Home რუბრიკები პოლიტიკა ლუკაშენკომ ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში

ლუკაშენკომ ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში

507

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. პრეზიდენტმა, რომელიც ბელარუსს უკვე 21 წელი მართავს, არჩევნებში ხმების 83,5 % მოაგროვა. მის არც ერთ მოწინააღმდეგეს ხმების 5%-ზე მეტი არ მიუღია.

 წლებია, დასავლეთი უშედეგოდ აკრიტიკებს ლუკაშენკოს რეჟიმს. 2005 წელს აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ალექსანდრე ლუკაშენკოს „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, 21-წლიან ისტორიაში ხუთი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ხუთჯერვე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. მას ხმების 75%-ზე ნაკლები არასოდეს დაუგროვებია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here