინგის მქონე ირაკლი ალასანიათი სცადეს რესპუბლიკელების რეიტინგის ამოქაჩვა, როდესაც გმირი მამის შვილი ლამის თვითმფრინავის ტრაპთანვე ჩაახუტეს რესპუბლიკელებს, მაგრამ მოხდა პირიქით _ ირაკლი ალასანიას რეიტინგი დაბლა დასცეს ურეიტინგო და ქართველთა უმეტესი ნაწილისთვის საძულველმა რესპებმა!..

ჰოდა, აქ გამოაჩინეს ამერიკელებმა ჯოკერი _ ბიძინა ივანიშვილი: სამების აღმშენებელ, ყველა დროისა და ხალხის უდიდეს ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას, კოალიცია “ქართული ოცნების” სახით, აღტაცებით შეხვდა მის მიერვე წლების განმავლობაში გულუხვად დაფინანსებული ქართველი ინტელიგენცია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინტელიგენციის დიდი ნაწილისათვის მიუღებელი იყო რესპუბლიკური პარტია, მაინც ის აღმოჩნდა უპირველესი დასაყრდენი ბიძინა ივანიშვილისთვის. ინტელიგენციაც და, საზოგადოდ, ქართველი ხალხიც, რომელმაც დაიჯერა ინტელიგენციის მიერ საკუთარი თავის მოსატყუებლად შექმნილი ზღაპარი, რომ ბიძინას რესპუბლიკელები დასავლეთისთვის თვალის ასახვევად სჭირდება და, როგორც გაზეთის წინა ნომერში ვწერდი, ხვალ თუ არა ზეგ, ზეგ თუ არა, მაზეგ გაემიჯნება ანტიქართველ რესპებს და კოალიციაში შემავალ ეროვნულ ძალებზე დაყრდნობით შეუდგება ეროვნულ-მართლმადიდებლურ (მან ხომ სამება აღაშენა!) ღირებულებებზე ორიენტირებული ახალი საქართველოს მშენებლობას-თქო.

ამ მედღეხვალიობაში, გნებავთ, როდინობის კვირის შვიდშაბათის მოლოდინში, სამი წელიწადი გავიდა და, ცალკეული პიროვნებების გარდა, კოალიციის წევრებმა მოჩვენებითი ეროვნულობაც დაკარგეს და სინდისნამუსიც, ხოლო რესპუბლიკური სიმსივნის მეტასტაზები საქართველოს სხეულს მოედო და უკვე მეოთხე სტადიის კიბოდ გადაიქცა

რესპუბლიკელები არიან პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვისა და სხვა მინისტრები, ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც ოფიციალურად რესპუბლიკური პარტიის წევრი არ არის, მაგრამ რამ გაჰყო ისინი ერთმანეთისგან, ყველანი ხომ სოროსის ძუძუნაწოვნი არიან?!

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რამდენი კადრი ეყოლებათ ადგილობრივ ხელისუფლებებში, სოფელ-ქალაქთა გამგებლებისა თუ მათი მოადგილეების სახით (“ნაცებთან” ერთად, რადგან, აბა, ისინიც რამ გაჰყო?!).

არის თუ არა ესპოლიტიკას გარიდებულიბიძინა ივანიშვილის მიერ ხელისუფლების გადაბარება ქართველთა საძულველი რესპუბლიკელებისთვის? იმ რესპუბლიკელებისთვის, რომლებიც თეთრი სახლის საქართველოს “ობკომიდან” _ აშშ საელჩოდან იმართებიან და მათი ხელისბიჭები არიან. თუმცა, მგონი, ამერიკელების მიერ თავდაცვის მინისტრად დასმული თინა ხიდაშელის ხელისბიჭი უკვე თვითონ ბიძინა ივანიშვილია და არა _ პირიქით!

მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რა არის _ გვანჯ აფაქიძისა (“მთვარის მოტაცებიდან”) არ იყოს, “კაცისკაცი რა კაციაო” და ხელისბიჭის ხელისბიჭი” რაღა იქნება?

