Home რუბრიკები სამართალი საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

591

 “ნაციონალური მოძრაობისადათავისუფალი დემოკრატებისსარჩელი ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის ახალშექმნილი სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5 მოსამართლემ მისცა, ოთხი წინააღმდეგი იყო.

საპარლამენტო ოპოზიცია სადავოდ ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს მიიჩნევდა. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების მიხედვით, შეიქმნა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, რომელსაც იმ ფუნქციების განხორციელება დაეკისრა, რომლებსაც მანამდე ეროვნული ბანკი ასრულებდა.

კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სააგენტოს საბჭოს არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს, რაც, მოსარჩელეთა აზრით, პრეზიდენტის კომპეტენციას არღვევს და კანონი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოს ფორმირებაში პრეზიდენტის ჩართულობას კონსტიტუცია აუცილებლობად მიიჩნევს.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” საბანკო ზედამხედველობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 22 სექტემბერს შეიტანეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here