Home რუბრიკები ბლოგი პრეზიდენტი ჩხირებით ქსოვს და “ჩიხრიებით” “ფიქრიობს”… ანუ შეჭამს თუ ვერა “ნაც-ცისფერი მგელი”...

პრეზიდენტი ჩხირებით ქსოვს და “ჩიხრიებით” “ფიქრიობს”… ანუ შეჭამს თუ ვერა “ნაც-ცისფერი მგელი” ბიძინას წინ მორბენალ “მარგველას”?

728

ბოლო ხანს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხშირად სვამდა კითხვას: ნეტავ, რას ფიქრობს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი? უფრო რომ დავაზუსტოთ, საზოგადოების ამ ნაწილს აინტერესებდა, “რითფიქრობს პრეზიდენტი _ ტვინით თუ სხეულის რომელიმე სხვა ნაწილებით?

კაცმა რომ თქვას, ამ კითხვას ჰქონდა კიდეც ლეგიტიმური საფუძვლები, რადგან მარგველაშვილის გარკვეულ და განსაკუთრებით, ბოლოდროინდელ ნაბიჯებს ჭკუათმყოფელი, ანუ ტვინით და თავით მოაზროვნე ადამიანის საქციელთან ძალიან ნაკლები შეხება ჰქონდა.

თავი რომ დავანებოთ რამდენიმეარდასადებივეტოს დადებას და შემდეგ პარლამენტის, ანუ, პირდაპირ რომ ვთქვათ, “ქართული ოცნებისმიერ მათ დაძლევას, მარგველაშვილი უკვე სხვა ასპექტებშიც პირდაპირ დაუპირისპირდა თავის გუნდს, ანუ იმ კოალიციას, რომელმაც იგი პრეზიდენტის სავარძელზე დასვა, და მეტიც _ იმ კონკრეტულ პიროვნებას, რომელსაც იგი უშუალოდ უნდა უმადლოდეს თავის ასეთმძიმეწონოსნობასქართულ პოლიტიკაში.

რა თქმა უნდა, ეს “მძიმეწონოსნობა” დროებითია და, როგორც კი საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, “ბიძინას წინ მორბენალი მარგველა” ამ თავის “მძიმე წონასაც” უმალ დაკარგავს…

თუმცა, თითქოსდა პარადოქსია, მაგრამ აშკარაა, მარგველაშვილს სწორედ ესქვემსუბუქ წონაშიგადასვლა აშინებს და სწორედ ამიტომაც იჭერს თადარიგს, რათა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდისთვის, ივანიშვილისგან გამიჯვნის პირობებშიც კი, მაინცმძიმე წონაშიდარჩეს ან თუნდაც სხვა, ახალპატრონსმიეპლასტელინოს და ამ გზით კიდევ რამდენიმე წლით შეინარჩუნოსმძიმე წონა”.

სხვა საქმეა, სწორად თუ აკეთებს ის ამას და რამდენად დიდია რისკი, რომ არათუ “მძიმე წონა” შეინარჩუნოს, არამედ, “ქვემსუბუქ” წონაშიც კი ვერ განაგრძოს ასპარეზობა…

ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მას მეორე საპრეზიდენტო ვადაზე აღარ დაუჭერდა მხარს და მარგველაშვილი მხოლოდ “გარდამავალი პრეზიდენტი” გახლდათ, მგონი, მისი კანდიდატურის დასახელებისთანავე ცხადი იყო… სწორედ ამიტომ დაიწყო მარგველაშვილმა “მომავლის პარტნიორების” ძებნა ჯერ კიდევ 2013 წელს… დღემდე რაც ჩანდა, გიორგი მარგველაშვილი გათვლას უფროერთადერთ სერიოზულ ოპოზიციურ ძალაზე” _ “ნაციონალებზეაკეთებდა და ცდილობდა, თუკი მათ გულს მთლად ვერ მოიგებდა, მათ თვალშიმტრისპოზიცია მაინც არ დაეკავებინა.

ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის ბიძინასგან გამიჯვნამ ბოლომდე გაუხსნა ხელფეხი პრეზიდენტს. ამის შემდეგ მას უკვე შეეძლო, ეთქვა, რომ სახელგატეხილ იმნაცებსკი არ ემეგობრება, რომლებსაც თავადვესადისტსადამანიაკსუწოდებდა სამიოდე წლის წინათ, არამედპროგრესულ, ევროპულ და თანმიმდევრულირაკლი ალასანიასა და მის თანამოაზრეებს.

