Home რუბრიკები ისტორია ატომური პილოტი

ატომური პილოტი

745

სპეციალური ქვედანაყოფი 509 მუშაობდა და ცხოვრობდა მკაცრად გასაიდუმლოებულ პირობებში. თითოეულმა ჩვენგანმა კონტრდაზვერვის ფილტრში გაიარა და ყველას ცხოვრება დისტილირებული წყალივით სუფთა იყო. ითვლებოდა, რომ ჩვენ ფიქრადაც არ მოგვდიოდა, თუ რისთვის გვამზადებდნენ. გენერალმა გროვსმა _ ბებერმაჯიჯიმ” _ მკაცრი დასჯა იცოდა და ვაი მათ, ვინცუშიშროების წესებსდაარღვევდა.

სმითი შტაბის ახლომახლო დაყიალობდა და ცდილობდა, იშვიათად მოგვხვედროდა თვალში და, მაშასადამე _ ენაზეც.

ორი წის წინათ ამ დღეებისადმი მიძღვნილი ჰოლივუდის ფილმი ვნახე. ჩვენ მართლაც გვქონდა იმ დღეებში ასეთი ნევრასთენიული სახეები, როგორც მსახიობებს, რომლებიც “ენოლა გეის” პილოტების როლებს თამაშობდნენ, თუმცა იმიტომ არა, რომ მომავლის შიში გვქონდა. როგორც მახსოვს, სინდისი არც მე მაწუხებდა და არც დანარჩენებს. ყველაზე უფრო ნაკლებად ჰიროსიმაზე ვფიქრობდით. ჰოლივუდელი რეჟისორებისათვის ეს ცნობილი იყო. არ მესმის, რაში დასჭირდათ ჩვენი გამოყვანა მოვალეობის მსხვერპლად.

მაშინ ჩვენ მსხვერპლნი არ ვიყავით. ვმუშაობდით. ხოლო, რაც შეეხება იდეებს, მათზე შეიძლება კოუპლენდის სიტყვებით ვთქვათ: “არმიის ყველაზე მძლავრი იარაღი მისი იდეალებია, მაგრამ ამ სახის იარაღი, როგორც ყველა სხვა, ერის მიერ უნდა იყოს გამოჭედილი”.

ჩვენ ჯერ კიდევ გვქონდა იდეალები.

იმ ხანებში ჩვენ ჯერ კიდევ გულუბრყვილონი ვიყავით, გვიყვარდა ჩვენი წარსული _ წყნარი და სასიამოვნო; უსიამოვნო მოგონებები როგორღაც ამოვარდა მეხსიერებიდან. გვიყვარდა ჩვენი ცოლები, შვილები და დედები. სენტიმენტალურმა პოლ ტიბეტსმა თავის ბომბდამშენს დედის სახელი _ “ენოლა გეი” _ უწოდა. ჩარლზ რეინის ბიჭების ფანტაზია სამხედრო თემისაკენ იყო მიმართული და მათ თავიანთ მანქანას, დაბომბვის ასის _ პოდპოლკოვნიკ ბოკის ხსოვნის აღსანიშნავად, მეტსახელიბოკის ეკიპაჟიშეარქვეს. მათ ჯიბრზე ჩვენს “B-29”-სთრეით ფლეში” _ “სწორი ისარი” (“სთრეით ფლეშიპოკერში შეესაბამებაკოზირს”) ვუწოდე.

სინდისი?

არა, სინდისი არ გვაწუხებდა.

საკვირველია, მაგრამ პირველად იგი ფიზიკოსებს გაახსენდათ. მათ, ვინც შექმნეს ატომური დანადგარი.

მე წავიკითხე ლეო სცილარდის მოგონებებში: “ჩვენ შეძრწუნებულები ვფიქრობდით, თუ კიდევ რა საშიშ გეგმებს აწყობს ამერიკის მთავრობა, გეგმებს, რომლებიც სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული”. სცილარდი, ეს კაბინეტის თხუნელა, უვარგისი პოლიტიკოსი იყო. მაგრამ მაინც ის მიხვდა ყველაზე პირველი. როგორც უნდა ცუდად გარკვეულიყო პოლიტიკურ წვრილმანებში, მას შეგნებული ჰქონდა, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანდა. აგიტატორი გახდა. სადაც კი შეეძლო, ყველგან მომხრეებს იძენდა. ყველაფერი ეს იმით დამთავრდა, რომ ჩიკაგოს უნივერსიტეტში შეიქმნა კომისია, რომელშიც მსოფლიო სახელის მქონე მკვლევარები შედიოდნენ. მისი თავმჯდომარე იყო ნობელის პრემიის ლაურეატი ჯეიმს ფრენკი.

