Home რუბრიკები პოლიტიკა პოროშენკო: ნატოში უკრაინის შესვლა 5-6 წლით გადაიდო

პოროშენკო: ნატოში უკრაინის შესვლა 5-6 წლით გადაიდო

582

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო უკრაინას ნატოს წევრის სტატუსს 2020-2021 წლებისთვის უწინასწარმეტყველებს, ამჟამად კი კიევს თავისი ჯარისკაცების ამუნიციით უზრუნველყოფის თავიც არ აქვს.

ამერიკული ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პეტრე პოროშენკომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრების გეგმაზე ილაპარაკა: “ჩემი მოვალეობა ქვეყანაში რეფორმების გატარებაა, ქვეყნის ტრანსფორმირება ნატოს სტანდარტების შესაბამისად, და შემდეგ ჩვენ გვექნება ეს დისკუსია. ვფიქრობ, ამისთვის 5-6 წელია საჭირო”, _ განაცხადა პოროშენკომ.

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რამდენიმე თვის წინათ განაცხადა, რომ უკრაინას დიდი დრო დასჭირდება, ნატოს მიერ დაწესებული კრიტერიუმის შესაბამისი ქვეყანა რომ იყოს. ცოტა ხნის წინათ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიას სხვადასხვა დანიშნულების საგნებით ამარაგებს ევროპის ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანა _ ალბანეთი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here