Home რუბრიკები პოლიტიკა “ჩვეულებრივი ფაშიზმი”

“ჩვეულებრივი ფაშიზმი”

1440

აშშ-ს “დემოკრატიის იდეალების დამკვიდრების” საბაბით, სინამდვილეში კი მსოფლიოზე ბატონობის მიზნით, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი მსოფლიოში, მაგრამ ის, რაც ახლახან განიზრახა, თვითონ ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, ფაშიზმია და მეტი არაფერი. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული 1176-გვერდიანი დოკუმენტი სახელწოდებით “თავდაცვის სამინისტროს ინსტრუქცია ომის წარმოების წესების შესახებ”, რომელიც ამა წლის ივნისში გამოიცა, სამხედრო ექსპერტთა შეფასებით, ბარბაროსულია.

პენტაგონის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ისეთი საშინელია, რომ ომის კანონების ცნობილმა ექსპერტმა, დოქტორმა ფრენსის ბოილიმ, რომელმაც 1989 წელს შეიმუშავა კანონი ბიოლოგიური იარაღის შესახებ ტერორიზმთან ბრძოლაში, Amnesty International-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა და საერთაშორისო სამართლის პედაგოგმა ილინოისის უნივერსიტეტში, განაცხადა: “ომის წესების ამ სახელმძღვანელოთი ჩვენ ნაცისტების დონემდე დავეცით. ის თითქოს ჰიტლერელი მინისტრების დაწერილია.

ომის წარმოების წესების ახალი სახელმძღვანელოს მიხედვით, დასაშვებია ბარბაროსული სამხედრო ბოროტმოქმედებები. როგორც ბოილი ამბობს, დოკუმენტი ამერიკელ სამხედროებს სანქციას აძლევს, ჩაიდინონ შემდეგი დანაშაულები:

1.გამოიყენონ ატომური იარაღი. კერძოდ, ინსტრუქციაში ნათქვამია: “ხელშეკრულებებსა და ჩვეულებრივ საერთაშორისო სამართალში არ არის აკრძალვა ატომური იარაღის გამოყენებაზე”.

ეს ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას, რომლის მიხედვითაც, როგორც აღნიშნავს საერთაშორისო სასამართლო, ატომური იარაღის გამოყენების მუქარაც კი სამხედრო დანაშაულად ითვლება.

2. გამოიყენონ გამდიდრებული ურანი. გამდიდრებული ურანის გამოყენება მრავალი ათეული წლის განმავლობაში იწვევს კიბოსა და თანდაყოლილ დეფექტებს.

3. გამოიყენონ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები.

4. გამოიყენონ კასეტური ბომბები.

5. გამოიყენონ ნაპალმი, რომელიც აკრძალულია გაეროს III კონვენციის ოქმით ჩვეულებრივი იარაღის კონკრეტული სახეობების შესახებ.

6. გამოიყენონ ექსპანსიური ტყვიები (მსკდომარე ტყვიები _ დუმდუმი), რომლებიც აკრძალულია 1868 წლის სანკტპეტერბურგის დეკლარაციით.

7. გამოიყენონ ჰერბიციდები, როგორც ეს გააკეთეს ვიეტნამში.

