Home რუბრიკები პოლიტიკა Stratfor-ი: რუსები სირიაში კარგი მოჭადრაკეებივით მოქმედებენ

Stratfor-ი: რუსები სირიაში კარგი მოჭადრაკეებივით მოქმედებენ

487

რუსეთიც ცდილობს გლობალური ლიდერის პოზიციის დაკავებას, იყოს საერთაშორისო აქტორი, რომელიც პასუხს აგებს საკუთარი თავის წინაშე და ქედს არ მოუხრის აშშ. ავიადარტყმებმა მკაფიოდ წარმოაჩინა, ხოლო აშშის რეაქციამ დაადასტურა, რომ რუსეთმა ცალმხრივი მოქმედებით განზე გასწია აშშ, მისი არაბი მოკავშირეები და ნატო”.

ამერიკული კვლევითი ცენტრის _ Stratfor -ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ სირიაში რუსეთის მოქმედება მკაფიოდ წარმოაჩენს რუსეთის უნარს, იყოს გლობალური ლიდერი, რომელსაც შეუძლია მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად პასუხისმგებლობის დაკისრება.

ამერიკელი ექსპერტების აზრით, რუსეთი ისახავს მიზნების ფართო სპექტრს, რომელთა მიღწევაც სურს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

“სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერა დიდი სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტია. სირიის ლიდერის მხარდაჭერა მოამზადებს ნიადაგს მომავალი მოლაპარაკებებისთვის. კიდევ ერთი ამოცანაა რეგიონში ინტერესების სფეროს გაფართოება, ამასთანავე, გაღრმავდება რუსეთისა და ირანის თანამშრომლობა  სირიის საკითხზე.

რუსეთიც ცდილობს გლობალური ლიდერის პოზიციის დაკავებას, იყოს საერთაშორისო აქტორი, რომელიც პასუხს აგებს საკუთარი თავის წინაშე და ქედს არ მოუხრის აშშ-ს. ავიადარტყმებმა მკაფიოდ წარმოაჩინა, ხოლო აშშ-ის რეაქციამ დაადასტურა, რომ რუსეთმა ცალმხრივი მოქმედებით განზე გასწია აშშ, მისი არაბი მოკავშირეები და ნატო.

რუსეთმა მკაფიოდ დაგვანახვა, რომ აშშ-ისგან განსხვავებით, შესწევს უნარი, იყოს გლობალური ლიდერი. რუსები კარგი მოჭადრაკეებივით მოქმედებენ და  თვალყურს ადევნებენ არამხოლოდ ერთ საჭადრაკო დაფას. რუსეთის მოქმედება სირიაში დაკავშირებულია რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებასთან უკრაინაში”, _ წერენ Stratfor -ის ანალიტიკოსები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here