Home რუბრიკები სამართალი ნიკა რურუა: დარწმუნებული ვარ, ის (სულხან მოლაშვილი, _ რედ.) ნაწამები არ იყო!

ნიკა რურუა: დარწმუნებული ვარ, ის (სულხან მოლაშვილი, _ რედ.) ნაწამები არ იყო!

2244

ამ საქმეს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ პოლიტპატიმარი ეს კაცი ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ ის არ იყო პოლიტიკოსი. ის ჩინოვნიკურ დანაშაულში, რამდენადაც ვიცი, ქრთამის საკითხზე იყო დაკავებული. დიდი პიარკამპანია აგორდა _ წამება, ის, ესრაც მე ტყუილი მგონია. მე არ მინახავს მისი წამების კადრები და დარწმუნებული ვარ, ის ნაწამები არ იყო. ეს მითია და ასე იოლად ნუ იჯერებთ. შეიძლება პროცედურული ნორმები დაირღვა და დიდი შანსია, მან პროცესი ამიტომ მოიგო.

რომელი პოლიტიკური პატიმარი ის იყო?! პოლიტიკური რწმენისთვის იჯდა მოლაშვილი?”

_ ეს სიტყვებინაციონალებისერთერთ ლიდერს

_ ნიკა რურუას ეკუთვნის.

სულხან მოლაშვილმა კი რამდენიმე ადამიანთან ერთადსამართლიანობის აღდგენის კომისიაჩამოაყალიბა. “კომისია აუცილებლად შეისწავლის საპატიმროებში პატიმართა მოკვდინების მიზეზებსა და შედეგებს. ცალკე გამოძიების თემა უნდა იყოს, რომელმა ექიმმა, რომელმა ექსპერტმა, რომელმა პათანატომმა რა ჩაიდინა და ვისი დავალებით. დიახ, საპატიმროებში გვამები სპეციალურად ფუჭდებოდა პედოფილი, სამუდამო პატიმრობამისჯილი დაქათმებისკამერებიდან მოწვეული პატიმრების მიერ. გვამებს აცლიდნენ ორგანოებს: გულს, ფილტვს, თირკმელს, ტვინს; ავსებდნენ აგურებით, ფიცრებით, ჩვრებით. ამაზე პასუხისმგებელი დღემდე არავინ მინახავს. საჭიროა ზუსტი ანალიზი, ამა თუ იმ კონკრეტული პატიმარის გარდაცვალებაზე შედგენილი დასკვნა რამდენად შეესაბამება სიმართლეს”, _ განაცდა სულხან მოლაშვილმა კომისიის დამფუძნებელ შეკრებაზე. შევეცდებით, საზოგადოებასაც და ნიკოლოზ რურუას გავახსენოთ კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის _ სულხან მოლაშვილის 1365-დღიანი წამების დეტალები.

2014 წლის 30 სექტემბერს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმეზე 10-წლიანი მსჯელობა დაასრულა და 23 ოქტომბერს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაქვეყნა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმ მუხლების დარღვევას, რომლებიც გულისხმობს: წამებას, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისა და მისი გაგრძელების პროცედურების დარღვევას, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ადამიანის დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით და ადვოკატის მომსახურების, საქმის მასალების გაცნობისა და მოწმეთა დაკითხვის შეზღუდვას. ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პირობებში, მას შემდეგ, რაც დამთავრდა ევროსასამართლოში სახელმწიფოსა და დაცვის მხარეს შორის კომუნიკაცია, 2011 წლის იანვარში სახელმწიფომ გაუგზავნა წერილი ევროსასამართლოს, სადაც ის ყველა აღნიშნული მუხლის დარღვევას აღიარებდა, იღებდა ვალდებულებას, დაეწყო გამოძიება და სულხან მოლაშვილისთვის 20 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია გადაეხადა.

კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს სს კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით ახალი ბრალი წაუყენეს. ამის მიზეზად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია იმ გახმაურებულ შემთხვევას ასახელებს, როდესაც მოლაშვილმა ციხის საავადმყოფოს ექიმი ჯურხა ფილაური თითქოს ფიზიკურად შეურაცხყო.

კონტროლის პალატის ყოფილი უფროსი 2004 წლის 24 აპრილს დააპატიმრეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/molashvili_cameba_.jpg

მოლაშვილის დაპატიმრება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც ცნობილი თემაა. ეს საკითხი არაერთხელ მოხვდა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშში.

ადვოკატი შავგულიძე მას შემდეგ, რაც პატიმარ მოლაშვილს შეხვდა, ყვებოდა: “პატიმარმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მასთან ინტენსიურად შედიოდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ევროპის სასამართლოში შეტანილ სარჩელებზე უარის თქმას სთხოვდნენ.

სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, თურმე შესაძლებელი იყო მისი შეწყალება ან სხვა ფორმით დანაშაულის შემცირება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ის პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებდა”. მოლაშვილის წამებაც აქედან დაიწყო.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/molashvili1.jpg

ერთერთი, ვინც სულხან მოლაშვილი საპატიმროში მოინახულა, იყო ადვოკატი, ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე. სწორედ მან გამოიტანა საპყრობილიდან პატიმარ მოლაშვილის წამების ამსახველი ფოტოები და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცა.

_ ქალბატონო ნანა, ნიკა რურუამ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ სულხან მოლაშვილი არც პოლიტპატიმარი იყო და არც ნაწამებირა პასუხს გასცემთ რურუას? თქვენ იყავით კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის ადვოკატი და პირველი, ვინც მისი წამების შესახებ ევროსასამართლოში ისაუბრა.

_ ნიკა რურუას რა პასუხს გავცემ? ის ხომ იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელიც ხალხს აწამებდა და სიკვდილის პირას მიჰყავდა ადამიანები მხოლოდ განსხვავებული თვალსაზრისის გამო. ასეთი ფაქტები ძალიან ხშირი იყო. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არის სულხან მოლაშვილი.

სულხან მოლაშვილი დაპატიმრებიდან ძალიან მალე მოვინახულე საპყრობილეში. მას აღენიშნებოდა წამების კვალი. მეორე დღესვე ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს ვთხოვე, მისულიყო, გადაეღო ფოტოები და დასკვნაც გამოეტანა. მან დაადასტურა, რომ მოლაშვილი ნაწამები იყო. ორი დღის შემდეგ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელ მათიას იორშს შევხვდი და მოვუყევი სულხან მოლაშვილის წამების შესახებ. ვთხოვე, მოენახულებინა. სულხან მოლაშვილი იმავე ღამეს #7 საპყრობილეში გადაიყვანეს და სარდაფში დაამწყვდიეს. მათიას იორში მოგვიანებით მართლაც წავიდა მოლაშვილის სანახავად, ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც სააკაშვილი შეხვედრებს მართავდა არასამთავრობოებთან. მან სასწრაფოდ გაგზავნა საპყრობილეში თინა ხიდაშელი და ელენე თევდორაძე, რათა მოლაშვილი სხვა საკანში გადაეყვანათ. მაგრამ მათიას იორშმა დაასწო და მათზე ადრე მივიდა. კარი რომ შეაღო, სულხანი წაიქცა, _ დღის სინათლემ თვალი მოსჭრა.

საპყრობილიდან გამოსულმა იორშმა განაცხადა: “ის არა თუ ნაწამებია, მოთავსებულია ისეთ საკანში, რომელიც წამებაზე მეტია”. სულხან მოლაშვილის საკანში არ იყო ელექტროგაყვანილობა, წყალი, ფართობით კი ზუსტად ორი კვადრატული მეტრი იყო. იორშმა ელენე თევდორაძეს ჰკითხა, _ ევროსასამართლოში თავს რით იმართლებთო… ვინც საქართველოში ევროსაბჭოს სახელით მუშაობდა, ყველამ იცოდა სულხან მოლაშვილის წამების შესახებ, მაგრამ არავის არაფერი გაუკეთებია.

