Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ქუმსიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ანგაჟირებული იყო

დიმიტრი ქუმსიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ანგაჟირებული იყო

499

 “ჩვენ სამართლებრივი ქვეყანა ვართ და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველა დაექვემდებარება”, _ განაცხადა ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას

 “ჩემი მოსაზრებით, გადაწყვეტილება იყო ანგაჟირებული და პოლიტიკური, გამომდინარე იქიდან, როგორ გაიყო ხმები მისი მიღებისას. ამასთანავე,  მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო რეფორმის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ამ რეფორმების ნაწილში, ჩვენ ვთვლით, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა, რომელიც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ეს არის ყველაზე  მნიშვნელოვანი. ჩვენ, როგორც პოლიტიკური გუნდი, ვხედავდით კიდევ უფრო გამჭვირვალე ზედამხედველობის ინსტრუმენტების ჩამოყალიბების შესაძლებობას. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე ამას სჭირდება დამატებითი დისკუსიები, კი, ბატონო, განიხილოს”, _ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here