Home რუბრიკები ბლოგი ჯონ მაკკეინი: „რუსეთის ჯინაზე დავბომბოთ ბაშარ ასადი!“

ჯონ მაკკეინი: „რუსეთის ჯინაზე დავბომბოთ ბაშარ ასადი!“

1345

აშშის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა, სააკაშვილის მამამარჩენალმაჯონ მაკკეინმა, ამის წინ ასეთისიბრძნეამოღერღა

რუსეთის ჯინაზე დავბომბოთ ბაშარ ასადი! ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის, “ისლამური სახელმწიფოს ” წინააღმდეგ მიმართული, საბრძოლო ქმედებების საპირწონედ, შეტევა და ავიადარტყმები  სირიის სახელმწიფო საჯარისო ქვედანაყოფებსა და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ობიექტებზე უნდა განახორციელოს.”…

აი, ვისი მიბაძვით მოქმედებს ხოლმე მიშა სააკაშვილი…. ბატონი ჯონი, რუსეთის ჯინაზე ამერიკელებს სირიას აბომბვინებს, მიშამ კი რუსეთის ჯინაზე, ამერიკის ინტერესების გათვალისწინებით, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, საქართველოში რუსული ჯარი შემოიყვანა, რაც მისივივე თქმით,  საქართველოს დიდ მიღწევად მიაჩნია.  ამ “მიზნის”  მიღწევას  კი ჯარისკაცების და უბრალო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, დაიკარგა ტერიტორიები  და ადგილობრივი მოსახლეობა დევნილებად იქცა….თუმცა, მთავარია სააკაშვილმა დავალება შეასრულა და ამერიკელების მიზანს მიაღწია- დაანახა მსოფლიოს “რუსეთის სახე”.

 კიდევ კარგი, ჩვენი გონიერი წინაპრები სხვის ჯინაზე არაფერს აკეთებდნენ, როგორც ჩანს, მათ იმდენად უყვარდათ საკუთარი ხალხი და სამშობლო ვიდრე ნაბიჯს გადადგამდნენ ასჯერ გათვლიდნენ და რისკებსაც სწორად შეაფასებდნენ ხოლმე. სწორედ ამიტომაც, შეძლეს შეუძლებელი და  მრავალი სხვა, ჩვენზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოსგან განსხვავებით, სწორი გათვლებით, გამჭრიახობით და დიპლომატიის გამოყენებით ჩვენამდე  მოიტანეს  ჩვენი ქვეყანა, რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით სააკაშვილისნაირი ფულზე გაყიდული კაცუნების ხელშია და  შიდა თუ გარე მტრის საჯიჯგნადაა განწირული. ჩვენს ქვეყანას აღარ გააჩნია საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები და ის, სხვა ქვეყნის, აშშ-ის ინტერესებს ემსახურება, ქართველი ერის ინტერესები კი მათ მსხვერპლად ეწირება.

ასეთი ქვეყნები დასაღუპად არიან განწირულნი და თუ რაიმე გლობალური ძვრა არ მოხდა, რომელიც კარდინალურად შეცვლის ვითარებას კავკასიის რეგიონში, საქართველოს მომავალი საკმაოდ მუქ ფერებში მესახება, თუმცა, როგორც იტყვიან ხოლმე- „იმედი უკანასკნელი კვდება“, მეც ოპტიმისტი ვარ და სხვასაც არ ვურჩევდი უიმედოთ დარჩენას.

მაკკეინები და სააკაშვილები მოდიან  და მიდიან, საქართველო იყო, არის და დარჩება მუდამ- გონიერ ადამიანებს რა გამოლევს  ღვთისგან კურთხეულ ქვეყანაში.                                                                  

                                                                               კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here