სჯერა კი საზოგადოებას, რომ ალასანია და “ნაციონალები” ორი სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულია? _ ეს ის თემაა, რომელზეც რატომღაც არც მარგველაშვილი ფიქრობს, არც ალასანია და არც “ნაციონალები”. როგორც წესი, მათ ხალხი იმ “მუთაქად” მიაჩნიათ, რომელსაც, თუ უნდათ, თავთან დაიდებენ და, თუ უნდათ _ ფეხებთან, ანუ რასაც უნდათ, იმას მოატყუებენ, და რასაც სურთ, იმას დააჯერებენ ყოველთვის.

არადა, საზოგადოებას და, საერთოდ, ხალხს სჩვევია “სიურპრიზები”…

მოკლედ, საზოგადოებისთვის აშკარაა, რომ დღეს ჩვენი პრეზიდენტი ორ ძალას ეყრდნობა: პოლიტიკაში _ “ნაცებს”, საზოგადოებრივ მიმართულებებში _ “ლიბერასტებს”, ანუცისფერებს”… აკი, არაერთხელ გამოხატა მანსრული მხარდაჭერა.. ლგბტ თემისა და ხელოვნებასა თუ სასწავლო დაწესებულებებშიახალი, თავისუფალი სტანდარტებისდამკვიდრებისადმი.

მიმართულებები და პრიორიტებები ნათელია. მთავარია, რას უქადის გიორგი მარგველაშვილს ასეთი, უკვე ძალიან გამომწვევი, ბიძინასგან დამოუკიდებელი და თითქმის აშკარად დეკლარირებული “ნაც-ცისფერი კუნტრუში”.

სხვათა შორის, ნაცებიცადაცისფერებიც” _ ორივე სწორედ ის ძალაა, როცა უნდათ, “ცხვრებირომ არიან, და, როცა უნდათ, _ “მგლები”… მათი სანდოობა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია და არაერთი მაგალითი ვიცით, როდესაც მათ რომელიმე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწე ბოლომდე გამოიყენეს, თავიანთი ინტერესების შესაბამისად ამოქმედეს, ამოწურეს და შემდეგ ძალიან ცუდად და უხეშად მოისროლეს, მოიშორესზოგჯერ _ საიქიოშიც კი!

ამიტომ ძალიან სწორი და ლეგიტიმურია კითხვა: შეჭამს თუ ვერა “ბიძინას წინ მორბენალ “მარგველას” “ნაც-ცისფერი მგელი”?

ანუ შეინარჩუნებს კი პრეზიდენტი მარგველაშვილი ბიძინას მიერ ბოძებულ “მძიმე პოლიტიკურ წონას”, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუკი (ღმერთმა ამისგან დაგვიფარიოს) მისი ამჟამინდელი პარტნიორები შეძლებენ, დაამხონ ივანიშვილი და “ოცნების” მთავრობა, როგორც ამას უკვე ძალიან ინტენსიურად იმუქრებიან?

ამით იმის თქმა გვსურს, რომ “ნაცებისა” და “ცისფრების” გამარჯვება (ღმერთმა კიდევ ერთხელ დაგვიფაროს) სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მარგველაშვილს ისინი შეუსრულებენ მიცემულ დაპირებას და პოლიტიკურ გვამად, უარეს შემთხვევაში კი (თუკი დიდი ალბათობით გამოყენებულ-გადაგდებული მარგველაშვილი არ დაშოშმინდება) რეალურ გვამად არ გადააქცევენ! ( “ნაცებს” ერთი უქნიათ ასეთი რამ თუ ორი?!).

კიდევ უფრო ამძაფრებს პრეზიდენტ მარგველაშვილის “კოალიციური მომსახურების ზონიდან” საბოლოოდ გასვლის ეჭვს მის მიერ ამ დღეებში მიღებული გადაწყვეტილება “ახალი მემარჯვენე” ფიქრია ჩიხრაძის პრეზიდენტის პოლიტიკურ მრჩევლად დანიშვნის შესახებ.

