Home რუბრიკები ბლოგი პუტინი, ახალი მართლმადიდებლურ-ბიზანტიური იმპერიის შექმნას ცდილობს

პუტინი, ახალი მართლმადიდებლურ-ბიზანტიური იმპერიის შექმნას ცდილობს

984

გასულ კვირას, ისრაელის ანალიტიკურ ჟურნალ “News1”-ში დაიბეჭდა დევიდ სანდოვსკის სტატია: „პუტინი ახალ ბიზანტიურ იმპერიას ქმნის“.

ყველასათვის ცნობილია, რომ ისრაელის პრესა პრორუსული განწყობებით აშკარად არ გამოირჩევა და აყოლილია დასავლეთის მედიასაშუალებებს, რომლებიც ძირითადათ ცალმხრივად და არაობიექტურად ასახავენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.

ამდენად, ჩემთვის გასაკვირია ის ფაქტი, რომ მთელი რიგი არააობიექტური დასკვნების და შეხედულებების  პარალელურად, სტატიაში,  მოვლენების ადეკვატურ ხედვას და შეფასებებსაც მრავლად  ვხვდები,  გლობალური პოლიტიკის მთელ რიგ საკვანძო საკითხებთან მიმართებაში, მათ შორის- დასავლეთის პოლიტიკის მძაფრ კრიტიკას და რუსეთის, როგორც დამბალანსებლის პოზიტიური როლის ხაზგასმას, მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საკითხებში.

კერძოდ, სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრის, პუტინის რუსეთის   გამოჩენა ახლო აღმოსავლეთში რეგიონის სტაბილიზაციას გამოიწვევს, მოსკოვის ბიზანტიური მემკვიდრეობის წყალობით…..

მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობრივი შეფასებებისა, სტატია საინტერესოა და ადვილად იკითხება, გთავაზობთ  საკვანძო მომენტებს სტატიიდან:

ვლადიმირ პუტინი  თანმიმდევრულად მუშაობს ახალი ზესახელმწიფოს- „იმპერიულ მართლმადიდებლურ-ბიზანტიური რუსეთის“, შექმნაზე, რომელიც მოწოდებული იქნება შეცვალოს მსოფლიო არენაზე, 25 წლის წინ დაშლილი, საბჭოთა კავშირი.

ეს სახელმწიფო გახდება უზარმაზარი რეგიონალური ბლოკის ცენტრი, რომლის შემადგენლობაში შევა  რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები. ეს ეხება ახლო აღმოსავლეთსაც, რომელსაც ახალი რუსეთი, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით,  საკუთარი ინტერესების გავლენის  სფეროდ აღიქვამს.

 ახალი რუსული იმპერიული სახელმწიფოს შექმნის პუტინისეული გეგმები ყველა სფეროში ვლინდება. სულ ახლახანს ისინი ისრაელსაც შეეხო.  კერძოდ, სირიის და ნაწილობრივ ერაყის მოვლენებთან მიმართებაში.

 რუსეთი აძლიერებს თავის ყოფნას იერუსალიმშიც: მოსკოვიაში, ეინ-კარემში, სერგიას მეტოქში და სხვა რელიგიურ-მართლმადიდებლურ ობიექტებში, როგორც     დედაქალაქში, ასევე გარეუბნებში,  მაგალითად ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში ძველ ქალაქში.    

 ამ მომენტისთვის შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ფაქტი:

  1. ომი საქართველოში 2008 წელს, რომელმაც მოწყვიტა ორი მხარე, პრორუსული მოსახლეობით- სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.
  2. ომი დონბასში, სადაც რუსი მოსახლეობა სჭარბობს და რეგიონმა მიიღო დასახელება- ნოვოროსსია.
  3. ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია შავ ზღვაზე.
  4. რუსეთის ფორპოსტის შექმნა ხმელთაშუა ზღვის სირიის სანაპიროზე ტარტუსსა და ლატაკიაში (ასადის, „ჰეზბოლლას“, ირანის და შიიტების მონაწილეობით), სირიის ეკონომიკური ზონის წყლებთან, რომლებიც ფარავენ სასარგებლო წიაღისეულით (ნავთობისა და გაზის, ) მდიდარი საბადოებით სავსე შელფს (ლიბანის, ისრაელის, კვიპროსისა და ეგვიპტეს ეკონომიკური ზონების წყლების პარალელურად).

