Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკა რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირებას ცდილობს

ამერიკა რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირებას ცდილობს

878

მაგრამ, ქართველნო, სად არის გმირი,

რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი?”

ილია

2009 წლის 1 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების 70- წლისთავს მიეძღვნა. ამ კონფერენციაზე ყველაზე პარადოქსული იყო მსოფლიო ლიდერების მიერ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში იოსებ სტალინის დადანაშაულება(?!). პოლონეთის მხარდამჭერები იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი არაერთხელ აღიარა გერმანიის დანაშაულები.

 ამ იდეოლოგიის გამოძახილია ესტონეთის ინიციატივა სტალინიზმის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ, რომელსაც მხარს უბამენ ლიტვა, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი და, რაოდენ გამაოგნებელიც უნდა იყოს, საქართველოც!

1939 წლიდან სტალინმა სათავე დაუდო ნამდვილი სოციალიზმის მშენებლობას, მაგრამ, როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ შეფასდა მისი სიკეთეები, რომლებსაც ხრუშჩოვის მხრიდან მოჰყვა ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება, სტალინის პოლიტიკისა და მოღვაწეობის დაკნინება, ნელ-ნელა და ფარულად კაპიტალიზმის აღდგენა. ამან, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო ნაციონალიზმისა და ფაშიზმის გაძლიერებას და სტალინის გასამართლებას ის ქვეყნები ითხოვენ, რომლებიც მან ფაშიზმის მონობისგან იხსნა. ევროპის ფაშისტური ძალებისგან განსხვავებით, რუსეთი ცდილობს გენეტიკური ქართველების _ სტალინისა და ბერიას _ რეაბილიტაციას. ამაზე მეტყველებს მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების მუშაობის ობიექტური გამოკვლევების მასალები, რომლებშიც მათი საქმიანობის დადებითი როლიც იკვეთება: გააუვნებლეს ბანდები, დაახლოებით 300 000 კაცი, რომლებიც დათარეშობდნენ სსრკ-ის ტერიტორიაზე, აწყობდნენ ტერორსა და საბოტაჟს. რაც შეეხება რეპრესიებს, სტალინს 1927 წლამდე, ვიდრე ტროცკი ქვეყნის სადავეებს არ ჩამოაშორა, რეალური ხელისუფლება არ ჰქონდა. ხალხს ხვრეტდნენ ლენინის, ტროცკის, ზინოვიევისა და ტუხაჩევსკის ბრძანებით. ცნობილია სტალინის რჩევა შესაბამისი სტრუქტურებისადმი: “სჯობს, 100 დამნაშავე გაამართლო, ვიდრე ერთი უდანაშაულო დასაჯო”. მისი საზრუნავი მშრომელი ადამიანის კეთილდღეობის მაქსიმალური უზრუნველყოფა იყო.

მსოფლიო დადგა რეალობის წინაშე, რომ კაპიტალიზმმა არ გაამართლა და სოციალიზმის აღდგენის წინაპირობაა შექმნილი. იმპერიალისტურმა ძალებმა თავიანთი არსებობის გასახანგრძლივებლად სტალინის ეპოქის გასამართლება დაისახეს მიზნად და, დიდი ალბათობით, ეს იდეა ამერიკელთა ბინძურ თავებში გაჩნდა, ისევე, როგორც ომებიდემოკრატიისთვის”, “მშვიდობისთვის”, “ტერორიზმის წინააღმდეგდა .. მეტიც, ამ ცხელი თავების მეცადინეობით, როკფელერებისა და როტშილდების ბიზნესიმპერიების გაერთიანების ფონზე, 2016 წელს მსოფლიოს ხელოვნურად გამოწვეული კრიზისი ელის, რაც დედამიწის მცხოვრებთა 6 მილიარდით შემცირებისკენაა მიმართული. სტალინის ეპოქის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, ნიშნავს მსოფლიოს გადამრჩენელი ღირსეული პიროვნების დანატოვარი სიკეთეების დავიწყებას.