კომისიამ თეთრ სახლს მოხსენება წარუდგინა.

მიგვაჩნია, რომვალდებულნი ვართ, გირჩიოთ, არ გამოიყენოთ ნაადრევად ატომური ბომბი იაპონიაზე თავდასასხმელად. თუ ამერიკის შეერთებული შტატები პირველი დაატეხს თავს კაცობრიობას განადგურების ამ ბრმა იარაღს, ისინიდააჩქარებს გამალებულ შეიარაღებას”.

მეცნიერები, რომლებმაც ნობელის პრემიის ლაურეატ ჯეიმს ფრენკის მოხსენებას მოაწერეს ხელი, ისე ცნობილი იყვნენ, რომ სამხედროებმა ვერ გაბედეს, მათი დასკვნები მიეჩუმათებინათ. კოლოსალური სკანდალი მწიფდებოდა. გროვსისა და პოლკოვნიკ პაშის მიერ მიღებული წინასწარი ზომების მიუხედავად, მოხსენების იდეათა ექომ ბევრის ყურამდე მიაღწია.

სწორედ მაშინ მოავლინეს ქვეგანაყოფ 509-ში კონგრესმენი სმითი.

ფილმში ყველაფერია: მოტორების ხმაური, იდიოტიზმამდე დაძაბული სახეები, წარმატება და უიღბლობა. მასში მხოლოდ ერთი რამ არ არის _ კონგრესმენი სმითი, უსუსური ადამიანი ჯაშუშის შემპარავი მანერებით.

ერთხელ ჯომ უთხრა ჯგუფის მეთაურს:

_ სანამ ის აქაა, წარმატების იმედი ნუ გექნებათ, სერ.

მეთაურმა მხრები აიჩეჩა.

_ არ შემიძლია მისი გაგდება.

არ თქვა რატომ; ისედაც ნათელი იყო.

კონგრესს უკვე მაშინ აღარ სჯეროდა ჩვენი.

ჩვენ გვწამდა კონგრესისა.

იმდენად გვწამდა, რამდენადაც “რწმენა” მიესადაგება სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მანქანის გრძნობებს. ძალიან დიდხანს გვასწავლიდნენ კვლას და ჩვენივე მსგავსთა განადგურების წყურვილმა გამოდევნა ყველა სხვა სურვილი.

და მაინც, პოლიტიკოსებს ეჭვი ეპარებოდათ მექანიზმის საიმედოობაში. მანქანის გამოცვლა ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ჩვენი სწავლება გადასახადის გადამხდელებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. ამას გარდა, ახალი ეკიპაჟების მომზადებას დრო სჭირდებოდა, შეიძლება, ნახევარი წელიც. ამ დროისთვის კი ციმბირის დათვს კვანტუნის არმიისთვის ხერხემალი ექნებოდა გადამტვრეული და ატომური ბომბები გამოუყენებელი დაგვრჩებოდა.

ატომური ბომბები განსაზღვრავდნენ ჩვენს საგარეო პოლიტიკას.

წლების მანძილზე, მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე.

თეთრ სახლში ფიქრობდნენ მსოფლიოს ომის შემდგომ რუკაზე, რუსეთის მძლავრ არმიაზე, რომელმაც გაანადგურაათასწლიანირაიხი, და იმედს ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ამყარებდნენ.

ბომბები უნდა აფეთქებულიყო.

რადაც უნდა დამჯდარიყო.

სმითი კონგრესის უბრალო ემისარი არ იყო. იგი საიდუმლოობაზე, ავიაჯგუფის ოფიცერთა “კარგ ქცევაზე” იყო პასუხისმგებელი.

სმითი ჩვენთან ერთად ტინიანზე გადმობარგდა. ბიჭები რომ არ გაეღიზიანებინა, ხაკისფერი სამხედრო ფორმა სამოქალაქო თეთრი კოსტიუმით შეცვალა. ადვილი შესაძლებელია, ასე სიცხეების გამო მოიქცა _ მარიანის კუნძულებზე ივლისში სამხედრო კოსტიუმის ტარება არაჰიგიენური იყო, სმითი კი თავის ჯანმრთელობას ძალიან უფრთხილდებოდა.

როდესაც მას უთხრეს, ადგილობრივი ბრინჯი ფაღარათს იწვევსო, იგი მაშინვე კონსერვებზე გადავიდა.

ჩვენ ვჭამდით ბრინჯს და არაფერი გვაწუხებდა. ჯომ, უბრალოდ, გააცურა სმითი.

