Home რუბრიკები ბლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი: რუსეთმა სირიაში ამერიკის ავტორიტეტი დაბომბა

ზბიგნევ ბჟეზინსკი: რუსეთმა სირიაში ამერიკის ავტორიტეტი დაბომბა

573

ამერიკული გამოცემა- National Review:

„Pax Americana-ს ნაცვლად, მსოფლიო ასპარეზზე, Pax Putinica მოდის.  როგორც ადრე, Pax Americana მიმართული იყო საბჭოთა კავშირის შესაკავებლად, იგივე ხდება ახლა, ოღონდ პირიქით, როდესაც პუტინის ახალი მსოფლიო წესრიგი ისახავს მიზნად აშშ-ის როგორც ზესახელმწიფოს გავლენის შეკავებასა და დასუსტებას, ჯერ ევროპაში, შემდეგ კი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

აშშ-ის  ექს-პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის, მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგმა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა იმის შესახებ, რომ რუსეთი უნდა შეიყვანონ, სირიაში მოქმედი ამერიკული ანტიტერორისტული კოალიციის შემადგენლობაში.    

 მისი თქმით, რუსეთის მიერ საკუთარი ანტიტერორისტული კოალიციის შექმნა „დარტყმის ქვეშ აყენებს ვაშინგტონის  ავტორიტეტს“ ახლო აღმოსავლეთში. აგრეთვე, ბჟეზინსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის და რუსეთის თანამშრომლობას არაერთგზის მოუტანია პოზიტიური შედეგი, ამიტომ,  მოსკოვმა  მთლიანად უნდა დაუჭიროს მხარი, სწორედ ამერიკულ ინიციატივებს სირიაში.

„თუმცა, ამის მაგივრად, მოსკოვმა გადაწყვიტა განახორიცელოს სამხედრო ჩარევა, რომელიც მიმდინარეობს ამერიკასთან პოლიტიკური თუ ტაქტიკური თანამშრომლობის გარეშე- სახელმწიფოსთან, რომელიც ახორციელებს არც თუ ეფექტურ მცდელობებს დაამხოს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი“,- განმარტავს ბჟეზინსკი.

„რუსეთს აქვს სრული უფლება მხარი დაუჭიროს ბაშარ ასადს, თუ მას ეს ასე სურს, თუმცა სულ ახლახანს მომხდარი მოვლენების ნებისმიერი ფორმით გამეორებამ შესაძლოა აშშ-სგან საპასუხო დარტყმები გამოიწვიოს“,- თვლის ამერიკის პრეზიდენტის ექს-მრჩეველი.

სირიის კრიზისის დასაძლევად აუციელებელია რუსეთმა და აშშ-მა ერთობლივი მოქმედებები განახორციელონ და თუ ეს ასე მოხდება, რუსეთ-ამერიკის შეზღუდული თანამშრომლობაც კი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, მიგვიყვანს მოვლენების შემდგომ პოზიტიურ განვითარებამდე“,- ასკვნის ექსპერტი.

უნდა ითქვას, რომ სინამდვილეში ნამდვილი მიზეზი სულ სხვაა, ის საკმაოდ გარკვეულად გაახმოვანა ამერიკული დაზვერვის ოფიცერმა ჯეფფ უაიტმა:

„მოსკოვი, აშშ-გან განსხვავებით,  გაბედულ მოქმედებებს ახორციელებს სირიაში, იმისათვის, რომ გავლენა იქონიოს საბრძოლო მოქმედებების ადგილას მიმდინარე მოვლენებზე.

რუსებს არ ადარდებს, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით- მათ გააჩნიათ გეგმა და იღწვიან მის განსახორციელებლად. ისარგებლეს რა ამერიკელების სისუსტით, რუსებმა დაუფარავად ესროლეს გამოწვევა აშშ-ს,  მათ კარგად უწყიან რასაც უნდათ  ამ გზით მიაღწიონ.“ 

მარტივად რომ ვთქვათ, რელურად ხდება შემდეგი: ამერიკულ ისტებლიშმენტს ეშინია დაკარგოს ლიდერის პოზიციები გლობალურ პოლიტიკაში.

ამ მიმართულებით, კიდევ მეტი გულწრფელობით ამერიკული გამოცემა National Review გამოირჩა, რომელიც პირდაპირ აცხადებს:

„Pax Americana-ს ნაცვლად, მსოფლიო ასპარეზზე,    Pax Putinica მოდის.  როგორც ადრე, Pax Americana მიმართული იყო საბჭოთა კავშირის შესაკავებლად, იგივე ხდება ახლა, ოღონდ პირიქით, როდესაც პუტინის ახალი მსოფლიო წესრიგი ისახავს მიზნად აშშ-ის როგორც ზესახელმწიფოს გავლენის შეკავება და დასუსტებას, ჯერ ევროპაში, შემდეგ კი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

„ამერიკის ხელისუფლება უნდა  ეცადოს მიაღწიოს დიალოგს რუსეთთან, და მიიღოს რუსეთი „საერთაშორისო წესრიგის“ თანასწორუფლებიან წევრად. ამავდროულად, სრულებით შესაძლებელია რუსეთისა და აშშ-ის მიზნები ერთმანეთს ემთხვეოდეს, გარდა ამისა, ობამას და პუტინს შესწევთ ძალა ითანამშრომლონ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებშიც. აშშ, ისევე როგორც რუსეთი, სერიოზულად აღიქვამს საფრთხეს, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალული „ისლამური სახელმწიფოდან“ მომდინარეობს“,- მიიჩნევს აშშ-ის ექს-სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი.

ვლადიმირ პუტინმა გაეროს გენერალურ ასსამბლეაზე ნათლად და გასაგებად აუხსნა მთელ მსოფლიოს, რომ „ერთპოლარულმა მსოფლიომ“ დრო მოჭამა. მან შესთავაზა აშშ-ს და სხვა ქვეყნებს შეუერთდნენ რუსეთს ტერორიზმთან ბრძოლაში. ეს აზრი გახმოვანდა და ამას ვერსად წაუხვალ- ამერიკელებს და დანარჩენ მსოფლიოს შესთავაზეს მსოფლიოს განვითარების ალტერნატიული პროგრამა, ახლა- არჩევანი მათზეა.

                                                                  კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here