სირიაში მიმდინარე მოვლენები მიეკუთვნება ტრადიციულ რუსულ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც რუსეთი უნდა აფიქსირებდეს თავის ყოფნას სამხრეთის „თბილ ზღვებში“- შავ ზღვაზე, ბოსფორში, მარმარილოს ზღვაზე, დარდანელზე. მათ მიჰყავთ აღმოსავლეთ ხელთაშუაზღვისპირეთში, რომელსაც რუსეთი მიიჩნევს  უშიშროების სფეროში საკუთარი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის ოპერატიულ სივრცედ. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სუეცის არხი მდებარეობს, რომელსაც წითელ ზღვაში მიჰყავს, იქედან კი ინდოეთის ოკეანესა და სპარსეთის ყურეში.

ამავდროულად, უდიდესი როლი ენიჭება ისლამური ანარქიის აღკვეთის აუცილებლობას, რადგანაც რუსეთის ფედერაციაში უამრავი მუსულმანი ცხოვრობს და ზოგიერთი მათგანი, ძირითადათ ჩეჩნები, მიემხრნენ „ისლამურ სახელმწიფოს“. მოსკოვში, სულ  3 მილიონამდე მუსულმანი ცხოვრობს.

                                       ვაკუუმი, რომელმაც  ანარქია შვა

დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკამ ახლო აღმოსავლეთში შექმნა ვაკუუმი, რომელმაც ანარქია შვა. ამ პროცესის ყველაზე რადიკალური გამოვლენაა „ისლამური სახელმწიფო“, რომელსაც ხეირიანად არავინ ებრძვის. ყველაფერმა ამან, პროცესები პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა  და დაიკარგა სწორი ხედვა, რაც თავის მხრივ გამოიხატა იმ თანამედროვე სახელმწიფოების ნგრევა-დაქუცმაცებაში, რომლებიც თავის დროზე, ოსმალეთის იმპერიის დანგრევის შემდგომ,  აშშ-ის დახმარებით,  შექმნეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. საუბარია ერაყზე, ლიბიაზე, სირიაზე და ლიბანზე.  აგრეთვე, ყოველდღიურად იზრდება იორდანიაში, ხაშიმიტური სამეფოს დანგრევის საფრთხეც,  ეს ყველაფერი, ისრაელს სერიოზულად უნდა აწუხებდეს.

პოსტკომუნისტურ რუსეთს, ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით, განზრახული აქვს მემკვიდრეობით მიიღოს „აღმოსავლეთ ბიზანტიური იმპერიის“ იდენტობა და არსი. იმპერიის, რომელიც წარმოიშვა ქრისტიანული მსოფლიოს, დასავლეთის- კათოლიკურ და აღმოსავლეთის- მართლმადიდებლურ, ეკლესიებად დაშლის შედეგად.

მასტაბილიზირებელი როლი, რომელსაც ბიზანტია ახლო აღმოსავლეთში ფლობდა, ჯერ ოსმალურ იმპერიას, ხოლო შემდგომ სსრკ-ს ერგო. ყველა ამ იმპერიას გააჩნდა საერთო „ბიზანტიურ-აღმოსავლური“ იდენტურობა, თუმცა ოსმალეთის იმპერია, ამავდროულად, მუსულმანური სახელმწიფოც იყო.

საბჭოთა კავშირი არსებობდა დასავლეთთან, პირველ რიგში აშშ-თან, ასევე პოსტკოლონიალურ საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან, შეხლა-შემოხლის პირობებში. მიუხედავად ამისა, მოქმედებდა რა კოორდინაციაში დასავლეთის ქვეყნებთან, სსრკ-მა, შეძლო ნაციონალური სტაბილურობის შენარჩუნება  ახლო აღმოსავლეთში.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრის, პუტინის რუსეთის   გამოჩენა ახლო აღმოსავლეთში რეგიონის სტაბილიზაციას გამოიწვევს, სწორედ, მოსკოვის ბიზანტიური მემკვიდრეობის წყალობით.

