Home რუბრიკები საზოგადოება გეორგიევსკის ახალი ტრაქტატი რუსეთთან _ საქართველოს გადასარჩენად და გასამთლიანებლად

გეორგიევსკის ახალი ტრაქტატი რუსეთთან _ საქართველოს გადასარჩენად და გასამთლიანებლად

1042

წერილის სათაური მავანთა აფორიაქებააკრიახებას გამოიწვევს; კრემლის აგენტობას, მეხუთე კოლონის წევრობას დამაბრალებენ. აგენტი მართლაც ვარ, მაგრამ არა კრემლის, რომელმაც ჩემი არსებობა  კი არ იცის, არამედ საქართველოსი, რომელსაც მეტყველება არ შეუძლია და იტანჯება; მის გასაჭირს, მის სათქმელს მე ვახმიანებ და განსასჯელად და დასკვნის გამოსატანად საქართველოს მოსახლეობის წინაშე გამომაქვს. დიახ, ვიწვევ ცეცხლს იმ ადამიანებისაგან, რომლებიც აშშის გრანტიჭამიებად იქცნენ და სამშობლოს ინტერესები, ეროვნულობა, ღირსება, სუვერენიტეტი თუ მართლმადიდებლური სულიერება დოლარებზე გადაცვალეს და მოქმედებენ პრინციპით: სჯობს დოლარების მოხვეჭა ყოველგვარ მოსახვეჭელსა. ისტორია განსჯის, ჩვენ შორის ვინ არის მართალი და ვინ _ ცდება.

ბოლო 25 წლის განმავლობაში, მსოფლიოში დატრიალებული ქარტეხილების შედეგად, საქართველოს შიგნით თუ მის გარშემო მოვლენები ისე განვითარდა, რომ ქვეყნის გადასარჩენად, პერსპექტივაში ტერიტორიული გამთლიანებისთვის, მართლმადიდებლური სულიერების შენარჩუნება-განმტკიცებისთვის ლოგიკურ აუცილებლად იქცა რუსეთთან გეორგიევსკის ახალი ტრაქტატის ახალი შინაარსით გაფორმება, როგორც ჩარჩო ხელშეკრულება მეგობრობის, ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ; ამასთანავე, გათვალისწინებული იქნება საქართველოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემა.

გეორგიევსკის ახალმა ტრაქტატმა რუსეთთან ის ხელშეკრულება უნდა მოგვაგონოს, რომელიც საბჭოთა კავშირთან ომის დამთავრებიდან ოთხი წლის შემდეგ, 1948 წელს, ფინეთის გეოპოლიტიკურად მოაზროვნე პრეზიდენტმა იუჰო კუსტი პაასიკივიმ გააფორმა სამხედრო ბლოკებში გაერთიანებაზე უარის თქმით. ამით ფინეთმა რუსეთის ნდობა და პატივისცემა მოიპოვა, რაც დღესაც გრძელდება.

მე, 85 წელს გადაცილებული ისტორიკოსპოლიტოლოგი, დაჟინებით ვითხოვ, რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და მეგობრობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებაც გავაფორმოთ. ეს არის არა ჩემი სუბიექტური ახირება, არამედ ობიექტურად ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური კანონზომიერება, დაჟინებული მოთხოვნა საქართველოსი, რომელიც იტანჯება უღირსი და მოღალატე ხელისუფალთა გეოპოლიტიკური სიბრმავის გამო.

თუ ერეკლე მეფის პერიოდში თურქეთი და ირანი გადაყლაპვით გვემუქრებოდა, დღეს ანალოგიური საფრთხე აშშდასავლეთიდან მოდის. აშშ არაფრად უღირს, არ აინტერესებს ჩვენი კულტურა, ეროვნულობა და ტრადიციები. ამას მისი ხელმძღვანელები თავხედურად და დაუფარავად გვეუბნებიან. აშშ თავისი ცხოვრების წესს, თავის ენას, მართლმადიდებლობისთვის ყოვლად მიუღებელ პედერასტულ ტრაკოკრატიას თავზე დაჟინებით გვახვევს. ბოდიში, მაგრამ სოდომიას, გარყვნილებააღვირახსნილობას, რომლითაც დღეს აშშ გვემუქრება, სხვა სახელს ვერ დავარქმევ. ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლებას მსოფლიოში დავაკანონებთო, _ უსირცხვილოდ ამბობენ აშშის მმართველი წრეები.