 სწორედ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ქვეყნები – საფრანგეთი და ინგლისი ეხმარებოდნენ და უბიძგებდნენ ჰიტლერს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ. სტალინისთვის ცნობილი იყო, რომ პროვოკაციის დეტალები ბრიტანულ სპეცსამსახურებში იგეგმებოდა და პოლონელები ჩერჩილის დახმარებით ფიქრობდნენ პოლონეთის განთავისუფლებას, რომლის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლოტოვრიბენტროპის შეთანხმების თანახმად, სტალინმა ერთგვარ ბუფერად გადააქცია საბჭოთა კავშირზე ჰიტლერის მოსალოდნელი თავდასხმის შემთხვევაში.

სტალინის ძალისხმევით მოკლე დროში (1946_1952) საქართველო მაღალგანვითარებული ქვეყანა გახდა და მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული პროდუქციით მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ათეულში მოხვდა. თავის ნაშრომში “სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები საბჭოთა კავშირში” წერს, რომ რეფორმები დაფუძნებული იქნება ტრადიციებსა და მართლმადიდებლურ ღირებულებებზე. ცნობილია, რომ სტალინის ნაშრომით სოციალიზმის ეკონომიკური განვითარების შესახებ იხელმძღვანელა ჩინეთმა და დღეს მისი ეკონომიკა ერთ-ერთი მაღალგანვითარებულია მსოფლიოში.

არაერთხელ თქმულა, რომ სტალინის ეპოქა იყო დიდი აღმავლობის ხანა ჩვენი ქვეყნისთვის. ამაზე საუბრობს უწმინდესიც და მიაჩნია, რომ სტალინი დიდი სახელმწიფო მოღვაწე და მორწმუნე მართლმადიდებელი იყო. დასავლური აზროვნების მქონე საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის სახით, ამ შეფასებებს უარყოფს და სტალინის მოღვაწეობას უარყოფითად აფასებს(?!), მაგრამ ისიც საკითხავია, როგორ შეაფასებს საქართველოს მოსახლეობა ამერიკის შეკვეთით მოსული ხელისუფლების მოღვაწეობას 3 წლის თავზე.

რუსეთის იმპერიას ყველაზე აგრესიულ, მტრულად განწყობლ ქვეყნად განიხილავენ დღეს მსოფლიო ლიბერალები, მაგრამ საქართველოს რეალური მტერი ის დასავლური ძალები არიან, რომლებიც გაშმაგებით ცდილობენ, ქართველ ერს ჭეშმარიტი ღირებულებები შეუცვალონ. აი, რას ამბობს ზვიად გამსახურდია “ნაროდნაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში (1992წ., 3 ნოემბერი): როცა ამ მთავრობებს სურთ, გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ, მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისუფლება და, თუ წინააღმდეგობას წააწყდებიან, უბრალოდ, ამხობენ მას. ზვიადი ვერ მოისყიდეს და ამიტომაც დაამხეს, ხოლო შემდგომი ხელისუფლებები მოისყიდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ბატონ ბიძინას ეროვნული საქმის გაკეთება შეეძლო, თუ ღირსეულ პოლიტიკურ ძალას შექმნიდა, რომელიც ეროვნული ღირებულებების დასაცავად იბრძოლებდა, მაგრამ მან, სამწუხაროდ, ნეოლიბერალური პოლიტიკის აღზევებას შეუწყო ხელი, დასავლური ძალების მარიონეტად იქცა და ქვეყანა ამერიკარუსეთის დაპირისპირების ობიექტად აქცია, ამერიკის ოცნების განხორციელებასა და სახელისუფლო წრეების კეთილდღეობას ანაცვალა სამშობლოს მომავალი.