ამას,  მათი ბოლოდროინდელი გამონათქვამებიდან გამომდინარე, ნელ-ნელა უკვე ხვდებიან შტატების პრეს-მდივანი ჯონ კერი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

                                   ახალი რეალობა ახლო აღმოსავლეთში

რუსეთი, მსოფლიო ასპარეზზე,   ახალი,  „მართლმადიდებლურ-ბიზანტიურ-იმპერიული“ მანტიით შემოსილი წარსდგა. ის  შეძლებს აღადგინოს სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში.

მოვლენების ასეთი განვითარება, თავის მხრივ, გამოიწვევს „ისლამური სახელმწიფოს“ ფორმით გამოვლენილი-  ისლამისტური მესიანური ფანატიზმის დასუსტებას.

 ეს პროცესი,  დასავლეთთან თანამშრომლობით გაგრძელდება.მთავარი მონაწილეები იქნებიან რუსეთი, დასავლეთი და სუნიტური არაბეთის ქვეყნები, რომლებიც ანარქიას გადაურჩნენ. მათ საერთო ინტერესები გააჩნიათ, რაც პოსტკოლონიალური ახლო აღმოსავლეთის, რომელიც თვალს და ხელს შუა იშლება,  ხელახალი სტაბილიზაციის სურვილში გამოიხატება. ამისათვის, აუცილებელია დასავლურისგან განსხვავებული ხელისუფლების სისტემის განმტკიცება, რადგანაც ეს უკანასკნელი ვერასდროს ჰპოვებს განვითარებას აღნიშნულ რეგიონში.

პროგრამის შორეული მიზანია- შეწყდეს არალეგალური იმიგრანტების და დევნილების ნაკადი, რომლებიც ალმოკიდებული ახლო აღმოსავლეთიდან გამორბიან საბერძნეთსა და იტალიაში, თუ ევროპის სხვა ქვეყნებში.

ახლო აღმოსავლეთის ახალი სტაბილიზაცია განხორციელდება ოსმალურ-ბიზანტიური და არა დასავლური პრინციპებით.

                                     სტაბილიზაცია და ინიციალიზაცია

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე,  სტაბილიზაცია ახლო აღმოსავლეთის „რესტარტის“ შედეგად მოხდება. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

ამ პროცესებში სწორედ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის მთავარი  საკვანძო როლი. მან უკვე შეძლო საკუთარი თავშეკავების დემონსტრირება სირიულ ქიმიური იარაღთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებაში. ის, აგრეთვე გააწონასწორებს და წარმართავს ირანის და მისი სატელიტის „ჰესბოლა“-ს მოქმედებებს, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით.

პუტინმა შეძლო ჩინეთის მიზიდვა სირიის სტაბილიზაციის საკითხების გადაწყვეტასა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. პეკინს გააჩნია საკუთარი ინტერესები „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდაციის პროცესში, რომლებიც დაკავშირებულია ამ დაჯგუფების შემადგენლობაში, უიგურების, ჩინეთის მუსულმანური უმცირესობის, წარმომადგენლების ყოფნაში.

 ამ მიმართულებით, საკუთარი ინტერესები გერმანია-საფრანგეთსაც გააჩნიათ, ესაა დევნილების ტალღის შემცირება ევროპის ქვეყნებში, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საფრანგეთის მუსულმანური წარმოშობის მოქალაქეების ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძვის.

ინტუიციაზე და ურთიერთგაგებაზე დამყარებული რუსულ-ბიზანტიური მიდგომა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აშკარად სჯაბნის ხისტ დასავლურ მიდგომას, რომელიც მსოფლიო რუქის შავ-თეთრ აღქმაზეა დამყარებული.

                                                      სიტუაცია სირიაში

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვლადიმირ პუტინი სწორად იქცევა, როდესაც მსოფლიოს,  სირიაში, რუსული ფორპოსტის შექმნის ფაქტის წინაშე აყენებს.

შესაძლოა, მომავალში ის ასევე მოიქცევა ერაყში და ბენღაზში, სადაც ლიბიის კანონიერი მთავრობა იმყოფება, რომელიც ებრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივ სტრუქტურებს.

რუსეთის იმპერიული პერიფერიის ახლებური გაფორმება, მყარი კავშირების დამყარებას გულისხმობს, კერძოდ: ეგვიპტესთან, ბერძნულ კვიპროსსა და ციპრასის საბერძნეთთან, აგრეთვე ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკებთან, ბულგარეთთან და რუმინეთთან.

