Home რუბრიკები ბლოგი პეტიცია: ამერიკელები ობამას მოუწოდებენ დააბრუნოს 2009 წელს მიღებული ნობელის პრემია.

პეტიცია: ამერიკელები ობამას მოუწოდებენ დააბრუნოს 2009 წელს მიღებული ნობელის პრემია.

ამერიკელების აზრით, აშშ-ის პრეზიდენტი რომ ბარაქ ობამა ნობელის პრემიის მიღებას, რომელიც მას 2009 წელს გადაეცა, არ იმსახურებდა და მოუწოდებენ მას უარი თქვას აღნიშნულ ჯილდოზე. პეტიცია ამ მოწოდებით თეთრი სახლის საიტზე გამოჩნდა.

პეტიციაში დაგმობილია ობამას ადმინისტრაციის მიერ გატარებული პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, ასევე კრიტკის ქარ-ცეცხლშია გატარებული ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა, რომელსაც „რეჟიმების ცვლის“ პოლიტიკას უწოდებენ.

„ სირიის და ლიბიის დამანგრეველმა კონფლიქტებმა კიდევ მეტად გაართულეს ისედაც ნეგატიური და მძიმე მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. ამერიკელები უნდა მიესალმებოდნენ რუსეთის ძალისხმევას სირიასთან მიმართებაში, რომელიც ბომბავს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს და მათ პოზიციებს. ჩვენ არ უნდა ვერეოდეთ რუსეთის მოქმედებებში და მაქსიმალურად მოვერიდოთ აღნიშნულის პროპაგანდას, რათა მივცეთ რუსეთს საშუალება მიაღწიოს მშვიდობას რეგიონში. რეჟიმის შეცვლა და ერთდროულად „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება- ამ ორი მიზნის პარალელურ რეჟიმში მიღწევა შეუძლებელია, რადგან  ერთდროულად ორ ბატონს ვერ ემსახურები“,- აღნიშნულია პეტიციაში.

 „მილიონობით ადამიანი არის მოკლული და ამდენივე დევნილად ვაქციეთ. უკვე დადგა დრო, როცა პატიოსნად უნდა ვიმოქმედოთ და შევწყვიტოთ ეს ყველაფერი“,- წერენ ამერიკელები და მოუწოდებენ ობამას დააბრუნოს ნობელის პრემია.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here