Home რუბრიკები პოლიტიკა ლალი აფციაური: წითელ ბარათს ვუჩვენებდი ირაკლი ალასანიას, აგრეთვე, “ქართულ ოცნებას”

ლალი აფციაური: წითელ ბარათს ვუჩვენებდი ირაკლი ალასანიას, აგრეთვე, “ქართულ ოცნებას”

534

თამაშის წესების დარღვევისთვის მსაჯს უფლება აქვს, ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენოს და მინდვრიდან გააძევოს. ამ ბარათების რაოდენობა ზოგჯერ საკმაოდ დიდია. მაგალითად, 1970-იანი წლების ბოლოს მექსიკური გუნდების _ “ატლეტიკოსა” და “ესპანიოლის” მოთამაშეები მსაჯმა გონსალესმა 26 წითელი ბარათით დასაჯა. 

ფეხბურთის ისტორიაში ამ მხრივ ყველა რეკორდი მოხსნა არგენტინელმა მსაჯმა დამიან რუბიომ. მან ბუენოსაირესში გამართული მატჩის დროს საფეხბურთო კლუბების _ “კლეიპოლესადააურელიანო არენასისმოთამაშეებსა და მწვრთნელებს 36 წითელი ბარათი უჩვენა. თამაშის წესებს ხშირად არღვევენ პოლიტიკოსებიც, თუმცა მათი უმრავლესობა, როგორც წესი, დაუსჯელი რჩება; მეტიც, ვინაიდან ჩვენში პოლიტიკა კვლავ სარფიან საქმედ მიიჩნევა, ბევრი _ მრავალი წლის განმავლობაში, ზოგიერთი კი სამუდამოდ კვლავ აქტიურ პოლიტიკოსად რჩებასაზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, რომელი პოლიტიკოსი იმსახურებს პოლიტიკურ წითელ ბარათს, ჩვენი რუბრიკიდან შეიტყობთ. რუბრიკის სტუმარია უფლებადამცველი ლალი აფციაური.

_ ქალბატონო ლალი, ქართველი პოლიტიკოსებიდან ვინ აღარ იმსახურებს პოლიტიკაში ყოფნას, ვის უჩვენებდით წითელ ბარათს და გააძევებდით?

_ “ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრს, რიგითობის მიხედვით. წითელ ბარათს, აგრეთვე, ვუჩვენებდიქართულ ოცნებას”. მოქმედ ხელისუფლებას მივცემდი წითელ ბარათს, რადგან მათ “ნაციონალებს” საშუალება მისცეს, დღესაც ასე გველივით ისისინონ. დღეს “ნაციონალები” ხმის ამოღებას ვერ უნდა ბედავდნენ, ქუჩაში ვერ უნდა გამოდიოდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ თითს გვიქნევენ, გვემუქრებიან და უკვე სამოქალაქო ომზეც კი ალაპარაკდნენ, ამიტომ წითელი ბარათი “ქართულ ოცნებასაც” ეკუთვნის.

 ამას გარდა, უმრავლესობაში ძალიან ბევრი მოხვდა მაქინაციების წყალობით და შემდეგ პარლამენტარის სავარძელიც მოირგო, მაგალითად, ირაკლი ალასანია. წითელ ბარათს, პირველ რიგში, სწორედ ირაკლი ალასანიას ვუჩვენებდი, რადგან მისი საქციელი, პოლიტიკურ შეფასებებს თავი რომ დავანებოთ, ადამიანური თვალსაზრისით, არაკაცურია. ირაკლი ალასანია “ქართული ოცნების” დაუხმარებლად ხელისუფლებაში ვერასდროს მოხვდებოდა, ამიტომ ასეთი ბინძური მეთოდებით ბრძოლა მიუღებელია. თუ ასეთი ცუდი იყო ეს ხელისუფლება, რატომ მაშინ არ იღებდა ხმას, როცა თვითონ იყო ხელისუფლებაში? არადა, ირაკლი ალასანიას დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ახლა წითელ ბარათს ვუჩვენებდი.

_ ირაკლი ალასანიას რომელი ქმედება ან განცხადება არ მოგეწონათ ყველაზე მეტად?

_ ყველაზე მეტად მისი განცხადებები არ მომწონს. ირაკლი ალასანია ახლა რომ გაიძახის, ეს ხელისუფლება სახელმწიფოს ღუპავსო, ამ ერთ და ორ თვეში დაიწყო ამ ხელისუფლებამ სახელმწიფოს დაღუპვა? თვითონ ხომ იყო ხელისუფლებაში დაშიგა სამზარეულოცჩვენზე უკეთ იცოდა და, თუ ქვეყანა სამი წლის განმავლობაში ინგრეოდა, რატომ იყო ჩუმად? რატომ ამოიღო ხმა მხოლოდ მეოთხე წელს და თავიდანვე არ დაიწყო ამ ყველაფერზე ლაპარაკი?

 ხელისუფლებაზე ცუდის ლაპარაკი მხოლოდ მას შემდეგ, როცა აღარ ხარ იმ ხელისუფლებაში (და რატომ აღარ არის, ეს კიდევ ცალკე თემაა) კარგი საქციელი ნამდვილად არ არის.

_ რატომ აირჩია ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია თანამებრძოლად?

_ ვერ გეტყვით, ალასანიას გარდა, იმთავითვე არაერთი ადამიანის მიმართ არსებობდა კითხვის ნიშნები, რატომ შეარჩია მაინცდამაინც ისინი, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი და მისი უფლება იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ივანიშვილის გადაწყვეტილება არ იქნებოდა, ის გუნდთან ერთად მუშაობდა და იღებდა გადაწყვეტილებებს.

_ რა შეცვალეს ზემოთ ჩამოთვლილმა პოლიტიკოსებმა და პარტიებმა ქართულ პოლიტიკაში?

_ რომ გითხრათ, ყველაფერი ძალიან კარგად არის-მეთქი, საკუთარ თავთან მართალი არ ვიქნები. რაღაცები სახელმწიფოში ძალიან ცუდადაა. სამართლიანობის აღდგენის პროცესი დღესაც არ დაწყებულა, რაც ძალიან ცუდია. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კარგია, რომ ხალხი ჩურჩულით აღარ ლაპარაკობს. ახლა რომ გამოდიან ლოზუნგებით თამამად და აქციებს აწყობენ, ეს ადამიანები სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. ქვეყანაში შიშის ფაქტორი აღარ არსებობს, საპყრობილეებში აღარ აწამებენ პატიმრებს, მაგრამ ქვეყანაში კარგად არ არის საქმე.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here