Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინელი დეპუტატი: კიევი მსოფლიოს ცენტრი იყო, პარიზი კი _ პროვინციული ადგილი

უკრაინელი დეპუტატი: კიევი მსოფლიოს ცენტრი იყო, პარიზი კი _ პროვინციული ადგილი

497

“XI საუკუნეში კიევი დიდი ქალაქი იყო, პარიზი კი _ პროვინციული ადგილი”, _ დარწმუნებულია კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, უკრაინის დედაქალაქის ადმინისტრაციის ექსმეთაური ვლადიმერ ბონდარენკო.

“მას რატომღაც ივიწყებენ, მაგრამ ეს სწორი არ არის. ეს ჩვენი მიწის დიდებაა, ის დიდება, რომელიც შორს წავიდა და ყველას გააგებინა, რა იყო კიევის მიწა და რა იყო პარიზი, რომელიც იმხანად პროვინციული ადგილი იყო, შორს  კიევის მიწების ცენტრისგან. ახალგაზრდობაში დავწერე ნაშრომი მე-11 საუკუნის პარიზზე… ვიცი, რას წარმოადგენდა პარიზი და რამდენი ეკლესია იყო მხოლოდ კიევში”, _ განაცხადა ვლადიმერ ბონდარენკომ კიევის საქალაქო საბჭოს კულტურისა და ტურიზმის კომისიის სხდომაზე, რომელზეც კოსიორის სკვერისთვის ანა იაროსლავნას (კიევის თავადის _ იაროსლავ ბრძენის უმცროსი ქალიშვილი, საფრანგეთის მეფის _ ანრი I მეუღლე, საფრანგეთის დედოფალი) სახელის დარქმევის საკითხი განიხილებოდა.

უფრო ადრე ფრაქცია “უდარ-სოლიდარნოსტის” წარმომადგენელმა კონსტანტინე ბრიჩუკმა კოსიორის სკვერისთვის სახელის გადარქმევის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ ანა იაროსლავნამ უდიდესი კვალი დატოვა ევროპის ისტორიაში და იქ კიევიდან შეიტანა ე.წ. რეიმსის სახარება. სინამდვილეში ლეგენდა რეიმსის სახარების წარმომავლობაზე ცოტა ხნის წინათ გაჩნდა, თვითონ ხელნაწერი კი XI საუკუნეზე გაცილებით გვიან დაიწერა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here