ჰოსპიტალის დაბომბვა ყუნდუზში

როგორც ხედავთ, აშშ-ის მიერ შემუშავებული ომის წარმოების ახალი ინსტრუქცია ფაშისტური იდეებით არის დახუნძლული. მსოფლიოზე ბატონობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი იმპერიალისტებისთვის საკმარისი აღარ არის ამერიკელი ინდიელების გენოციდი 1622-1900 წლებში, როდესაც დაახლოებით 60 მლნ ინდიელს მოუსწრაფეს სიცოცხლე, არც ინტერვენციები _ ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში (გრენადა, ნიკარაგუა, პანამა, გვატემალა, მექსიკა, ჩილე, არგენტინა, ურუგვაი, ჰაიტი, კოლუმბია, დომინიკის რესპუბლიკა, ჰონდურასი, კოსტარიკა, ბოლივია) და იქ ამერიკის ინტერესების დამცველი სისხლიანი დიქტატორების დასმა, არც ანალოგიური ქმედებები აზიაში (კორეა, იაპონია, ჩინეთი, ლაოსი, ირანი, თურქეთი, ერაყი, ავღანეთი, ეგვიპტე, ტუნისი, ლიბანი, ლიბია, ინდონეზია, ტაილანდი, სალვადორი, კამბოჯა ფილიპინები), ევროპასა (იუგოსლავია, გრენლანდია (იძულებითი დეპორტაცია ინუიტებისა, რომლებმაც დეგრადაცია განიცადეს), საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, უკრაინა, საქართველო) და აფრიკაში (კონგო, ჩადი, სომალი, ანგოლა, რუანდა, ლიბერია, ეგვიპტე, ტუნისი), არც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოგდების შედეგად მყისიერად დაღუპული ათასობით ადამიანი, არც ერაყის, ლიბიის, ავღანეთის გაპარტახება. ახლა აშშ ახალი დანაშაულებისთვის ემზადება, რადგან ხვდება, რომ მისი ჰეგემონია მსოფლიოზე დასრულდა.

რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოფიციალურად მოუბოდიშა საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშეს” პრეზიდენტ ჯოანა ლიუსა და ავღანეთის პრეზიდენტ განი ახმადზაის ყუნდუზში ჰოსპიტალზე აშშ-ის ავიაციის თავდასხმის გამო. ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის, 12 ექიმი და 3 ბავშვი; 37 ადამიანი კი დაიჭრა. სამედიცინო ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით, ჰოსპიტლის დაბომბვა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც ამერიკელებს აცნობეს, რომ ისინი სამოქალაქო პირებს ბომბავდნენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ ასეთი რამეს სჩადის.

გამოცემა The Interceptმა გამოაქვეყნა სია აშშის შეიარაღებული ძალების ტრაგიკული შეცდომებისა, რომლებსაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა: 

ბავშვთა კვების საწარმოს დაბომბვა ერაყში
* ბავშვთა კვების საწარმოს დაბომბვა ერაყში

ფარმაცევტული ფაბრიკის დაბომბვა სუდანში
* ფარმაცევტული ფაბრიკის დაბომბვა სუდანში

თავდასხმა მატარებელზე. სერბეთი, 1999 წ.
* თავდასხმა მატარებელზე. სერბეთი, 1999 წ.

1999 წელს, როდესაც ნატოს ძალები იუგოსლავიას ბომბავდა, ამერიკული გამანადგურებელ F-15-დან ორი რაკეტა ესროლეს მატარებელს, რომელიც გრჟდელიცესთან ახლოს ხიდზე გადადიოდა. დაიღუპა 14 მშვიდობიანი მცხოვრები. მიუხედავად იმისა, რომ რაკეტები მართული იყო, ნატომ, საზოგადოებრიობის დასარწმუნებლად, რომ მატარებელი ძალიან სწრაფად მოძრაობდა და გამანადგურებლის ეკიპაჟს რეაგირებისთვის დრო არ ეყო, ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, თუმცა გერმანულმა გაზეთმა Frankfurter Ru­ndschau მოგვიანებით დაადგინა, რომ ვიდეოჩანაწერი 3-ჯერ იყო აჩქარებული.

სერბეთის რადიოსა და ტელევიზიაზე თავდასხმა. 1999 წ.
*
სერბეთის რადიოსა და ტელევიზიაზე თავდასხმა. 1999 .

1999 წელს ბელგრადში სერბეთის ტელევიზიის 16 თანამშრომელი დაიღუპა ნატოს მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად. აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ დაბომბვის გადაწყვეტილებას მხარი შეგნებულად დაუჭირა.

* ბავშვთა კვების საწარმო ერაყში, 1991 .

ოპერაციის “ქარიშხალი უდაბნოში” მეშვიდე დღეს კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით ბაღდადის გარეუბანში ბავშვთა კვების საწარმო დაბომბა. დარტყმა განახორციელეს იმ საბაბით, რომ კომპლექსში ბიოლოგიური იარაღის დამამზადებელი ქარხანაც იყო.

მოგვიანებით ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საწარმოში მხოლოდ და მხოლოდ ბავშვთა საკვებს ამზადებდნენ და სხვას _ არაფერს.

