Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო მანჯავიძე: ქართველი პოლიტიკოსებიდან წითელ ბარათს გიგა ბოკერიას, ლევან რამიშვილსა და თინა...

სოსო მანჯავიძე: ქართველი პოლიტიკოსებიდან წითელ ბარათს გიგა ბოკერიას, ლევან რამიშვილსა და თინა ხიდაშელს ვუჩვენებდი

669

თამაშის წესების დარღვევისთვის მსაჯს უფლება აქვს, ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენოს და მინდვრიდან გააძევოს. ამ ბარათების რაოდენობა ზოგჯერ საკმაოდ დიდია. მაგალითად, 1970-იანი წლების ბოლოს მექსიკური გუნდების _ “ატლეტიკოსა” და “ესპანიოლის” მოთამაშეები მსაჯმა გონსალესმა 26 წითელი ბარათით დასაჯა. 

ფეხბურთის ისტორიაში ამ მხრივ ყველა რეკორდი მოხსნა არგენტინელმა მსაჯმა დამიან რუბიომ. მან ბუენოსაირესში გამართული მატჩის დროს საფეხბურთო კლუბების _ “კლეიპოლესადააურელიანო არენასისმოთამაშეებსა და მწვრთნელებს 36 წითელი ბარათი უჩვენა. თამაშის წესებს ხშირად არღვევენ პოლიტიკოსებიც, თუმცა მათი უმრავლესობა, როგორც წესი, დაუსჯელი რჩება; მეტიც, ვინაიდან ჩვენში პოლიტიკა კვლავ სარფიან საქმედ მიიჩნევა, ბევრი _ მრავალი წლის განმავლობაში, ზოგიერთი კი სამუდამოდ კვლავ აქტიურ პოლიტიკოსად რჩებასაზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, რომელი პოლიტიკოსი იმსახურებს პოლიტიკურ წითელ ბარათს, ჩვენი რუბრიკიდან შეიტყობთ. რუბრიკის სტუმარია თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე.

_ ბატონო სოსო, ქართველი პოლიტიკოსებიდან ყველაზე მეტად ვინ გაგიცრუათ იმედი, ვის უჩვენებდით წითელ ბარათს და გააძევებდით პოლიტიკური ასპარეზიდან?

_ ქართველი პოლიტიკოსებიდან წითელ ბარათს გიგა ბოკერიას, ლევან რამიშვილსა და თინა ხიდაშელს ვუჩვენებდი.

_ რატომ? რით დაიმსახურეს თქვენი ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება?

_ გიგა ბოკერია იდეოლოგია იმ ყველაფრისა, რაც ხელისუფლების სათავეში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფნისას ხდებოდა. ის დღესაც არ ისვენებს, განაგრძობს საქმიანობას და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებს. ანალოგიური რამ შემიძლია ვთქვა ლევან რამიშვილზეც. მასაც იგივე იდეოლოგია აქვს, რაც გიგა ბოკერიას, ხოლო თინა ხიდაშელის გამონათქვამები საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის შესახებ და განცხადება, რომ ჩვენ რუსეთთან ბრძოლაში გმირულად დავიღუპებით, არის მავნებლობა.

_ თქვენ მიერ დასახელებული პოლიტიკოსებიდან ორიგიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი _ “ნაციონალებისმხარდამჭერები არიან, თინა ხიდაშელი კი ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელია. მათ შორის საერთოს ხედავთ?

_ დიახ, ისინი ერთი იდეოლოგიისანი არიან, ერთი პოლიტიკური ორიენტაცია აქვთ, უფრო ზუსტად კი, მათ საკუთარი პოლიტიკური ორიენტაცია საერთოდ არ აქვთ და ქვეყანაში იმ ძალებს განასახიერებენ, რომლებსაც ბრმად ემსახურებიან. სწორედ ეს არის საშიში.

_ როგორ ახერხებენ ეს ადამიანები წლების განმავლობაში პოლიტიკაში ყოფნასა და საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობას?

_ ისინი გარე ძალებმა დანიშნეს. ჩვენს ქვეყანაში სწორედ ისინი წარმოადგენენ ამ დომინირებულ ძალას და მათი მართვის სქემასაც ახორციელებენ, ამიტომ ყოველთვის იქნებიან პოლიტიკაში, ექნებათ გავლენა და უცხო ძალების დავალებებსაც შეასრულებენ.

_ გარე ძალებში დასავლეთს გულისხმობთ?

_ დიახ, თუმცა დასავლეთი პირობითი ცნებაა. მსოფლიოში არსებობს გლობალური მართვის ინსტრუმენტები, მაგალითად, ლიბერტარიანული მოდელი, ე.წ. ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელსაც თავისი კონცეფციური მართვის სტრატეგია აქვს და რომელსაც ეს ადამიანები წარმატებით ასრულებენ ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, მათი არსებობის ხანგრძლივობაც პოლიტიკიაში სწორედ ამითაა განპირობებული.

_ რა შეცვალეს ამ ადამიანებმა ქართულ პოლიტიკაში?

_ ისინი “ფერადი რევოლუციონერები” არიან და, რა თქმა უნდა, თავიანთი ქმედებებით ბევრი რამ შეცვალეს ქვეყანაში. ისინი ავტორები არიან იმ “ვარდების რევოლუციის”, რომლითაც ქვეყნის ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი მოიყვანეს.

_ როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანებს აქვთ მომავალი პოლიტიკაში?

_ პოლიტიკაში მათ ყოველთვის ექნებათ მომავალი, ვიდრე მსოფლიოში ძალთა ის ბალანსი შენარჩუნდება, რომელიც დღეს არის, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოპულარობა ხალხში ნულის ტოლია.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here