თუ მე-18 საუკუნეში ქართველებს საზარბაზნე ხორცად ირანი გვიყენებდა აჯანყებული ავღანელების წინააღმდეგ, განა დღეს აშშ იმავეს არ გვიკეთებს და ისიც ავღანეთში? იქ ქართველი ვაჟკაცები მსოფლიოს ამერიკულად გლობალიზების ვერაგულ მიზნებს ეწირებიან და არა საქართველოს დაცვაგადარჩენას, ასე უსირცხვილოდ რომ ცრუობენ ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი, დავით ბაქრაძე, სააკაშვილი და სხვები. ცინიზმია, სასაცილოა, თანაც სატირალი იმის მტკიცება, რომ თითქოს ქართველები ავღანეთში სამშობლოს ვიცავთ.

გეორგიევსკის 1873 წლის ტრაქტატის საფუძველზე რუსეთთან დაკავშირების ერთერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო ის, რომ, როგორც ერის მამად აღიარებული ილია მართალი ამბობდა, ჩვენ სამი რამ შევინარჩუნეთ _ ენა, მამული, სარწმუნოება, .., გამუსლიმანებას გადავურჩით.

დღეს კი, აშშ-დასავლეთის უხეში და თავხედური ზეწოლის შედეგად, ბედშავი საქართველო დოლარებზე გაყიდულმა უღირსმა და მოღალატე შვილებმა, ისეთ კრიტიკულ მიჯნამდე მიიყვანეს, რომ კვლავ საფრთხის წინაშე დადგა ენის, მამულის, სარწმუნოების შენარჩუნება. სწორედ ამიტომ ერთადერთი ხსნა არის გეორგიევსკის ახალი ტრაქტატის გაფორმება დიდ მეზობელ რუსეთთან. საქართველოს გადარჩენა-გამთლიანების გასაღები მხოლოდ მოსკოვშია; მივწვდეთ ამ გასაღებს, რაც შეიძლება, მალე.

დაღუპვის პირას მიყვანილი საქართველო ჭეშმარიტ მამულიშვილთა ერთ მუჭად შეკვრას, ეროვნულ-პატრიოტული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების ფართო კოალიციად გაერთიანებას ითხოვს. ასეთი კოალიციის საგარეო-პოლიტიკური მოქმედების მთავარი დევიზი უნდა იყოს: არა _ ნატოს! კი _ სამხედრო ნეიტრალიტეტის ფინურ ვარიანტს!

რუსეთს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ იქნება საქართველოს ასეთი ნეიტრალიტეტის გარანტი.

დიახ, დღეს რუსეთი ნამდვილად არის ოკუპანტი, მაგრამ რუსეთს საქართველოს ოკუპაციისკენ ქართველი ხალხის, მისი ვაილიდერების ბედოვლათობამ უბიძგა; აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩვენ ჯერ კიდევ 1988-89 წლების შესაყარზე დავკარგეთ. 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის ლოზუნგებით _ “რუსო, წაეთრიე”, “ოკუპანტო” და მისთანებით _ საძირკველი ჩავუყარეთ ანტირუსულ ცივ ომს, ზიზღსა და სიძულვილს რუსეთისა და რუსი ხალხის მიმართთ; გამოვავლინეთ უკიდურესი უმადურობა, ხაზი გადავუსვით ისტორიულ მემკვიდრეობა-მეხსიერებას და ეს მაშინ, როცა სსრ კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა, მაგრამ დასავლეთის მიერ მოსყიდულ მოღალატეებს, გორბაჩოვის თავკაცობით, დანგრევის პირას ჰყავდათ მიყვანილი.

9 აპრილის მიტინგმა, სსრ კავშირი კი არა, საქართველო დაშალა. აფხაზები, ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ხალხები 9 აპრილს ქართველებს გვერდით რომ არ დაგვიდგნენ, ამან რატომ არ დაგვაფიქრა?