ჩემს ოპონენტს, რომელიც წინა წერილში ივანიშვილისადმი ჩემს დამოკიდებულებას კრიტიკულად შეხვდა, მინდა, ვუთხრა, რომ, როგორც ყველა ქართველი, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას სიხარულით შევხვდი, მაგრამ დღეს, იმის გამო, რომ ის ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებს ეხმარებოდა, კერპად ვერ ვაქცევ. ჩემი კერპი არის ჩემი სამშობლო და, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, “მეოცნებეთამსგავსად, გაგებით კი არ ვხვდები საქართველოში ცისფერი უკანალების თამაშს პოლიტიკური დივიდენდების სანაცვლოდ, არამედ ვოცნებობ, საქართველო ევროამერიკული იმპერიალიზმის ანტიქრისტიანული, ანტიმართლმადიდებლური მასონური მარწუხებიდან განთავისუფლდეს. ეს ყველა ქართველი პატრიოტის ოცნებაა. კიდევ ერთხელ განვმარტავ: ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა იყო დადებითი მოვლენა მხოლოდ იმ ვითარების ფონზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო შექმნილი, უფრო კონკრეტულად _ სახელმწიფო ტერორის, ერთპიროვნული დიქტატორული მმართველობის, შეკვეთილი მკვლელობების, კერძო საკუთრების ხელყოფის, ცილისწამების, კრიმინალის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის, სიბილწისა და უზნეობის ფონზე. ზოგი ბიძინისტი იმასაც ამბობს, _ ბიძინას გარეშე საქართველო დაიღუპებაო(?!) საქართველო დავით აღმაშენებლისა და ილიას გარეშე არ დაღუპულა და უბიძინობას როგორმე გადავიტანთ. მთავარია, გავერთიანდეთ არა კერძო პიროვნებისადმი სიმპათიის გამო, არამედ იმ იდეით, რომელიც დასავლეთს ეტყვის “არა!” და რუსეთთან აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას.

საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპის ქვეყნების მიერ სტალინის, რომელმაც გაიარა ურთულესი გზა და მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნა, ეპოქის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადება დანაშაულია. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველოში გენეტიკურად ქართველის, მსოფლიოს ფაშიზმისგან მხსნელის _ სტალინის ძეგლის დადგმას ეწინააღმდეგებიან და სანაცვლოდ მისი იდეოლოგიური მოწინააღმდეგისა და მტრის, ამერიკის ექსპრეზიდენტისრეიგანის ძეგლი გვაქვს, აგრეთვე, _ ალიევის. ეს კი ამერიკელთა დირექტივების უპირობო შემსრულებლისა და სახელმწიფოებრივი ხედვის არმქონე მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის, დამსახურებაა.

საქართველოს არაეროვნულმა ხელისუფლებამ ტყვია ესროლა ერის სიამაყეს – ილია ჭავჭავაძეს; კრიმინალმა ხელისუფლებამ ტყვია ესროლა ეროვნული ღირებულებების დამცველს _ გურამ შარაძეს; ამერიკელთა ნარჩენებით ნაკვები ხელისუფლება, რომლის “ქართული” სულიერება ვირტუალურ სივრცეშია გამოკეტილი, ტყვიას ესვრის ყველაზე მაღალგანვითარებულ ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში, რომლის დონესაც, ალბათ, ვეღარასოდეს მივაღწევთ. თვითონ სტალინს კი ამერიკელთა მიერ მოსყიდულმა ვირთხებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე, სოციალიზმი რომ დაენგრიათ. სტალინის ეპოქის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადება, ამერიკელების მიერ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან ერთად, რაც რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული პროვოკაციული ნაბიჯია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგებას არ ემსახურება, ამერიკა რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირებას ცდილობს! მხოლოდ გონებასუსტი დაიჯერებს, რომ ამერიკა ამ ნაბიჯით საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნავს! მოკლედ, ამერიკული იმპერიალიზმი, რომელიც მსოფლიოზე გაბატონებას ესწრაფვის, მიზანმიმართულ ბრძოლას უცხადებს რუსეთს და ეწინააღმდეგება ქართულ-რუსული ურთიერთობების დათბობას. ეს გარემოება ჯერ კიდევ რუსეთის ოლიმპიადის დროს გამოიკვეთა, როცა, “საქინფორმის” ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ ფაშას კალთაზე ემთხვია და მოსკოვში წასვლის ნებართვა ითხოვა, მაგრამ პასუხი შეუვალი იყო: “ჩვენ აზრს არ შევიცვლით, ევაჭრეთ ყველას, გარდა ამერიკისა”.