* ფარმაცევტული ფაბრიკა სუდანში, 1998 .

1998 წელს კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოზე “ალ ქაიდას” წევრების თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ბრძანება გასცა, ფრთოსანი რაკეტებით დაებომბათ ფარმაცევტული ფაბრიკა ალ-შიფში (სუდანი). ამერიკელები ამ ფაბრიკასაც ტერორისტებისთვის ქიმიური იარაღის დამამზადებელ საწარმოდ თვლიდნენ, მაგრამ მოგვიანებით კლინტონის ადმინისტრაციას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია, რომ ეს ფაბრიკა სუდანის მოსახლეობისთვის საჭირო პრეპარატების 90%- აწარმოებდა. მისი განადგურების შემდეგ კი, წამლების უქონლობის გამო, ათასობით ადამიანი გარდაიცვალა მალარიისა და ტუბერკულოზისგან.

* ჩინეთის საელჩოს დაბომბვა ბელგრადში. 1999 .

იუგოსლავიის დაბომბვისას აშშ-მა ჩინეთის საელჩოც დაბომბა ბელგრადში. დაიღუპა დიპლომატიური მისიის 3 წარმომადგენელი, 20-ზე მეტი დაიჭრა. ამერიკელებმა შეცდომა ძველ რუკებს მიაწერეს.

* წითელი ჯვრის კომპლექსი ქაბულში, 2001 .

წითელი ჯვრის შენობაზე თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში აშშ-მა ტელეარხ “ალ-ჯაზირას” ადგილობრივი ბიუროსა და “ბი-ბი-სის” წარმომადგენლობის შენობები დაბომბა.

* “ალჯაზირასბიურო ბაღდადში, 2003 .

2003 წელს ერაყში შეჭრის პირველ სტადიაზე ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბაღდადში ტელეარხ “ალ-ჯაზირას” წარმომადგენლობის შენობა დაბომბა.

* სასტურმოპალესტინაბაღდადში, 2003 .

იმავე დღეს ამერიკის ტანკის ეკიპაჟმა ყუმბარა ესროლა ბაღდადში მდებარე 15-სართულიან სასტუმრო “პალესტინას”, სადაც იმყოფებოდნენ უცხოელი ჟურნალისტები. დაიღუპნენ სააგენტო “როიტერის” ფოტოგრაფი და ესპანური ტელეარხ თელეცინცო-ს ოპერატორი.

ამჟამად დასავლეთისა და, კერძოდ, აშშ-ის მედიასაშუალებები აქტიურ პროპაგანდას ეწევიან საბჭოთა კავშირის ლიდერის, ფაშისტური ჭირისგან მსოფლიოს განმათავისუფლებლის _ იოსებ სტალინის წინააღმდეგ, რათა დააკნინონ სტალინის და, საერთოდ, საბჭოთა ხალხების როლი ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვებაში, მაგრამ ისტორიული ფოტოები ნათლად წარმოაჩენს, რა მდგომარეობა იყო აშშ-სა და საბჭოთა კავშირში არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივაც.

აშშ _ ეს არის ქვეყანა, სადაც მონათმფლობელობა XIX საუკუნის დასასრულამდე არსებობდა, სადაც სეგრეგაცია (რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაცია) დაკანონებული იყო 1960-იან წლებამდე და შავკანიანებს აკრძალული ჰქონდათ, თეთრკანიანებთან ერთად ესწავლათ სკოლებში, ემგზავრათ ავტობუსით და ა.შ.

აშშ _ ეს არის ქვეყანა, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა მოაწყო ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, სადაც ადამიანები დღესაც კვდებიან ატომური დასხივების შედეგად; ეს არის ქვეყანა, რომელმაც მოაწყო “მაიდანი” უკრაინაში, “არაბული გაზაფხული” _ არაბული ქვეყნების უმეტესობაში, შედეგად კი უამრავი ადამიანი ლტოლვილად იქცა, უამრავი კი დაიღუპა.

ცალკე საკითხია აშშ-ის მიერ საქართველოში “ვარდების რევოლუციის” მოწყობა და ხელისუფლების სათავეში პირსისხლიანი სააკაშვილის დასმა, რომელმაც ახალგაზრდები ქუჩაში დახოცა, ატერორებდა ბიზნესმენებს, ციხეები გაავსო პატიმრებით, რომლებსაც აწამებდა და აუპატიურებდა…

გასაყიდი ბავშვები
*
გასაყიდი ბავშვები.