ნიკა რურუაც სწორედ ამით არის შეგულიანებული, თუმცა გადაცემაში, სადაც მან სულხანზე ასე ილაპარაკა, მომეჩვენა, რომ პასუხს თავს არიდებდა. თქვა, საქმეს არ ვიცნობო, არადა, მოლაშვილის საქმეს სრულიად საქართველო იცნობს, თანაც, თუ რურუამ საქმე არ იცის, მაშ, როგორ ამბობს, რომ სულხან მოლაშვილი არც პოლიტპატიმარია და არც ნაწამები? ე.ი. ყველაფერი კარგად იცის. ნიკა რურუა ამაზე ინფორმირებულია.

და, თუ არ იცის, ვეტყვი, რომ სულხან მოლაშვილი “ნაციონალების” მსხვერპლი იყო. მოლაშვილი დღემდე მკურნალობს საფრანგეთში, მაგრამ ფეხზე ჯერ კიდევ ვერ დადგა.

არ ვურჩევ ნიკა რურუას სირაქლემის პოზაში ყოფნას. “ნაციონალებისმმართველობის პერიოდში ქვეყანას პოლიტიპატიმრები ჰყავდა. პოლიტპატიმრები იყვნენჯაშუშობაშიდადანაშაულებული ჟურნალისტები, “ენვერისსაქმის ხალხი, “მუხროვანისსაქმეზე დაკავებულები, იგორ გიორგაძის მხარდამჭერებად მიჩნეულები. ესენი ხომ პოლიტპატიმრები იყვნენ?

_ ქალბატონო ნანა, თუ შეგიძლიათ, ნაწამები პატიმრების სახელები გაიხსენოთ?

_ მე 436 ნაწამების სია გადავეცი ტერი დევისს _ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. ეს იყო 2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის მაისამდე მოძიებული და აღმოჩენილი შემთხვევები. ტერი დევისი “ვარდების რევოლუციიდან” ექვს თვეში ჩამოვიდა. სია იყო სახელებით, გვარებით, ფაქტებით გაჯერებული, ერთი დეტალიც კი საეჭვო არ იყო. ტერი დევისმა სააკაშვილს ეს სია პირადად გადასცა, მაგრამ სააკაშვილმა განუცხადა, ამ ორგანიზაციას არ ვენდობიო.

ამის შედეგ აქცია გავმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმხანად მინისტრი გიორგი ბარამიძე იყო და სია მას გადავეცით. იქ ჩვენთან ერთად ეკა ბესელიაც იმყოფებოდა. ეს სია ევროკავშირშიც, გაეროშიც და ყველა საელჩოში იდო, ყველგან ვგზავნიდით, სადაც ხელი მიგვიწვდებოდა. ის, რომ ვინმემ არ იცოდა, რა ხდებოდა საქართველოში, ტყუილია.

436 ნაწამები ადამიანის სიას ძალიან მალე სულხან მოლაშვილიც დაემატა.

ჩვენმა ორგანიზაციამ, იმის გამო, რომ ყურადღებას არავინ აქცევდა, ქვეყანაში რა ხდებოდა, გადაწყვიტა, წამების საწინააღმდეგო კლიპები დაგვემზადებინა და ტელევიზიებით გადაგვეცა, მაგრამ კლიპები აკრძალეს. ახლა კი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ.

ასე რომ, წამება და ღირსების შემლახველი მოპყრობა ხელისუფლებაშინაციონალებისმოსვლის პირველი თვეებიდან დაიწყო და ეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისათვის იყო ცნობილი, მაგრამ არ მახსოვს, ერთი ფაქტი მაინც გამოეძიებინოთ ან თუნდაც დაინტერესებულიყვნენ.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here