Home რუბრიკები პოლიტიკა ბაშარ ასადი: კრიზისებს სირიასა და უკრაინაში ერთი “არქიტექტორი” ჰყავს

ბაშარ ასადი: კრიზისებს სირიასა და უკრაინაში ერთი “არქიტექტორი” ჰყავს

538

სირიის დედაქალაქ დამასკოში ამ ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციაში (როუდის სასახლე) გაიმართა შეხვედრა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადსა და რუსეთის ფედერაციის საპარლამენტო დელეგაციას შორის.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ერთ-ერთი დეპუტატის კითხვაზე _ როგორ შეაფასებთ რუსეთის ავიაციის მოქმედებას ტერორისტების წინააღმდეგ? _  სირიის პრეზიდენტმა უპასუხა:

“ამ კითხვაზე ჩემზე უკეთ ტერორისტები გიპასუხებენ. რუსული თვითმფრინავები მიზანში ზუსტად და ძლიერად ურტყამენ. რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების დარტყმა ტერორისტებმა სათანადოდ შეაფასეს და ათასობით გარბიან თურქეთში. ამაზე მიუთითებს სირიის არმიის მონაცემები და დაჭერილი რადიოსიგნალები”.

როგორც ასადმა რუს დეპუტატებს განუცხადა, “შეიძლება არსებობდეს განსხვავება სირიისა და უკრაინის კრიზისებს შორის, მაგრამ ორივე შემთხვევაში “არქიტექტორი” ერთია. ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები და უკრაინელი ნაციონალისტები ერთი ცენტრიდან იმართებიან”.

ასადმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში: “მზად ვარ, განვიხილოთ საკითხი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, მზად ვარ, ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები და, თუკი სირიელი ხალხი საჭიროდ ჩათვლის, მზად ვარ საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლადაც”.

რუსეთის ავიაციის დარტყმებმა “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე, როგორც ჩანს, დისონანსი შეიტანა აშშ-ის მოკავშირეების ურთიერთობაში. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ტონი ბლერმა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას ხელმძღვანელობდა 1997-2007 წლებში, ტელეარხ სი-ენ-ენისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2003 წელს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურობით კოალიციის ჯარების შეჭრა ერაყში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ჩამოყალიბების მთავარი მიზეზია.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელების კოალიციის ჯარები 2003 წლის გაზაფხულზე შეიჭრნენ ერაყში სადამ ჰუსეინის დამხობის მიზნით. ვაშინგტონმა ერაყის იმჟამინდელი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირსა და მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღის შექმნაში დაადანაშაულა, მაგრამ მოგვიანებით თვითონვე აღიარა, რომ ერაყში ასეთი იარაღი არ იყო.

“რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ მათ, ვინც სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხო 2003 წელს, არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა 2015 წელს შექმნილი ვითარების გამო. ბოდიშს ვიხდი, რომ ჩვენი სადაზვერვო მონაცემები არასწორი იყო, აგრეთვე, ბოდიშს ვიხდი ჩვენ მიერ დაგეგმვისას დაშვებული შეცდომებისა და იმ სიტუაციის გაუთვალისწინებლობის გამო, რომელიც შეიქმნა ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

ერაყის პრეზიდენტი 1979-2003 წლებში _ სადამ ჰუსეინი 2003 წლის აპრილში დაამხეს. ერაყის უზენაესმა სასამართლომ მას ბრალი წაუყენა 1982 წელს სოფელ ად-დუჯეილის 148 მცხოვრების დახოცვაში და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. განაჩენი კი 2006 წელს აღასრულეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here