Home რუბრიკები სამართალი ირაკლი შოთაძე: ყველა დამნაშავე პირი, მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუას გარდა, მსჯავრდადებულია

ირაკლი შოთაძე: ყველა დამნაშავე პირი, მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუას გარდა, მსჯავრდადებულია

801

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ უკრაინულ პორტალზე გავრცელებული .. კასრების ვიდეოკადრების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნულში დამნაშავე ყველა პირი, მიმალული მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუას გარდა, მსჯავრდადებულია.

„ვერ გიპასუხებთ, როგორ მოხდა ამ საზარელი ვიდეოკადრების ატვირთვა უკრაინულ პორტალზე. ამაზე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება და ვიმედოვნებ, აღნიშნულ შეკითხვას პასუხი გაეცემა. ბრალდების მხარემ ძალიან დიდი და ხანგრძლივი სამუშაო გასწია, რათა ამ საზარელი წამებისა და სქესობრივი ძალადობის ჩამდენი პირები დასჯილიყვნენ კანონის სრული სიმკაცრით და ეს ჩვენ მოვახერხეთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააპელაციო განხილვები, სადაც ჩვენ სქესობრივ ძალადობასა და წამებაში მსჯავრდებული პირებისთვის სასჯელის დამძიმებას ვითხოვთ.

ასე რომ, წამებასა და სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში დამნაშავე ყველა პირი დღეს მსჯავრდებულია და სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, გარდა ორი პირისა _ მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუასი, რომლებიც იმალებიან, და ამჟამად მათზე მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა”, _ განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here