Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: ყველაფერი, რაც სირიაში ხდება, ამერიკელებისა და ისრაელის კონტროლით მიმდინარეობს

ანზორ მაისურაძე: ყველაფერი, რაც სირიაში ხდება, ამერიკელებისა და ისრაელის კონტროლით მიმდინარეობს

813

საქართველო და მსოფლიოსსტუმარია სახელმწიფო უშიშროების გენერალმაიორი ანზორ მაისურაძე. ეს ინტერვიუ გასული კვირის პარასკევს ჩამოვართვით.

_ ბატონო ანზორ, რით შეიძლება ავხსნათ დღევანდელი საერთაშორისო ვითარების წინააღმდეგობრივი ხასიათი?

_ უწინარეს ყოვლისა და უმთავრესად, იმით, რომ დაპირისპირებას, რომელიც არსებობდა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის სიმძაფრე არ მოჰკლებია. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამერიკამ და დასავლეთის ქვეყნებმა გადაწყვიტეს რუსეთის დაშლაც, და ნაკლები წინააღმდეგობის გადალახვით მსოფლიოში სრული ჰეგემონობის მოპოვება.

მაგრამ პრაქტიკულად არ გამოუვიდათ, რადგან რუსეთი კიდევ უფრო შეიკრა პოლიტიკურად, გაძლიერდა ეკონომიკურად და სოციალურად.

თქვენს მკითხველებს უთუოდ ახსოვთ, რომ ის ქვეყნები, რომლებშიც დაიწყოარაბულ გაზაფხულადმონათლული რევოლუციები (სინამდვილეში _ სახელმწიფო გადატრიალებები), საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ასე იყო ლიბიაში, ეგვიპტეში, სირიაში, ერაყში და .. საბჭოთა სამხედრო ინსტრუქტორებისა და სამოქალაქო კონსულტანტების გავლენა დიდი და მნიშვნელოვანი იყო.

_ სპეცსამსახურების?

_ ცხადია, თავისთავად! სახელმწიფო უშიშროების და ე.წ. გრუ-ს თანამშრომლების სიტყვა ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობდა. ისინი საელჩოს ამოფარებულნი მუშაობდნენ და დირექტივებს უშუალოდ მოსკოვიდან იღებდნენ.

_ ელჩები? ხომ არ დაგავიწყდათ, რომ საელჩოებს ისინი ედგნენ სათავეში?

_ (ეღიმება) ელჩები ვიტრინაზე გამოდებული თოჯინებივით იყვნენ. ვის რა ეკითხებოდა?!..

_ “არაბულ გაზაფხულზელაპარაკობდით.

_ დიახ. და აშშ-ის მიერ ინსპირირებულმა “გაზაფხულმა” ეს ქვეყნები არარაობად აქცია. ცნობილია, რა დაემართა ერაყს, ეგვიპტეს, ლიბიას: პრაქტიკულად დაკარგეს სახელმწიფოებრიობა, რომელიც ფორმალობად იქცა.

ეს ქვეყნები რუსეთმა მედვედევის პრეზიდენტობის დროს გაწირა.

_ ჩემი ქოხი განზე დგას?

_ დიახ. და ეს განზე დგომა რუსეთს პრობლემად შემოუბრუნდა.

სირიის შემთხვევაში კი პუტინმა საპირისპირო პოლიტიკა განახორციელა. ასეც უნდა მოქცეულიყო, რადგან რუსეთს სირიაში, კერძოდ, _ ტარტუსსა და ლატაკიაში ორი მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა აქვს. ეს ბაზები ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო და ნებისმიერი სხვა სახის პოტენციალის გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა. დღეს ეს ბაზები, როგორც ვიცი, კიდევ უფრო გააძლიერეს უახლესი აღჭურვილობით, საბრძოლო ტექნიკით, ავიაგამანადგურებლებით, ვერტმფრენებით, 2000-მდე სამხედრო მოსამსახურით, გემებითა და წყალქვეშა ნავებით.

_ ორი ბაზის გამო ღირს ისეთი დაპირისპირება, რომელიც შეიძლება საომარ მოქმედებებში გადაიზარდოს?

_ ჯერ ერთი, ამ ორ ბაზას, როგორც ვთქვი, უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მეორეც, ჯულიან ასანჟის “ვიკილიკსის” მიერ გასაჯაროებული პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, აშშ მსოფლიოს 120 ქვეყანაში 1400-ზე მეტი სამხედრო ბაზა აქვს, რუსეთს კი _ მხოლოდ 12. ასეთ ვითარებაში თითოეულ რუსულ ბაზას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და არც ერთს იოლად არავინ შეელევა. მით უფრო, რომ აშშ ახლახან ცდილობდა, ყირიმის ბაზის რუსეთისთვის ხელიდან გამოცლას. მოსკოვი ამ გამოცდილებას ითვალისწინებს.

_ მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ბაზების რაოდენობა უცხოეთში უდრის ნულს?

_ დიახ, ასეა. მაგრამ, ამ თემას თუ მივყვებით, სპეციფიკური საკითხების წრეში ჩავიკეტებით… სირიის პრობლემა განზე დაგვრჩება.

