Home რუბრიკები პოლიტიკა კურტ ვოლკერი: არ ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს ან უკრაინისთვის მაპის მინიჭებას...

კურტ ვოლკერი: არ ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს ან უკრაინისთვის მაპის მინიჭებას ვინმე ელოდება

466

ამერიკის ხმისქართულ რედაქციასთან საუბრისას ნატოში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს ან უკრაინისთვის მაპის მინიჭებას არავინ უნდა ელოდოს

“რაც შეეხება საქართველოს ან უკრაინას, არ ვფიქრობ, რომ ამ სამიტზე მათთვის მაპის მინიჭებას ვინმე ელოდება. თუმცა, ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის კომისიების საშუალებით პარტნიორობა გაგრძელდება, რაც ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიც არის უსაფრთხოების სექტორი, წვრთნების ყოველწლიური ეროვნული გეგმა. საქართველოს ადგილას ვეცდებოდი, ნატოსთვის მაქსიმალურად მოვმზადებულიყავი, რათა ნატოსა თუ ევროკავშირში გაფართოების შემთხვევაში ვითარების შეცვლისთვის საქართველო მზად იყოს”, _ განაცხადა ვოლკერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here