Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილი: რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება და, საქართველომ რომ იყიდოს, ამაში...

ბიძინა ივანიშვილი: რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება და, საქართველომ რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის

511

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთანგაზპრომთანმიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, არაფერი ხდება და დიდი ხანია, საქართველოს ტერიტორიაზე გადის ბუნებრივი აირის მილი, რომლითაც სომხეთს მიეწოდება აირის მარაგი და საქართველო გარკვეულ გადასახადს იღებს

“იმაში, რომ ბაზარი შეიძლება დივერსიფიცირებული იყოს და ჩვენ ბიზნესმენებს მივცეთ უფლება, გაზი დამატებით იყიდონ იქ, სადაც მოესურვებათ, ცუდს ვერაფერს ვხედავ. რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება და, საქართველომ რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის. ჩვენ უნდა მივცეთ არჩევის საშუალება. მეც აქტიურად ვარ ჩართული, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოში. ჩვენ მადლიერი ვართ აზერბაიჯანული მხარის, “სოკარის”, მაგრამ, თუ მოხერხდება, რომ ერთი კომპანია არ იქნება მონოპოლისტი ბაზარზე და იქნებიან განსხვავებული კომპანიები, ამაში კარგის მეტი არაფერია”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი უფრო იაფია, ვიდრე რუსული, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესმენი გიჟი არ არის, როდესაც იაფად ყიდულობს ერთგან, სხვას ძვირი გადაუხადოს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე აჟიოტაჟს ქმნის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” მაშინ, როდესაც რუსულ კომპანიაზე “თელასი” სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს გასხვისდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here