9 აპრილის მკვეთრად გამოხატულმა ანტირუსულმა ლოზუნგებმა ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა რუსი საზოგადოების ცნობიერებაზე, ამ საქციელით ცივი ომის დაყოვნებული მოქმედების ნაღმი ჩავდეთ ჩვენს ურთიერთობაში. სამწუხაროდ, ბედოვლათი ხელისუფლებების ძალისხმევით ეს ნაღმი დღესაც მოქმედებს. აშშ-ის მიერ მოსყიდული ხელისუფალნი კი განაღმვაზე არც ფიქრობენ. შემთხვევითი როდი იყო, 9 აპრილის მიტინგიდან რამდენიმე თვის შემდეგ მწერალთა ბოლო საკავშირო ყრილობაზე რუსმა მწერლებმა ქართველები ავადმყოფ ერად რომ მოიხსენიეს. ძალზე მტკივნეული იყო ქართველებისათვის ამის მოსმენა, მაგრამ… გავიდა კიდევ ორი წელი და ჩეჩნების წაქეზება დავიწყეთ რუსების წინააღმდეგ _ რუსეთს გამოეყავით და კავკასიური სახლი ავაგოთო. განა ამას რუსეთი გვაპატიებდა? რუსეთთან თავიდანვე კარგი ურთიერთობა რომ შეგვენარჩუნებია, ფილოსოფიურად რომ გვეაზროვნა, ჰეგელის დიალექტიკის საფუძველზე მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კანონზომიერება სახელმძღვანელოდ გაგვეხადა, რუსეთი ჩვენი მოკავშირე-დამხმარის როლში ჩაგვეყენებინა, სეპარატისტები ვეღარ გაიხარებდნენ და აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში დარჩებოდა.

იმის ნაცვლად, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობის აღდგენაზე გვეზრუნა, დაგვეძლია აფხაზებთან და ოსებთან გაუცხოების დამღუპველი სენი, დაგვემყარებინა მათთან საქმიანი კონტაქტი, მოხდა პირიქით _ ჩვენს ხელისუფალთ მხარი ეცვალათ: დაიწყეს ქაჩვა აშშ-ნატოსაკენ და ამით რუსეთის ოკუპანტური მადა კიდევ უფრო გააძლიერეს.

ჩვენ, ქართველებმა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ვერაფერი ვისწავლეთ, დასკვნები ვერა და ვერ გამოვიტანეთ და “ნატო მინდა”-ს გაუთავებელი ქაქანით რუსეთსაც გაუთავებლად ვაღიზიანებთ; ხოლო რა შედეგები მოაქვს ასეთ გაღიზიანებას, ყველასთვის ცხადია. რუსეთი თავის უშუალო სამეზობლოში ნატოს პარპაშს რომ არ დაუშვებს, ეს რეალობა საქართველოს ხელისუფლებამ ვერა და ვერ შეიგნო; ვერც შეიგნებს, რადგან ამერიკული დოლარების ზემოქმედებით, გეოპოლიტიკური სიბრმავის სენით ისე მძიმედაა დასნეულებული, რომ ვაინაციონალ ოპოზიციასთან ერთად, საქართველო, სამხრეთ კავკასიაში კი არა, ბისკაის ყურეში ჰგონია _ ესპანეთ-საფრანგეთის სამეზობლოში.

დოლარებით მოსყიდულმა აშშ-ის “ძაღლისშვილმა” სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ცხინვალში წამოწყებული ომით დამწვარზე მდუღარე დაასხა და რუსეთს ოკუპანტობისკენ უბიძგა. ცხინვალში გაეროს ეგიდით მდგარი რუსი მშვიდობისმყოფელები რომ დახოცა, მათი დედები რომ აატირა, ამას რუსეთი გვაპატიებდა? აშშ-მა 2008 წლის თებერვალში სერბეთისთვის წაგლეჯილი კოსოვო დამოუკიდებლად გამოაცხადა და იქ, ევროპაში, უდიდესი სამხედრო ბაზა მოაწყო 7200 სამხედრო მოსამსახურით, ამის საპასუხოდ რუსეთმა იმავე წლის სექტემბერში ერთბაშად ორი რეგიონის _ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა ცნო, იქ თავისი სამხედროები შეიყვანა და კვლავ ოკუპანტად მოგვევლინა. ვინ უბიძგა ასეთი ნაბიჯისკენ? რა თქმა უნდა, აშშ-ის დახმარების იმედით გაბრიყვებულმა, გეოპოლიტიკურად დაბრმავებულმა სააკაშვილმა.

დასკვნა: რუსეთის ოკუპანტური ამბიციების გაღვივებაგაძლიერებაში დიდი წვლილი ჩვენ შევიტანეთ, უფრო ზუსტად, შეგვატანინა თავისი საქმეების ყოველთვის სხვისი ხელით აღსრულების დიდოსტატმა ამერიკამ.

აგვისტოს ომის შემდეგ ანტირუსულ ისტერიკას სულ უფრო ვაღრმავებთ, “ნატო მინდა”-ს ქაქანს ბოლო არ უჩანს. ვერაფრით გავიგეთ, რომ აშშ-დასავლეთი აბუჩად გვიგდებს, დაგვცინის, რაღაც რეზოლუციებით გვკვებავს.

