Home რუბრიკები პოლიტიკა Time: აშშ-ის არმიამ გამარჯვების უნარი დაკარგა

Time: აშშ-ის არმიამ გამარჯვების უნარი დაკარგა

496

ბოლო ოცი წელიწადია, აშშ მარცხს მარცხზე განიცდის და ამაში უდიდესი წვლილი აშშის სამხედრო სარდლობას მიუძღვის”, _ წერს ამერიკული გამოცემა Time.

აშშ მილიარდობით დოლარს ხარჯავს ერაყისა და ავღანეთის სამთავრობო არმიების მხარდასაჭერად, მაგრამ ისინი გამუდმებით მარცხდებიან “ბოევიკებთან” ბრძოლებში. მას შემდეგ, რაც ამერიკელების დიდძალი ფული დაიხარჯა აშშ-ის მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად, ქალაქები სახელმწიფოებისა, რომლებიც აშშ-ის მოკავშირეებად ითვლებიან, კვლავ მტრის ხელში რატომ არის? _ სვამს კითხვას ამერიკული გამოცემა და იქვე პასუხობს: “ომს აქვს ორი ძირითადი შემადგენელი _ იარაღი და ნებისყოფა. აშშ-ს შეუძლია, დახარჯოს მილიარდები შეიარაღებაზე და მოამზადოს მეგობარი ქვეყნების არმიები, მაგრამ, თუ მათ არ აქვთ ბრძოლის სურვილი, იარაღის მიწოდება ვერაფერს უშველით. ავღანეთს, ისევე როგორც ერაყს, ჰყავს ამერიკელების მიერ ხელდასხმული სუსტი ცენტრალური ხელისუფლება, რის გამოც ამ ქვეყნების არმიები საკმარისად არ არიან მომზადებულნი და დაბალი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან, თუმცა ნებისყოფის უქონლობით მხოლოდ ამერიკის მოკავშირეები როდი გამოირჩევიან, პასუხისმგებლობა აშშ-ის არმიასაც ეკისრება.

სამხედროები სპარსეთის ყურეში ომს აშშ-ის ბოლო გამარჯვებად თვლიან. იმ ომში 1991 წელს მკაფიო ამოცანა იყო დასახული _ სადამ ჰუსეინის ჯარის გაძევება ქუვეითიდან, რაც აშშ-მა და მათმა მოკავშირეებმა ერთ თვეში შეძლეს. ერაყის მეორე სამხედრო კამპანიაში, აგრეთვე, ავღანეთის ომებში ასეთი კონკრეტული მიზანი დასახული არ იყო. ამის გამო ეს ომები იმაზე მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე მათ “არქიტექტორებს” ჰქონდათ დაგეგმილი. ომების გაჭიანურებამ კი საზოგადოების უარყოფითი განწყობა გამოიწვია.

თავისი მოქმედებების გამო აშშ სუსტი სახელმწიფოს შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან თავდაპირველი ფერადოვანი გეგმები სულაც არ ჰგავს იმას, რაც სინამდვილეში მივიღეთ”, _ წერს “თაიმის” მიმომხილველი მარკ ტომპსონი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here