Home რუბრიკები საზოგადოება მსოფლიო ლიდერები “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად თბილისამდე ფეხით მოდიან

მსოფლიო ლიდერები “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად თბილისამდე ფეხით მოდიან

720

ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა მასობრივი გამოსვლებისთვის ემზადება. როგორც ჩვენი ფარული კორესპონდენტი იუწყება, აქციებირუსთავი 2”-ის საკითხსა და საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება. ბარაკ ობამას დანა პირს არ უხსნის და განცხადება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა, ვალიდოლებისა და კორვალოლებისფონზე დაიწერა, _ ამბობს წყარო.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ობამამ “რუსთავი 2”-ის შესახებ შეიტყო, შეუძლოდ შეიქნა და მის გარემოცვას პრეზიდენტის ნიშადურით მობრუნება სამჯერ მოუწია. წყაროს ინფორმაციით, ნიკა გვარამიასა და ობამას შორის სკაიპსაუბარი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ “რუსთავი 2”-ის საკითხმა არა მხოლოდ ობამა, არამედ ევროპის დედალ-მამალი ლიდერებიც გვარიანად შეაშფოთა. როგორც ცნობილია, ინფორმაციის შეტყობის შემდეგ გერმანიის კანცლერ მერკელს რამდენიმესაათიანი ფაღარათი დაემართა. მისი პირადი ექიმის ცნობით, ნერვიულობის დროს ქალბატონი კანცლერი ასეთ მდგომარეობაში ვარდება.

ევროპულამერიკული პოლიტელიტა და ხელოვანთა წრე სპეციალურ ფონდს ქმნიან, რათა საქართველოში სიტყვის თავისუფლება დაიცვან. ჰოლივუდის კინოინდუსტრიის მოგებული თანხის 50 პროცენტი სწორედრუსთავი 2”-ის გადასარჩენად გამოიყოფა, ჰოლივუდის მსახიობები უარს ამბობენ ჰონორარების მიღებაზე და მასრუსთავი 2”- ურიცხავენ.

ამერიკის მოსახლეობამ შავი საათის დღე დააწესა. ეს ის პერიოდია, როდესაც მათ “რუსთავი 2”-ის წილების დაყადაღების შესახებ შეიტყვეს.

ნატოს წევრი 28-ვე სახელმწიფოს ლიდერმარუსთავი 2”-ის სამკერდე ნიშნები წარწერითრუსთავი 2” ჩემიამოითხოვა, რომელიც უკვე ფოთის პორტშია და გაგზავნას ელოდება.

ევროპა და ცივილიზებული მსოფლიო ფეხზე დგას, ყველა ერთსულოვნად თანხმდება, რომ ივანიშვილმა ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხა, სიტყვის თავისუფლება ასფიქსიით იტანჯება.

მსოფლიო ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და სიმბოლურად თბილისამდე ფეხით მსვლელობას აპირებენ, როგორც თეთრი სახლის წარმომადგენლობა აცხადებს, ბარაკ ობამა ამ ამბის გაგების შემდეგ კვლავ სუსტად გრძნობს თავს და ვერ ახერხებს ჩამოსვლას.

ანგელა მერკელი, ფრანსუა ოლანდი, იენს სტოლტენბერგი, ჯეიმს აპატურაი და დალია გრიბაუსკაიტე შავი ლენტით და ამაყი სახით მოაპობენ ევროპის ბილიკებს და ყველა ერთად თბილისის შემოსასვლელში, დიღმულას ხიდთან მოიყრის თავს.

ივანიშვილი შუშის სასახლეს ყიდის, ღარიბაშვილი ოთახში ჩაიკეტა და გარეთ არ გამოდის, ხიდაშელი კამუფლიაჟით ცდილობს მიმალვას, უსუფაშვილი ჩვეული სიმშვიდით ცდილობს შიშის დაფარვას, მაგრამ გვიანია! დადგა დრო, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ერთხელ და სამუდამოდ ეთქვას დიდი არა.

ელიკო სილაძე

1 COMMENT

  1. ეხლა აგერ საბერძნეთის მთავრობიდან კაცი მევიდა და მითხრა,თუ რ-2 დახურავენ საქართველოში, დიიდ გამოსვლებს მოვაწყობთ საბერძნეთშიო,ეს ხომ ჩვენი შექმნილი დემოკრატიის ლახვარის ჩაცემა იქნება გულშიო,რ-2 ხომ დემოკრატიის ბოლო შუქურა იყო , \\\”დიდი შუქურას\\\” პატარა \\\”ლამპოჩკა\\\” საქართველოში და მთელ მსოფლიოში,მაგასაც აქრობთო?!:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))ჩვენ მაგას ვერ გადავიტანთო:))))

  2. …ვახ შენ გაიხარე, ამის დამწერო!!! რა ვიხალისეეეე…ვხოხავ… აი, ასე, სარკაზმით უფრო დავამარცხებთ ქვეყნის დამაქცევართ, ვიდრე მუშტების ქნევით.

  3. კარგა ხნის წინ რ-2 ის შემოძახილზე : \\\” გვიშველეთ ! თავისუფალ სიტყვას ჩახშობა ემუქრებაო \\\” – მეამიტი ადამიანების თავმოყრამ რა შედეგიც მოგვცა დაინახეთ. კერძოდ ჟურნალისტებმა მიიღეს სასათბურე პირობები გაააააზრდილი ხელფასებით, ხოლო საზოგადიებამ – ბოთლები. მათი თავისუფალი სიტყვა არის ტენდენციურობა და სუბიექტურობა თავის სასარგებლოდ. ხალხო, გინახავთ ქართულ ტელესივრცეში ჟურნალისტი ,რომელიც თოქ – შოუებს ნეიტრალურად წარმართავს??? პირიქით – რაც შეიძლება ხმამაღალი ჭიხვინით ცდილობს გაქციოს თავისივე ინტერესების დამცველად. ეგენი თავისუფალ სიტყვას კი არა – საკუთარ ხელფას – პრემიებს იცავენ თქვენი მეშვეობით. ჰოდა დაიცავით……… რაც შეეხება გვარამიას : ეგ ის კაცია, ბადრი პატარკაციშვილს საკუთარი სახელი – არკადი – რომ დააყვედრა, თითქოს მას უფლება არ ჰქონდა არკადი რქმეოდა

  4. თურმე ნუ იტყვით და პუტინიც კი გაგიჟებულა, რას აკეთებთ ხალხო, მტრის გარეშე გინდათ ჩემი დატოვებაო? მერე ხომ მეც დავსუსტდები რ-2-ის არ ყოფნითო!!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here