დღეს ვაშინგტონი, სტრასბურგი, ბრიუსელი თუ ვენეციის კომისია ბედშავ საქართველოს ისე აბურთავებენ ხელიდან ხელში, როგორც დიასახლისი მჭადის ცომს კეცზე დაკვრის წინ.

ბოლო ხანს თვით რუსეთის პრეზიდენტმა გამოხატა საქართველოს ხელისუფლებასთან დალაპარაკების მზადყოფნა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ისე მყარადაა მოქცეული აშშ-დასავლეთის კლანჭებში, რომ ხმის ამოღებას ვერ ბედავს:

* თავის დროზე რუსეთთან ჩარჩო ხელშეკრულების დადება აშშის იმჟამინდელმა ელჩმა რიჩარდ მაილსმა ჩაგვიშალა;

* სომხეთში ვიზიტისას ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მზადყოფნა გამოხატა, მაგრამ საქართველოსთვის ეს უაღრესად სასარგებლო საქმე აშშ-მა დაბლოკა, რადგან მის ინტერესებს ეწინააღმდეგება;

* წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ბიძინა ივანიშვილი გორელებს დაჰპირდა, სტალინის ძეგლს თავის ადგილზე დავაბრუნებთო, მაგრამ აშკარა ტყუილი გამოუვიდა, რადგან ისევ აშშდასავლეთმა დაუშალა;

* ბიძინა ივანიშვილმა სიმართლე თქვა, ომი ცხინვალში ქართულმა მხარემ წამოიწყო, მაგრამ ეს ჭეშმარიტება აშშ-ის ელჩმა დაუბლოკა და ბატონი ბიძინაც დადუმდა.

რომელი ერთი ჩამოვთვალო? წყეული კოაბიტაციაც ხომ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მოგვახვია თავს? თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელიც ხომ მისი ინიციატივით დაინიშნა?

დასკვნა: საქართველო არ არის სუვერენული ქვეყანა; მის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას აშშდასავლეთი განსაზღვრავს. ნაცვლად იმისა, რომ გონივრული ნაბიჯებით შევაჩეროთ საოკუპაციო პროცესები, რომელსაც რუსეთი განაგრძობს, დავიწყოთ მისგან შემოთავაზებული მაღალი დონის შეხვედრები, ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთის გაღიზიანებას კვლავაც განაგრძობს. უკვე 25 წელია, აშშ-დასავლეთისაკენ ავიღეთ გეზი და მათ ინტერესებს მონურად ვემსახურებით, კოლონიად გვაქციეს. სანაცვლოდ რა მივიღეთ? სახალხო მეურნეობის ნგრევა, ფაბრიკა-ქარხნების ჯართად ქცევა, ათიათასობით ჩვენი შვილების მსხვერპლად შეწირვა, ტრაგედიებისა და კატასტროფების სერია, რომელთა აღწერას მრავალი ტომი დასჭირდება. უბედურება არის ის, რომ ვერა და ვერ დავადექით ტაძრისკენ მიმავალ გზას და დაჟინებით მივილტვით უფსკრულისკენ.

25-წლიანმა პოლიტიკურმა პრაქტიკამ, ტრაგედიებმა ჭკუა ვეღარ უნდა გვასწავლოს? ვეღარ უნდა გავიგოთ, რომ რუსეთი თავის საზღვრებთან მისდამი მტრულად განწყობილ ნატოს რომ არ დაუშვებს? თუ ეს ჭეშმარიტება სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეიმეცნეს, ჩვენ რამ დაგვაბრმავა?

ხალხო და ხელისუფალნო! თქვენი თვალების ასახელად, სააზროვნოდ და დასაფიქრებლად, შემდეგ _ დასკვნის გამოსატანად, გთავაზობთ, წაიკითხოთ მასალა, რომელიც პოპულარულმა გაზეთმა “არგუმენტი ი ფაქტი”-მ კოლაჟის სახით ამა წლის მე-12 ნომერში გამოაქვეყნა.

ეს კოლაჟი გაზეთის მთავარ მხატვარს _ ანდრეი დოროფეევს ეკუთვნის, ხოლო გააავრცელა სააგენტო “როიტერმა”. კაცმა რომ თქვას, კოლაჟს კომენტარიც კი არ სჭირდება _ ყველაფერი ნათელი და გასაგებია. “მტერი კარიბჭესთან?” და ქვევით: “რატომ არ შეიძლება დავუშვათ ნატო ჩვენს საზღვრებთან”. გაზეთის მე-6 გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ამ კითხვაზე ამომწორავ პასუხს მიიღებთ; იმედია, ჩემი ოპონენტები გაეცნობიან.