ეს უკვე ხომ ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირი დაპირისპირებაა, მეტიც _ მისი აშკარა შეურაცხყოფა და დაცინვაცაა, რადგანახალი მემარჯვენეებიის ძალაა, რომელიც 2011 წელსბიძინას შავ სიაშიმოხვდაქრისტიანდემოკრატებთანდა ლეიბორისტებტან ერთად.

ამ პოლიტიკურ ძალებს და მათ ლიდერებს ივანიშვილმა პირდაპირ დასდო ბრალი “ნაციონალებთან” ფარულ თანამშრომლობაში და კატეგორიული უარი თქვა მათთან რაიმე სახის ურთიერთობაზე.

დღეს კი “ბიძინას პრეზიდენტის” მრჩეველი, თანაც არა უბრალო, არამედ პოლიტიკური მრჩეველი, სწორედ ამ მისთვის “მიუღებელი” და “ნაციონალებთან” ფარულად მოთანამშრომლე პოლტიკური ძალის ერთ-ერთ გამორჩეული ლიდერი ფიქრია ჩიხრაძეა…

გავიხსენოთ პუბლიკაციის დასაწყისი და მართლაც საინტერესოა, რით ფიქრობს პრეზიდენტი მარგველაშვილი, როდესაც ამხელა გაუმართლებელ რისკზე მიდის? აკი, ნაციონალებთან”, ალასანიასთან და სხვაფიქრია ჩიხრაძეებთანასეთი ღია ალიანსი უკვე არა მხოლოდბიძინას წინ სირბილს”, არამედ ხალხის ნების ფეხებზე დაკიდებასაც ნიშნავს

სოციალური ქსელების მომხმარებლები მწარე ირონიით გამოეხმაურნენ პრეზიდენტის ამ ნაბიჯს. ხალხი ამბობს, რომ თურმე პრეზიდენტი კი არ ფიქრობს, არამედფიქრიობს”… რომ გიორგი მარგველაშვლი, ჩხირებით კი არა, “ჩიხრიებითქსოვს და ასე შემდეგ

ხალხის ასეთი მწარე ირონია, რაზეც მიანიშნებს, წესით, “მარგველამაც” უნდა იცოდეს და “ბიძომაც”. “მარგველამ” რატომ უნდა იცოდეს, ეს უკვე ვთქვით; ბიძომკი იმიტომ უნდა იცოდეს, რომ მარგველაშვილის გაპრეზიდენტება თავიდან ბოლომდე მის კისერზეა და მოქმედი პრეზიდენტისთვის მალიმალ იმის წამოძახება _ “ნული იყავი და კაცად მე გაქციეო” _ სულაც არ ნიშნავს პასუხისმგებლობის აცილებას. პირიქით: თუკინულიიყო და შენ ხალხს თავზე დაასვი, სწორედაც შენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება ამ შემთხვევაში, ვიდრე მას.

“მაპატიეთ, წამომცდა” და “ვაიმე, შევცდი” რომ არც ერთ სერიოზულ საქმეში არ არის მისაღები “საბუთი” თავის სამართლებლად, “დიდმა მილიარდერმა”, წესით, ესეც კარგად უნდა იცოდეს! მით უმეტეს, ისეთი უმძიმესი პასუხისმგებლობის დაკისრების დროს, როგორიც მთელი ქვეყნის, სახელმწიფოს ბედის საკუთარ თავზე აღებაა…

გამოსავალი?

ალბათ, როგორმე და რამენაირად 2016 წლამდე მიხოხება და მიფორთხებაა, რადგან, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, ამას “წელში გამართულად სიარული” ნამდვილად აღარ ჰქვია…

2016-ისთვის კი ივანიშვილს, იმედია, უკვე ეცოდინება, რომ არც საპარლამენტო სიაში შეიძლება ამდენიქატოს ჩაყრადა არც პრეზიდენტად არის სწორიპლასტელინით სავსე ტომრისდადება.

მანამდე რა ვქნათ?

როგორ გითხრათ… წეღან სოციალური ქსელები ვახსენე და ამ დღეებში ერთი “ფეისბუქმომხმარებლის” ასეთ პოსტს გადავაწყდი:

ქსოვას და ძაფების ხლართვას ფიქრია ნამდვილად უხდება, თუმცა მეშინია, ამან ბოლოს სევდიამდე არ მიგვიყვანოს და მერე უკვე ჯგუფიგამოუვალი მდგომარეობაღაშეგვრჩება, მეტი არაფერი”…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here