ამერიკა ფაშისტურ ქვეყნად იქცა და მსოფლიოს რიგ ქვეყნებში დესტაბილიზაცია შეაქვს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ნატოს საწვრთნელ ცენტრს ხსნის რუსეთთან გართულებული ურთიერთობის ფონზე, სახელმწიფოებრივ აზროვნებას მოკლებულია. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი სამხედრო ძალა, რუსეთს რომ დაამარცხებს, და საქართველომ განა რა უნდა შექმნას ასეთი? რუსეთთან დაპირისპირება საფრთხის შემცველია, რომელიც ჩვენს ძირძველ ტერიტორიებს სამუდამოდ დაგვაშორებს და “ისლამური სახელმწიფოს” გააქტიურებას გამოიწვევს კავკასიაში.

სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ძალა, რომელიც ეროვნული იდეოლოგიით იხელმძღვანელებს და იმოქმედებს, სამაგიეროდ, არსებობს “პატრიოტთა ალიანსი”, რომლის ხელმძღვანელი, ბატონი თარხან-მოურავი გვაიმედებს: “ჩვენ უკეთეს პარტნიორობას გავუწევთ მათ (ამერიკელებს?!)”. უკეთესი პარტნიორობა კი სხვა არაფერია, თუ არა ამერიკული დირექტივების უკეთესად შესრულება და უფრო მეტად დამონება დასავლური ძალებისადმი. პატრიოტებადწოდებულთა ალიანსის წარმომადგენლებს არასოდეს გაუპროტესტებიათ დასავლური ძალების მიერ წინა კრიმინალური ხელისუფლების ლობირება, სამაგიეროდ, აპროტესტებდნენ სამართლიანობის არაღდგენას, რაც, ასევე, ამერიკელთა ნების უქონლობას უკავშირდება.

ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვას უარყოფითად აფასებენ, დღეს “პატრიოტთა ალიანსის”, ანუ იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიის გვერდით დგანან. ხომ არ არის ეს თანამდებობრივი თუ საპარლამენტო სავარძლების ხიბლით გამოწვეული?

ქართული მიწა კვნესის, ქართველი პოლიტიკოსები კი ფერხულს უვლიან ერთი ქართული ანდაზის ტექსტზე: “ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო”.

იზა თამაზაშვილი

1 COMMENT

  1. ყველაფერს ჩვენებურს, ეროვნულს დასავლეთში აღიქვამენ როგორც ანტიდასავლურს. ჩვენს მიერ საკუთარი ინტერესების დასაცავად გადადგმულ ნაბიჯს კი მიიჩნევენ ნაბიჯად უკან, ან არარაობაში. ქართველებმა დროა გამოიღვიძონ და მიხვდნენ, რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს რას იტყვიან დასავლეთში. რას იტყვიან ბუკიკიო და ძმანი მისნი. ,,ჩვენ ჩვენი უნდა ვშვათ მყოობადი!\\\”

  2. am statiis zakitxwis mere tu kartweli kazi ,wer mixwdeba ,sait miakanebs ewropa da amerika ,tawisi interesebidan gamomdinare ,,,,,sakartwelos ,mashin ,arwizi ,rakwa ,,,,raz mogiwa dawitao ,kwela shemi tawitaoo ,,..natkwamia ,ase rom ,girsiz wiknebit ,i

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here