შეიძლება, მავანმა ბრალი დამდოს _ ეს ქუთაისელი პოლიტოლოგი სსრ კავშირის აღდგენას გვიკიჟინებსო; არა, ბატონებო, იმ ფორმითა და შინაარსით სსრ კავშირს არავინ აღადგენს, რადგან რუსეთში დღეს სულ სხვა მოსაზრებაა გაბატონებული, რომელიც ორი წლის წინათ ცნობილმა პოლიტოლოგ-სოციოლოგმა პროფესორმა ალექსანდრე სევასტიანოვმა საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე წარმოთქვა. ციტატას თარგმნის გარეშე მოვიყვან: „Ни Советский Союз, ни его ядро-Советская Рос­сия не были ни госу­дарс­твом русских, ни госуда­рс­твом для русских. А если уж говорить правду до конца, был антирусским государст­вом, в котором русским от­водилась лишь роль приро­дного ресурса, строитель­н­ого материала… пушечного мяса, бесправного донора — ис­точника средств для про­цветания цент­ральной вла­сти и многих иных народов страны…“ („Литературная га­зета“, 12, 2013 г., стр. 3).

მიმაჩნია, რომ რუსი პროფესორის მსჯელობაში არის ჭეშმარიტების მარცვლები; ამაში ანალიტიკურად მოაზროვნე 60-70 წელს გადაშორებული ჩემი კოლეგები ნამდვილად დამეთანხმებიან. ბუნებრივია, ჩვენი ახალგაზრდობისათვის, რომელსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია, რუსი პროფესორის ნათქვამის სიმართლე დაუჯერებელი იქნება.

დღევანდელ სასკოლო სახელმძღვანელოებში, განსაკუთრებით _ ისტორიის, მიზანმიმართულად ეწევიან საბჭოთა პერიოდის საქართველოს ცხოვრების ფალსიფიცირებას ან კიდევ ამჯობინებენ, არაფერი თქვან და აშშდასავლეთის რეცეპტებით მიზანმიმართულად ურეცხავენ ტვინს ახალგაზრდობას.

ისევ მთავარ საკითხს დავუბრუნდები, პატივცემულო მკითხველო: დღეს საქართველო ტრაგიკულ მდგომარეობაშია; ყოველი დღე და საათი ჩვენს საზიანოდ მუშაობს. მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გათვლებით გამომაქვს დასკვნა: თუ კვლავ განვაგრძობთ აშშ-დასავლეთის მონობას, საქართველო, როგორც ქართველი ერის სახელმწიფო, საპნის ბუშტივით გაქრება: ხალხნო და ხელისუფალნო! შეწყვიტეთ აშშ-დასავლეთის ლაქუცი; უარი თქვით ქვეყანაში ნატოს საწვრთნელი სტრუქტურების განლაგებაზე; ნუ აღიზიანებთ რუსეთს ევროკავშირთან მიტმასნებით; ჯერ ამ კავშირის წევრი არ ხართ და მისი დროშებით კაბინეტ-ოფისები გადაალურჯეთ, ბარემ ტუალეტშიც გამოფინეთ. შეჩერდით! წინააღმდეგ შემთხვევაში, იცოდეთ, რუსეთი რეაგირების გარეშე არაფერს ტოვებს და სავალალო შედეგებს მოვიმკით.

 საქართველოს მიმართ რუსეთის მკვეთრი გაღიზიანების მიზეზი იყო და დღემდე რჩება ისტორიული მემკვიდრეობამეხსიერების სრული უარყოფა და არნახული უმადურობა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და მის მიერ გაბრიყვებული ხალხის დიდი ნაწილი რუსეთის მისამართით ავლენს. ცხადია, რუსეთი უმადურობას არ გვაპატიებს და ამის გამო გვსჯის კიდეც.

