Home რუბრიკები პოლიტიკა იან კელი: “რუსთავი 2” კი არ უნდა გადარჩეს მხოლოდ, არამედ უნდა აყვავდეს...

იან კელი: “რუსთავი 2” კი არ უნდა გადარჩეს მხოლოდ, არამედ უნდა აყვავდეს კიდეც!

536

აი დიპლომატია და უცხო ქვეყანაში შენი კეთილი მიზნების დემონსტრირებაც ასეთი უნდა! ამერიკის შეერთებული შტატების ახალმოვლინებულმა ელჩმა საქართველოში პირდაპირ მოითხოვა, რომ ჩვენ ერთერთი კერძო ტელეკომპანიაავაყვავოთ”.

იან კელიმ, თავისი ამ თავხედური განცხადებით, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს რაღაც ნამდვილად ელის და “გადარჩენა-ვერგადარჩენის” საფრთხის წინაშეა.

როგორც, საზოგადოდ, ამერიკულ “მოკრძალებულ” დიპლომატიას სჩვევია, კელის არც კი უფიქრია, რომ ასეთი თავხედური და ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელი აზრების გასამყარებლად რაიმე არგუმენტი მოეყვანა. მეწილეების სასამართლო დავა ამერიკის ელჩმა ასე უაპელაციოდ გამოგვიცხადა “სამკვდრო-სასიცოცხლო” საფრთხედ და ამ ტელევიზიის “გადარჩენაც” გვიბრძანა.

კარგი, გადარჩენა კიდევ ჯანდაბას, მაგრამ მართლა გაუგებარია, უფრო მეტად როგორღა უნდა აყვავდეს ეს ქართული ტელესივრცის ყოვლად მახინჯი წარმონაქმნი?! ბიუჯეტის მილიარდები სწორედ ამ ტელევიზიას აქვს შესანსლული, ყველაზე მაღალხელფასიანი თანამშრომლებიც მათ ჰყავთ და ყველაზე დიდი “შავი ფულიც” სწორედ ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციაში ტრიალებს, რომელიც თავს რატომღაც “ტელევიზიად” ასაღებს და იქნებ ვინმემ გვითხრას, მეტი “აყვავება” რაღა უნდა იყოს, ბატონი ელჩის აზრით?

როგორც ჩანს, აყვავებული ქვეყნის ამ ტვინაყვავებულ წარმომადგენელს სურს, ეს დანაშაულებრივი ტელევიზია თავის მთავრობას ამერიკის ერთ-ერთ შტატად გამოაცხადებინოს. დიახაც! არა საქართველო, არამედ კონკრეტულად “რუსთავი 2” გახდება აშშ-ის ახალი შტატი. ნიკა გვარამია ამ შტატის გუბერნატორად დაჯდება, ხოლო გიორგი გაბუნიას ამერიკის სენატის წევრად გაიყვანენ.

აი, მერე კი ბიუჯეტიც ამერიკისა შეჭამონ და ამ ტელევიზიიდან გადმოფრქვეული უტიფარი ტყუილებიც ამერიკელ ხალხს აჭამონ…

დიახ! ეს “ზე-პროფესიონალების” ტელევიზია ასეთ ფართო არეალს იმსახურებს, თორემ, ბატონო ელჩო კელი, ჩვენ, უბრალო, მოკრძალებულ და პატარა ქვეყანას, სად გვაქვს ამათი გაბერილი ამბიციების “ასაყვავებლად” საკმარისი “ქოთანი”?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here