Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკელები მხარს პუტინს უჭერენ

ამერიკელები მხარს პუტინს უჭერენ

509

ამერიკული გაზეთის _ New York Daily Newsის მკითხველების დიდი უმრავლესობა (96%) თვლის, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უფრო დამაჯერებლად გამოვიდა, ვიდრე აშშის პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

 უკვე რამდენიმე დღეა, გაზეთი გამოკითხვას აწარმოებს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პუტინს მხარს უჭერს 34 ათასი რესპონდენტი _ გამოკითხულთა 96 პროცენტი, ობამას კი _ 1,5 ათასზე ცოტა მეტი.

გაზეთმა გამოკითხვას დაურთო სტატიები, რომლებშიც მოყვანილია ამონარიდები ორი ქვეყნის ლიდერების გამოსვლებიდან, რომლებშიც ისინი, ასე თუ ისე, ერთმანეთს უპირისპირდებიან და ერთმანეთის პოზიციებს აკრიტიკებენ. ეს არის ომი სირიაში, მოვლენები უკრაინაში, რუსეთისთვის ყირიმის მიერთება და ადამიანის უფლებები. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here