ოპონენტებს შევახსენებ, რომ ერეკლე მეფის ძალისხმევის შედეგად გეორგიევსკის ტრაქტატში შეტანილ იქნა მუხლი, რომელიც თხოვდა რუსეთს, დახმარებოდა ქართველ ხალხს მტრების მიერ მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნებაში. ტრაქტატის სხვა მუხლებისგან განსხვავებით, მეფის რუსეთმა ეს თხოვნა წარმატებით შეასრულა. რა თქმა უნდა, არა ქართველთა სიყვარულის გამო, არამედ თავისი იმპერიული მიზნისთვის _ სამხრეთ კავკასიაში მტკიცედ დამკვიდრებისთვის, მაგრამ ერეკლე მეფის სანუკვარი ოცნებაც ხომ აღასრულა? მე-19 საუკუნის პირველი წლებიდან, ვიდრე 1878 წლამდე, სხვადასხვა დროს, რუსეთმა მხოლოდ თურქეთის წინააღმდეგ ოთხი ძნელი ომი გამართა და ყოველთვის გაიმარჯვა. ამ ომებში მამაცურად იბრძოდნენ ქართველი მეომრებიც _ ოფიცრები და გენერლები. რუსი და ქართველი მეომრების ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს დაუბრუნდა ოსმალ-თურქთა მიერ მიტაცებული შავიზღვისპირეთი, თურქულ საფაშოდ ქცეული ახალციხე-ახალქალაქის მხარე და აჭარა ბათუმითურთ. ამ ომებმა, ქართველებთან ერთად, ათი ათასობით რუსი მეომრის, ოფიცრისა და გენერლის სიცოცხლე შეიწირა. აჭარა-ბათუმის დაბრუნებას, რომელიც სამი საუკუნე თურქეთის მფლობელობაში იყო, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ქართველი საზოგადოება დიდი პათოსითა და შემართებით შეეგება. აჭარაში გაავრცელეს იაკობ გოგებაშვილის ახალგამოცემული “დედა ენა”, რაშიც ქართველებს რუსული ადმინისტრაცია დაეხმარა. რუსეთის არმიაში გამოიჭედა ქართველ ოფიცერთა და გენერალთა მთელი პლეადა, რომელიც შემდეგში წინამძღოლობდა არა მხოლოდ ქართველ, არამედ რუს მეომრებსაც იმპერიის უკიდეგანო სივრცეში.

ჩვენ, ქართველებმა, კი რა გავაკეთეთ? _ ყველაფერი დავიწყებას მივეცით, უმადურობის კლასიკური მაგალითი ვუჩვენეთ; რუსი ხალხის სისხლით დაბრუნებულ აჭარაში დღეს თურქებს ვათარეშებთ; თავდავიწყებით ვეტრფით პედერასტულ აშშნატოს; რუსეთი ყველაფერ ამას კარგად ხედავს და, ბუნებრივია, ჩვენ მიმართ ოკუპანტური მადა უძლიერდება. ჩვენ კი, რასაც ვთესავთ, იმასვე ვიმკით. ბოლო 25 წლის განმავლობაში საშინლად დავამახინჯეთ ისტორია და განსაკუთრებით _ საქართველოს ისტორია; ვეწევით ახალგაზრდა თაობის ტვინების გამორეცხვას.

დღეს საქართველოს ჟამი ხსნისა დაუდგა. ბატონო ოპონენტებო, აშშ-ის გრანტიჭამიებო, ამჯერად ქარიბდა აშშ-დასავლეთია, რომელიც გვემუქრება სრული ჩაყლაპვით, რუსეთი კი სცილაა; სხვა არჩევანი არ გვაქვს და ისევ რუსეთს უნდა მივენდოთ; ამით, როგორც ზემოთ ილია მართალი დავიმოწმე, ენას, მამულს, სარწმუნოებას გადავარჩენთ და პერსპექტივაში ქვეყანასაც გავამთლიანებთ.

კარგა ხნის წინათ საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა ქართული წარმოშობის უმაღლესი რანგის ამერიკელმა გენერალმა ჯონ მალხაზ შალიკაშვილმა გვითხრა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთთან კარგი ურთიერთობით დაიბრუნებთო. მეც ასე ვფიქრობ, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ამ პრობლემის გადაწყვეტა ძალზე გართულდა. რუსეთის ნდობის მოპოვება და მასთან სტაბილურად კარგი ურთიერთობის დამყარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ კონსტიტუციურად დავაკანონებთ უარს წყეულ ნატოსა და ევროკავშირზე, მოვაშორებთ ოფისებსა თუ კაბინეტებს ევროკავშირის ლურჯ დროშებს; წინასწარი პირობების წაყენების გარეშე, ჩვენი ინიციატივით აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას და მყარად შევბრუნდებით რუსეთისკენ. ბევრჯერ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ: უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ფინეთის დიდად გამოცდილი, გეოპოლიტიკურად მოაზროვნე პრეზიდენტი პაასიკივი. ფინეთს უნდა მიბაძოს საქართველომ და ჩვენი ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტი რუსეთი იქნება.