გაუგებარია, რისთვის სჭირდება მილიარდერს ხელისბიჭის ხელისბიჭობა. თანაც მას მშვენივრად უნდა ესმოდეს, რა შეკვეთასაც ასრულებს _ ამერიკელები სწორედ ივანიშვილის ხელით ცდილობენ ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე რესპუბლიკელების მოყვანას. პარლამენტი, უშიშროების საბჭო, თავდაცვის სამინისტრო და სხვა სამინისტროები ისედაც რესპების ხელშია. ცესკოს დღევანდელი ხელმძღვანელობა, რომელიცნაცმოძრაობისსტაჟიანი აქტივისტებისგან შედგება, ასევე რესპებისაადა დღეს ქვეყანას მართავს 3-პროცენტიანი (გაჭირვებით) რეიტინგის მქონე რესპუბლიკური პარტია, ხოლო კოალიციაქართული ოცნებამის სამარცხვინო რეიტინგზე ასაფარებელი ლეღვის ფოთოლია.

ასეთი სახელისუფლო რესურსითა და იმ უტიფრობით, რა უტიფრობითაც თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი პირადად ითვლიდა ხმებს საარჩევნო შტაბში, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის დანიშნავს ამერიკის საელჩო 2016 წლის არჩევნებში გამარჯვებულად.

რესპუბლიკელები სააკაშვილზე გაცილებით ჭკვიანები, ვერაგები და ამიტომ გაცილებით საშიშნი არიან, რადგან ისინინაცებივითუხეშად, ნაჯახით კი არ ცდილობენ “4 არასდამკვიდრებას, არამედ გველაძუა შეფარვით, განათლების სისტემაში ყოველგვარი ეროვნულის ნელნელა ნიველირებით, ისტორიის ფალსიფიკაციითა და სხვა მრავალი ქვებუდანობით.

ამიტომაც არის გახშირებული თავდასხმები ქართული მწერლობის კორიფეებზე, ამავე ოპერიდან არის გოგებაშვილის “დედა ენის” ევროპული სტანდარტებით “რეფორმირება”, პროგრამიდან ამოიღეს რაფიელ ერისთავის გენიალური “სამშობლო ხევსურისა”, დუტუ მეგრელის შედევრი “მე პატარა ქართველი ვარ” და გენიალური სტალინის “ვარდს გაეფურჩქნა კოკორი”. რესპების ბებერი ხლისტის მიერ ლადო ასათიანის შედევრის მკვდრადშობილად გამოცხადება და მსგავსი მკრეხელობა თვით ბოლშევიკებსაც არ გაუვლიათ გონებაში… და, ჰოი, საკვირველებავ, ამას წინათ ერთმა ახლობელმა მითხრა, ჩემს მეხუთეკლასელ შვილს სკოლაში პაოლო მალდინისა და კახა კალაძის ბიოგრაფიების დაწერა-შედარება დაავალესო… ამისთანა იდიოტობა გაგონილა?!

თქვე კაიდედმამიშვილებო, თუ ჩვენ, უფროს თაობას, “გვირეცხავდნენ ტვინებს” საბჭოთა სკოლებში აკაკის, ვაჟას, ილიას ბიოგრაფიებით და, თუ ამავე კორიფეებით არ გინდათ შვილების “გამოთაყვანება”, რაღა გადამთიელი პაოლო მალდინი მოგინდათ, ქართველი პაიჭაძეები, მესხები, მეტრეველები, ყიფიანები ცოტა გვყავდა?

კიდევ ერთი ლეგენდა-ზღაპარი ირაკლი ღარიბაშვილზე ისაა, რომელმაც იქიდან აიღო სათავე, რომ ბატონმა პრემიერმა გაბედა და თქვა, საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინებები არ იქნებაო.

თუმცა მანამდე ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის ერთხმად მიღებაში ლომის წილი დაიდო, კანონისა, რომელიც ლგბტ- პედერასტიის დაკანონების საფუძველია…

ღარიბაშვილის ეს განცხადება, რომელიც საამო იყო ყურისთვის, განცხადებადვე დარჩა და პრემიერის მხრიდან არავითარი საკანონმდებლო ინიციატივა არ მოჰყოლია და მთავარი: ის როგორ გავიგოთ, რომ ამ განცხადების ავტორს მთელი მინისტრთა კაბინეტი ჩაჰყავს საგარეჯოში იმ კანდიდატის მხარდასაჭერად, რომელიც უპირველესი მომხრეა საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისა?