საღამოობით ჯო მხურვალედ ლოცულობდა, პალმის ხიდან მწიფე ქოქოსი ჩამოვარდნილიყო და სმითისთვის თავი გაეჭეჭყა. ქოქოსები ცვიოდა, მაგრამ “მიზანში” არ ხვდებოდა.

ჩვენ ვისვენებდით და ზანტად ვემალებოდით რეპორტიორებს, რომლებმაც ისეთი რაოდენობით მოიყარეს თავი, როგორიც მიკრონეზიას არ ახსოვდა მაგელანის მიერ მისი აღმოჩენის დღიდან.

“ენოლა გეი” კუნძულს ყოველდღიურად დასტრიალებდა თავზე. ჩვენთან ერთად დაფრინავდა ლოს-ალამოსელი ფიზიკოსი ალვარეცი. იგი ამოწმებდა თავის ხელსაწყოებს, რომლებიც “გალეულთან” ერთად უნდა ჩამოგვეყარა.

“გალეული” ჯერ არ ჩამოეტანათ ტინიანზე. 16 ივლისს სან-ფრანცისკოში იგი დატვირთეს ფლოტის ყველაზე სწრაფ კრეისერ “ინდიანაპოლისზე” და დასასვენებლად მიმავალი მილიონერივით კომფორტაბელურად გაამგზავრეს ოკეანის გაღმა. “გალეულს” თავისი კაიუტა და მსახურები ჰყავდა.

საღამოობით მოწყენილები ჰამაკებში ვიწექით. ყველანი რაღაც ფხუკიანები გახდნენ. საუბარი გადაჭარბებულად ზრდილობიან ტონში მიმდინარეობდა, რომლის მიღმაც იმალებოდა შეკავებული სიბრაზე. ჯო ახერხებდა ყოველ საღამოს დამთვრალიყო, ამიტომ მას რეპორტიორებსა და სმითს ვუმალავდით.

ყველა რაღაცას ელოდებოდა და ესრაღაცაცმოხდა. “ინდიანაპოლისმაგადმოტვირთაგალეულიდა შტატებისკენ გაბრუნდა. მეორე დღეს, 30 ივლისს, იგი დაატორპედა იაპონურმა წყალქვეშა ნავმა. მაშველებმა 1196 კაციდან ცოცხალი მხოლოდ 316 კაცი ამოიყვანეს.

_ ნახევარზე მეტი შიშისაგან შეიშალა, _ თქვა ჯომ.

ის არ შემცდარა.

ბომბი ჯერ არ აფეთქებულიყო და უკვე მსხვერპლს მოითხოვდა. “ინდიანაპოლისისეკიპაჟის წევრები პირველები არ იყვნენ. სიკვდილის ანგარიში გახსნა ოპენჰეიმერის საყვარელმა ჯეინ ტეტლოკმა. ორმოცდაოთხში მან თავი მოიკლა, არავინ იცოდა _ რატომ.

ატომური ბომბი ჯერ არ დაბადებულიყო, რომ უბედურების მოტანა დაიწყო. ოპენჰეიმერის უახლოესი მეგობარი, პროფესორი ჰაკონ შევალიე პოლკოვნიკ პაშის მოთხოვნით თანამდებობიდან გადააყენეს. პაშმა ეჭვი მიიტანა, რომ იგი ფარული კომუნისტი იყო. ოპენჰეიმერს შეეძლო შევალიეს გადარჩენა, მაგრამ ეს არ გააკეთა და შევალიე შტატებიდან გაასახლეს.

თვითონ ოპენჰეიმერსაც ცოტა მეტად თუ გაუმართლდა, ორმოცდათოთხმეტში საბოლოოდ გაიფუჭა კარიერა. პაშის უფროსმებმა ატომური ბომბის “მამამდეც” მიაღწიეს და იგი ბრალდებულის სკამზე დასვეს.

ჯოჯოხეთის ბომბი მსხვერპლს მოითხოვდა!

ერთ-ერთი მსხვერპლთაგანი დედაჩემი იყო; ჩემმა “გმირობამ” მას ბოლო მოუღო. ნაგასაკის ატომური დაბომბვის შემდეგ ჩვენ როჯერ ფილდის აეროდრომზე, დავჯექით სან-ფრანცისკოს ახლოს. მეკავშირეებმა დეპეშა გადმომცეს: დედაჩემი მომკვდარიყო.

“ხიროსიმა შურისძიებას იწყებს _ გავიფიქრე მე _ ჩვენ ყველაფრისათვის მოგვეზღვება”.

დედაჩემი მხოლოდ ერთ-ერთი იყო უამრავ მსხვერპლს შორის.

მას სხვები მიჰყვნენ.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here