მაგრამქოცნაცურიპარლამენტი და ხელისუფლება, რომლებიც აშშდასავლეთის კლანჭებში არიან მოქცეულნი, ვერ იტყვიან უარს წყეულ ნატოზე, ვერც ევროკავშირზე, ვერც ლესბოსურპედერასტულ ფასეულობებზე, რომლებსაც დაჟინებით გვახვევენ თავს.

იმედი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა დავამყაროთ, ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ პატრიოტული ძალები, რომლებიც გადაჭრით იტყვიან უარს ნატოში გაერთიანებაზე და ამ უარს კონსტიტუციურად დააკანონებენ. უნდა გამოჩნდეს ქართველი პაასიკივიც _ იგი ჰაერივით სჭირდება საქართველოს; სულერთია, ქალი იქნება თუ მამაკაცი. უნდა ვიცოდეთ, რომ საგარეო-პოლიტიკური კურსის რადიკალური შეცვლა და რუსეთისკენ ორიენტაცია არ იქნება უმტკივნეულო პროცესი. აშშ-ს ნაყიდი აქვს საქართველო მილიარდობით დოლარის საფასურად და მას იოლად როდი დათმობს. საქართველოს მოუწევს აშშ-ისაგან თავის გამოსყიდვა. ეს უნდა მოხდეს სააკაშვილისა და მისი ვაინაციონალების ხარჯზე, რომლებსაც მილიარდები აქვთ მითვისებული. არც ის იქნება გამორიცხული, რომ თვით ბიძინა ივანიშვილმაც გაიღოს 4-5 მილიარდი, თუ სურს, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეროვნულ მოღვაწედ შევიდეს.

აქედანვე ვემზადოთ ძალების გასაერთიანებლად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად და ქართველი ხალხის თვითგვემის საშინელი პროცესის დასასრულებლად.

გივი გურეშიძე,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი

1 COMMENT

  1. ტექსტიასეთი საინტერესო და რეალური აზრი 25 წელია აღარსად წამიკითხავს იმედი მააქვს ქართველი ხალხი ყურად იღებს ამ შემოთავაზებას ხალხო გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ ამ აზრს უფალმა დაგლოცოთ ბატონო გივი,ძალიან მიკვირს ამ სტატიას რომ გამოხმაურება არ ააქვს

  2. gavecani ra am statias mimachnia rom dzalze chkvianura d aris gashukebuli is procesebi rac sakartveloshi mimdinareobs, analogiuri azrisa var piradad mec.samarcxvinoa ,rom is chinovnikebi romeltac umaglesi xelisupleba upkriat xelt,ertmanetis dasabesgeblad da sakitxis gadasackvetad amerikas garbian,elementaruli tavmokvareoba ar gaachnit, moxele rom danishnon amerikis elch unda sheutanxmon, imas kiar ras ambobs xalxi,gvamunateben vigac tvingarecxilma evropelma da amerikelma ase tkvao, sakutari azri ar gaachniat. turme amerika chvens axalgazrdebs avganetshi rom mierekeba sakartvelos icaveno gveubnebian.tu tviton gonebadaxshulni arian ,ratom goniat sxvac ase? tavis shvilebi gaushvan.natosken da evropisken mivdivarto, sasaciloa .ugnurebo 25 celia amas idzaxit kidev ramden xans gindat idzaxot.chveni ertaderti gza midis didi rusetisaken,es asec ikneba,aucileblad.

  3. ვბედავ და ჩემს თავზე ვიღებ ყველა ქართულად მოაზროვნე ადამიანების მაგივრად მადლობა გამოგიცხადო ბატონო გივი. მადლობა უფალს, რომ კიდევ გვყავს თქვენაირი მამულიშვილი და ისევ თქვენაირი მოღვაწე მამულიშვილები ღვთის შეწევნით გაამთლიანებს ჩვენს ბედკრულ საქართველოს და დააყენებს სწორ გზაზე. და თქვენაირის წყალობით იქნებ სიბერის წლებში მაინც ვეღირსო დაბრუნება ჩემს საყვარელ გაგრაში. დღემდე 23 წელი ჩემს და ჩმნაირ ბევრ აფხაზეთიდან დევნილებზე აფხაზეთის ომი არ დამთავრებულა, რადგა ჩვენს სათქყვანო საქართველოში ადგილი ვერ მოგვინახეს ქართველებს, რომ დავესახლებინეთ და ქუჩაში არ გვეწანწალა 23 წელი. რა თქმა უნდა ჩვენ რომ დაგვაბინაონ, მერე ამერიკიდან გამოგზავნილ დოლარებს ვეღარ მიიღებენ. ამით ხელს უწყობენ ჩვენს გენოციდს, რადგან უსახლკაროდ დარჩენილი, რომელი ახალგაზრდა იფიქრებს ოჯახის შექმნას? კიდევ ერთხელ გიხდით გულწრფელ მადლობას. გფარავდეთ უფალი!