რუსეთი ასევე წამყვან როლს თამაშობს გაერთიანება „БРИКС“-შიც, რომელშიც რუსეთის გარდა შედიან ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეს ძლიერი ბლოკია, რომელიც ევროპა-იაპონიაში აშშ-ის საპირწონის როლს თამაშობს.

წყარო:  “News1”, ისრაელი

პუბლიკაციის ორიგინალი:  פוטין מקים את “ביזנטיון החדשה

                               მასალა მოამზადა და თარგმნა  კონსტანტინე ჩიკვილაძემ

 სტატიასთან მიმართებაში, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამოვყოფდი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ოპოზიციის სენსაციურ განცხადებებს.

კერძოდ, ოპოზიციის ლიდერის  კადრი ჯამილის განცხადებით:

„სირიის თავისუფალი არმია“  მზადაა, პრეზიდენტ ბაშარ ასადის სახელისუფლებო ძალებთან ერთად, ჩაებას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.“

„ამერიკის შეერთებული შტატებისგან განაწყენებული სირიის ოპოზიცია რუსეთთან სათანამშრომლოდ მზადყოფნას გამოთქვამს“,- აცხადებს სირიის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერიფახდ ალ-ნასრი.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსულ მოიერიშეებს მათი პოზიციები არ დაუბომბავთ და დასავლეთის მასმედიით გავრცელებული ცნობები ამის შესახებ სიცრუეა.

                                                        კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

1 COMMENT

  1. რა თქმა უნდა რუსეთი ორთავიანი არწივის სახელმწიფო გერბად მიღების დროიდან მოიაზრება მესამე რომად, მეოთხე აღარ იქნება. ეს სივრცე არის ბიზანტიის მემკვიდრე და მასში წამყვანი ადგილი ეკუთვნის რუსეთს, როგორც ყველაზე მრავალრიცხოვან და ძლიერ სახელმწიფოს. ეს უდავოა. ძლიერ ,,დასავლეთ რომის იმპერიასთან\\\” ჭიდილში ამის მიღწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ სად არის აქ საქართველო? ამის თქმა ძნელია. დღევანდელი მისი მდგომარეობა კონტექსტიდან ამოვარდნილია.

  2. საქართველო კონტექსტიდან ამოვარდნილია, დიახ, ასეა. ეს ყველაფერი ბოლო 25 წლის განმავლობაში შეძლეს ჩვენმა დიდმა მმართველებმა, მიაღწიეს იმას რომ ჩვენ არავის არაფერში ვჭირდებით, გარდა \\\”მისაქსევი ძაღლის\\\” როლისა, ისევე როგორც უკრაინა, ჩვენი დანიშნულება ამერიკის მისაქსევ ძაღლად ყოფნაა, რაშიც პოლიტიკოსებს, არასამთავრობოებს, ჟურნალისტებს და ექსპერტებს კაი ფულს უხდიან, ქვეყანას კი უფსკრულისკენ მიაქანებენ.

  3. სრულიად ვეთანხმები ბათონ კოტეს თითქოსდა ჩემს აზრებს კითხულიბსო.
    რაც შეეხება რუსეთს იქ უამრავი სხვა რწმენის ხალხი ცხოვრეობს რაც სამწუხაროდ მართმადიდებელი ქრისტიანობის გაძლიერებას ხელს შეუშლის

  4. B. Kotes istoriis damaxsovreba 25 wlis win dauwyia. Avyanetshi visi davalebit ibrzoda qartvelebi? Isev witel orbitaze brundebit yorebivit chama giyvart samshoblo modaa tqventvis. Yanwebis da prtyel prtyeli sadyigrzeloebis dedad gyavt. Sad arsebobdit 25 weli rom dagamaxsovrdat mxolod.? Ras viklav tavs ilia da zviadi xom ar var 🙂 erti ki agixdebat tu koteebs gayvebit dachvevt tusseti qera taraknebs savsea mati koloniebi 🙂

  5. Ruseti mougebs bolos yvela usamartlobas.bibliasi rac weria is sruldeba.
    Mtelma civilizebulma msofliom es da kvela mis mxareze dadgeba!
    Cven uazro siamake ver davzliet da nacfasistebma ara stqvan
    rusetumebiio,tavs
    qvisasi vmalavt.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here