ეს ფოტო 1948 წელს ჩიკაგოშია გადაღებული. შალიფების ოჯახი ბინიდან გამოასახლეს და მშობლებმა გადაწყვიტეს, გაეყიდათ ბავშვები, რათა შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ეს ხდება იმ ამერიკაში, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უამრავი სიმდიდრე ჩაიგდო ხელთ.

საბჭოთა კავშირმა კი 1948 წელს არა მხოლოდ მიაღწია ომისწინანდელ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, არამედ გადააჭარბა კიდეც. მრეწველობა უმოკლეს ხანში აღდგა. შრომის ნაყოფიერებამ 37%-ით მოიმატა 1940 წელთან შედარებით, მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობამ _ 161%-ით, გაუქმდა სასურსათო ტალონები და გაიაფდა ყველა პროდუქტი. ფასების კლება პროდუქტებსა და მომსახურების სფეროში, ხოლო მუშა-მოსამსახურეებისთვის ხელფასებისა და პენსიების მომატება ყოველწლიური მოვლენა იყო სტალინური ეპოქის საბჭოთა კავშირში.

ფოტო, რომელსაც ჰქვია “მხოლოდ თეთრებისთვის”, 1964 წელს არის გადაღებული
*
ფოტო, რომელსაც ჰქვიამხოლოდ თეთრებისთვის”, 1964 წელს არის გადაღებული.

სასტუმრო Monson Motel-ის მფლობელი აუზში ღვრის მჟავას, რათა იქიდან გაყაროს მობანავე შავკანიანი ბავშვები. იმავე წელს სწორედ ამ სასტუმროში აუკრძალეს ცხოვრება ადამიანის უფლებების სახელგანთქმულ ამერიკელ დამცველს _ მარტინ ლუთერ კინგს.

სათარ ჯაბარის წამება აბუ-გრეიბში (ერაყი)
*
სათარ ჯაბარის წამება აბუგრეიბში (ერაყი)

ამერიკელების მიერ სათარ ჯაბარის წამების ამსახველი კადრები 2004 წელს მოხვდა ტელეარხ CBS-ის გადაცემა “60 წუთის” ეთერში, შემდეგ კი ფოტოები ჟურნალ The New Yorker-ში გამოქვეყნდა. აბუ-გრეიბის საპყრობილეში ამერიკელები სასტიკად აწამებდნენ პატიმრებს.

ფოტოზე, რომელიც, ასევე, აბუ-გრეიბშია გადაღებული, ზედამხედველი ლინდა ინგლენდი სადავით მიათრევს ერაყელ ტუსაღს.
*
ფოტოზე, რომელიც, ასევე, აბუგრეიბშია გადაღებული, ზედამხედველი ლინდა ინგლენდი სადავით მიათრევს ერაყელ ტუსაღს.

როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმმა სწორედ მათგან ისწავლა ციხეებში პატიმრების ტანჯვა-წამება და არა მხოლოდ გადმოიღო წამების მეთოდები, არამედ გააუმჯობესა და სრულყო ცოცხების გამოყენებით.

15 წლის გიულ მადინა, გლეხის შვილი, ამერიკელმა ჯარისკაცებმა იმიტომ მოკლეს, რომ სამახსოვრო ფოტო გადაეღოთ. ავღანეთი, 2010 წლის 15 იანვარი.
* 15
წლის გიულ მადინა, გლეხის შვილი, ამერიკელმა ჯარისკაცებმა იმიტომ მოკლეს, რომ სამახსოვრო ფოტო გადაეღოთ. ავღანეთი, 2010 წლის 15 იანვარი.

“დემოკრატიული აპოკალიფსი”. ნატოს აგრესიის მსხვერპლთა გვამები სირტში, ლიბია, 2011 წლის სექტემბერი
* “
დემოკრატიული აპოკალიფსი”. ნატოს აგრესიის მსხვერპლთა გვამები სირტში, ლიბია, 2011 წლის სექტემბერი.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here