ამის მიუხედავად, არ წყდება ინტელიგენციის ერთი ნაწილის ვაივიში, _ არიქა, მხარში ამოვუდგეთ, გადავარჩინოთ ეს ახალგაზრდა კაცი, ნახეთ, რა ქართული მიხვრა-მოხვრა აქვს, როგორი მოწიწებით ემთხვია პატრიარქსო და ა.შ.

არც მე ვიყავი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აპრიორი უარყოფითად განწყობილი და ბატონი რეზო ამაშუკელის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობალაზარესშარშანდელ შეკრებაზე რუსთაველის თეატრში პრემიერს მხარი იმით დავუჭირე, რომ ჩემს სიძეს, ირაკლი ალასანიას, საჯაროდ დავარტყი, რის შემდეგაც ალალი დეიდაშვილები სამუდამოდ დავკარგე!..

ეგეც იქით იყოს და მათ საყურადღებოდ ვიტყვი, ვისაც ამ წერილის წაკითხვა არ ესიამოვნება:

სააკაშვილის ზეობის ჟამს ჩემი ძმა, ლევან მხეიძე, კეზერაშვილის მოადგილე და ფინანსური პოლიციის შეფი იყო და იმის მაგივრად, რომ ჩემს კეთილდღეობაზე მეზრუნა, მიშას რადიკალური ოპოზიციონერობა დავიწყე.

ახლა ივანიშვილ-ღარიბაშვილის ოპოზიციაში ვარ იმიტომ, რომ, როცა საქმე ჩემს სამშობლოს ეხება, სიძესა და ძმას კი არა, შვილს არ დავინდობ!

იმედი მაქვს, ამას მკითხველი თავის ქებაში არ ჩამითვლის და ვფიქრობ, იმის თქმის მორალური უფლება მაქვს, რასაც ახლა ვიტყვი:

ბატონო პრემიერო, ახლა ცანცარის დრო არ არის, ახლა თავგანწირვის დროა! რაც თქვენი მხრიდან მხოლოდ იმაში უნდა გამოიხატოს, რომ საჯაროდ თქვათ, ვისგან რა ზემოქმედებას განიცდით. აი მაშინ კი თქვენი სტრატეგიული მოკავშირე ქართველი ერი იქნება და ვერავითარი ნატო და ევროკავშირი ვერ მოგვერევა, ანუ ისინი, ვისაც თქვენ და თქვენი თავდაცვის მინისტრი ერთგულებას ეფიცებით, მაგრამ საგარეჯოს არჩევნებიდან გამომდინარე, მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ ეს გააკეთოთ!

სიტყვამ მოიტანა და საგარეჯოთივე დავამთავრებ.

ირმა ინაშვილმა “ქართულ ოცნებას” თავის ივანიშვილ-ღარიბაშვილიანად უკვე უწოდა “მიშა 2” და 8 ნოემბერს, 4 საათზე, რუსთაველის ძეგლთან “პატრიოტთა ალიანსი” მასობრივ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწყებს.

ეს ის ირმა ინაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეურაცხმყოფელად ძლივს გაიხსენა, _ მგონი, ოდესღაც ინტერვიუ მივეციო. ეს ის “პატრიოტთა ალიანსია”, რომელზეც ჭორვილელმა მილიარდერმა, საერთოდ არ ვიცნობო, ბრძანა…

ჰოდა, რადგან დიდი წვლილი, მე ვიტყოდი, გადამწყვეტი, მიგიძღვით “მიშა 2”-ის ხელისუფლებაში მოყვანაში, მოგმართავთ “პატრიოტთა ალიანსს”: როგორც მოიყვანეთ, ისე წაიყვანეთ “ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან, რადგანაც მათში ქართული, მით უმეტეს, ქართველი კაცის ოცნებისა, დიდი ხანია, აღარაფერი დარჩა!

ქართული ანდაზისა არ იყოს, ძაღლი ვინც მოკლა, იმან გადაათრიოს!