  4. ჩვემ გვყავს ჩვენი ქართველი პაასიკივი-ალექსანდრე ჭაჭია.ეს კაცი უნდა ჩამოვიყვანოთ რუსეთიდან და გავაპრეზიდენტოთ.პრემიერ მინისტრად კი ლევნ ვასაძე დავსვათ.მე თუ მკითხავთ პარლამენტი საერთოდ არ გვჭირდება,მაგრამ თუ მაინც და მინც საჭიროა,პარლამენტის თავჯდომარეც გამოინახება.თუნდაც ჯონდი ბაღათურია,ან მამუკა არეშიძე ან სხვაც გამოჩნდება ვინმე ჭკვიანი პატრიოტი

  5. 2 შეკითხვა მაქვს რა გარანტია გვაქვს რომ რუსეთი დადებულ ხელშეკრულებას შეასრულებს რამდენჯერ დაარღვია აფხაზეთის ომის დროს შეთანხმება -ხელშეკრულება და ეხლაც არღვევს2008 წლის მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებას (ჯარი არ დააბრუნა ომამდელ საზღვარზე ,ეს შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო) და მეორე რუსეთი დღეს ის რუსეთი აღარ არი კომუნისტების დროს რომ იყო და ვინმეს გონია რომ თავის რესურსებს უფასოდ და უსადყიდლოდ მოგვართმევს?

  6. ძალიან დამაფრთხობელი სათაური აქვს… ისე კი ძალიან რაციონალური მოსაზრებებია… მოსაზრებები, რომლებიც ძალიან აკლია და ძალიან სჭირდება ჩვენს საზოგადოებას…

  7. ერთი ფაქტია რომ მსოფლიო იცვლება და ჩვენც შესაბამისი მიმართულება უნდა ავირჩიოთ რათა გადავრჩეთ. დღევანდელ მოახლოებულ გლობალურ ომის წინ უნდა ავირჩოიოთ ის ჩვენთვის უფრო საუკეთესო რაც გადაგვარჩენს და ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბება რუსეთთან არას ერტადერთი გამოსავალი. მაგრამ გვიან ნრომ არ იყოს უნდა დავაბრუნოთ აჭარაში (რაც მიშამ შეპირდა პუტინს თავის დროზე როცა ასლანი წავიდა) ანტიტერორისტული რუსული ბაზა

  8. ერთადერთი სწორი აზრია. იგი, როგორც მეგობარი თამაზი აღნიშნავს, ალექსანდრე ჭაჭიასაც გამოუთქვამს 1998 წელს. ამ მიზანს ისახავს პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიაც. მაგრამ მიიღებენ ისინი მონაწილეობას 2016 წლის არჩევნებში და მზად არის ხალხი ამ არჩევანის გასაკეთებლად? ახალ ძალად კვლავ ე.წ. „პატრიოტები“ გვევლინებიან, რომლებიც ზვიადისტებისაგან იმით განირჩევიან, რომ ნაცებ-ქოცებივით აშშ-ში დარბიან და თუ ზვიადისტები ეთნიკური ნიშნით ყოფენ ერს, ესენი წოდებრივი ნიშნით აპირებენ დაყოფას. თორემ რა „თავადაზნაურობის კავშირის თავმჯდომარეობა აუტყდა ამ დავით თარხან-მოურავს?! შეხედო, სერიოზულ კაცსა ჰგავს და ასეთი ანაქრონიზმი?! გრიშა ონიანმა დოკუმენტურად დაამტკიცა, რომ ჟორდანიას მთავრობის მიერ გატაცებული ქონება სტალინმა დააბრუნებინა დე გოლს, თარხან-მოურავის „გენერალური მდივანი“ კი წარამარა ურცხვად გაიძახის, „ექვთიმე ღვთისკაცმა“ დააბრუნა და „ასეთ ადამიანებზე იდგა საქართველოო“.

  9. gaixaret batono givi am simartlistvis. namdvilad gvinda patrioti adamianebi sataveshi romelic swur gzaze dagvayenebs da gadaarchens qartvel ers. amerika da dasavleti tavis interesebs icavs. da es nacebi da qocebi imxela dafinansebas igeben rom saqartvelo fexebze hkidiat. gmerto mogveci qartvelebs unari da dzala rom vimoqmedot saqartvelos interesebidan gamomdinare.gmerto daifare chveni qaveyana

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here