ჰოდა, გადაათრიეთ, გაიტანეთ გრენლანდია…

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. რა სირცხვილია როგორ ეშინია ხელისუფლებას რომ ერთი დამსახურებული ადგილიც კი არ დაუთმო ოპოზიციას, რა უსუსური არგუმენტებია რომ თურმე ინაშვილმა ,,პრორუსულობის\\\” გამო წააგოო.
    ერთი კახელი მანახვეთ, რომელიც ევროკავშირის მომხრეა. რატომ ლაპარაკობთ კახელების სახელით, ერთმა ხიდაშელმა ხომ ააყვავა კახეთი და ახლა მეორე პირდაპირ ევროპის ბაზარზე გაიყვანს კახელ გლეხს. ვაი თქვენს პატრონს.

  2. ბატონო დავით, თქვენ, ერთის მხრივ, სწუხართ, რომ “პროგრამიდან ამოიღეს გენიალური სტალინის “ვარდს გაეფურჩქნა კოკორი”, რაზეც გეტყობათ, რომ კაცური კაცი ხართ, მაგრამ მეორეს მხრივ, მხარს უჭერთ ქალს, რომელიც იმავე გენიალური სტალინის დამსახურებას, საქართველოდან გატაცებული ქონების უკან დაბრუნების საკითხში, მის ერთ-ერთ გამტაცებელ ექვთიმე თაყაიშვილს მიაწერს და თვალებში ნაცარს გვაყრის, “ასეთ ადამიანებზე იდგა საქართველოო“. კარგი, ირმა ქალია და მაგდენი არ ესმის, მაგრამ დავით თარხან-მოურავი მაინც ვერ ეტყვის, ქალო, რას შვრები, რა შუაშია აქ ექვთიმე თაყაიშვილი, გრიშა ონიანის დოკუმენტური გამოკვლევა მაინც არ წაგიკითხავსო?!. აი, რატომ თქვა ბიძინა ივანიშვილმა, “პატრიოტთა ალიანსის” წესდებას არ ვიცნობ და მის წარმომადგენლებს მხარს ვერ დავუჭერო.

  3. მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ და საერთოდაც არ ვარ საქართველოში.ირმა ინაშვილი მართლაც მომწონდა,მაგრამ მერე და მერე აღარც მასზე .ვაფანატებ.მე ძალიან დიდ საშიშროებას ვხედავ სხვა რამეში.მთავრობამ რომ ძალით:სამხედროებით,ცემა- ტყეპით,დაშინებით,მინისტრებისგან წამოსული ბრძანებებით,ყალბი ბიულეტენებით და ა.შ. გააყალბა აჩევნები,ეს აშკარაა.ზუსტად ეს მიმაჩნიაძალიან საშიშად.ხიდაშელი არ მოერიდება სამხედრო ძალის გამოყენებას 2016 წელს,თუ დასჭირდა.ღარიბაშვილი კი მას არ შეეწინააღმდეგება,პირიქით მხარში ამოუდგება,თუ ბიძინამ უბრძანა.ბიძინა კი უბრძანებს,რადგან თავისი ქონების დაკარგვის ეშინია.და გამეორდება საქართველოში 26 მაისი,7 ნოემბერი და მაღაზიის სახურავზე შემოდებული გვამები.ამიტომაა საჭირო არა ხიდაშელის და რესპუბლიკელების წინააღმდეგ ბრძოლა,არამედ ბიძინას წინააღმდეგ,რადგამ მაშინ ისინი ვეღარაფერს დააკლებენ ქართველ ხალხს.

  4. ყველა თავისას უბერავს!!!!!!!!!!!!!!!!!

    ყველა შემთხვევაში ახლა იმედი პატრიოტებზეა!

    ივანიშვილი კი უნდა გავათავისუფლოთ პასუხისმგებლობიდან! მან დიდი ისტორიული მისია უკვე შეასრულა. წარმოდგენაც არ მინდა, რომ არა ეგ, ახლა რა იქნებოდა საქართველოში!

  5. dzalze drouli da shtambechdavi statiaa,tavmokvare erisatvis romelsac bunebrivia saxelmcipoebrivad mazrovne xelisupleba kavs. magram sakartvelosxelisupleba amerikelebis, da ,,uchkvianesi,,evroparlamentarebis tavit azrovnebs,mat sacinaagmdegos arapers chaidens,dzalian ro ar a g sh p o t d n e n.mat nervebs uprtxildebian.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here