იმ უმწვავეს პროცესში, რომელიც ახლა სირიაში და მის გარშემოა განვითარებული, იკვეთება ერთი პატარა ქვეყნის, კერძოდ, ისრაელის დიდი ინტერესი

ისრაელის სახელმწიფო ყოველთვის ცდილობდა, რომ არაბული სამყარო, რომლის რკალშიცაა მოქცეული (ასეთი ქვეყანა თვრამეტია), არასოდეს გაერთიანებულიყო მის წინააღმდეგ გასალაშქრებლად, იქნებოდა ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ, მით უფრო, შეიარაღებული ძალებით შემოტევა. საამისოდ გამოყენებული ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, რომელთა შორის სპეცსამსახურების სპეციფიკური მეთოდები სულაც არ იყო მეორეხარისხოვანი.

პრესაში გავრცელებული (მათ შორის, “საქართველო და მსოფლიოში”) ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოსლიდერი ალბაღდადი ყოფილამოსადის” (ისრაელის სპეცსამსახურის) მიერ გაწვრთნილი კაცი, დედმამით ებრაელი ელიოტ შიმონი.

ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც სირიაში ხდება, ამერიკელებისა და ისრაელის კონტროლით მიმდინარეობს.

ვინც გინდა შემეკამათოს, მე ჩემს აზრზე დავრჩები, რადგან ბევრ რაღაცაში ვარ ჩახედული, კერძოდ კი, ასეთი არეულობის მოწყობის პოლიტიკურ თუ საორგანიზაციო სამზარეულოში.

უამრავი ლტოლვილი (რომლებიც ევროპას მიაწყდნენ) საკუთარი სურვილით კი არ აიყარა სირიიდან და აფრიკიდან, არამედ ამ მღვრიე ნაკადის წყალუხვობა მიგვანიშნებს, რომ ისინი გარკვეული ძალების გამიზნული და კარგად გათვლილი პროპაგანდისტული (რელიგიური) და ორგანიზატორული მუშაობის გავლენით დაიძრნენ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, იმ ქვეყნებისკენ, რომელთა შესახებ მხოლოდ ის იციან, რომ იქ ცხოვრების მაღალი დონეა.

გარკვეულ ძალებში მხოლოდ დასავლეთი არ იგულისხმება. დარწმუნებული ვარ, რომ აქ ის დაინტერესებული მხარეც მონაწილეობს, რომელსაც ხელს აძლევს საკუთარი პრობლემების გამწვავების მეთოდით ევროპა მიახვედროს, როგორი უარყოფითი შედეგების მომტანია შეერთებული შტატების, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული პოლიტიკა.

დამადასტურებელი დოკუმენტები იმისა, რასაც ვამბობ, არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მაინცდამაინც ასეა. აქეთ მივყავართ მოვლენების განვითარების ლოგიკას.

არავინ იცის, კიდევ რამდენი მილიონი ლტოლვილი მოინდომებს დასავლეთ ევროპაში დასახლებას, ვერავინ გვეტყვის, როდის შეწყდება “ხალხების ეს დიდი გადასახლება”. მით უფრო იმ ვითარებაში, როცა ეს პროცესი ყოველი მხრიდან არის ორგანიზებული, მათ შორის, ზოგიერთი არაბული სახელმწიფოს მიერაც. ხოლო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც დემოკრატიის დროშას აფრიალებენ და ადამიანის უფლებების დაცვაზე ლაპარაკით ერთობიან, ასე საჯაროდ და მსოფლიოს დასანახად ვერ წავლენ ამ ხალხის წინააღმდეგ _ ვერ დააპატიმრებენ, ციხეებში ვერ ჩასვამენ. პირიქით, ხელი უნდა შეუწყონ _ ასვან, აჭამონ და დააბინავონ, თანაც დაასაქმონ. ეს კი დიდი პრობლემა იქნება ევროპისთვის. ევროპის პრობლემა კი აშშ-ის პრობლემაც არის.

ამიტომ ხომ არ არის დაგეგმილი პუტინისა და ობამას შეხვედრა გაეროს პლენარული სხდომის ჩარჩოებში?

_ გინდათ, მიანიშნოთ, რომ ამ ორი სახელმწიფოს გარეშე არც ეს და არც რომელიმე სხვა, საერთაშორისო მნიშვნელობის პრობლემა ვერ მოგვარდება?

_ მივანიშნებ კი არა, პირდაპირ გეუბნებით, რადგან ამ მართლაც გლობალური პრობლემის წარმოქმნაში ორივე ამ სახელმწიფოს ინტერესებია ჩართული.

მოდი, ერთად განვსაჯოთ.

ლტოლვილების ნაკადის შემადგენლობისა და ინტენსივობის ანალიტიკური გაანალიზებით ექსპერტები მიდიან დასკვნამდე, რომ გაიხსნება ნარკოტრაფიკის ახალი მარშრუტები, გაადვილდებაისლამური სახელმწიფოსტერორისტების შედინება ევროპის ქვეყნებში. მაგრამ მაინც მგონია, რომ სპეცსამსახურები ისეთი ქვეყნებისა, როგორებიცაა გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი და სხვა, იმ დონისაა, რომ ასეთი გართულებები მათი კონტროლის გარეშე არ დარჩება. ძალიან ბევრი საქმე გაუჩნდათ უკვე. ხოლო უნგრეთმა ლტოლვილთა შემოტევის კალაპოტში ჩასაყენებლად არმიაც კი გამოიყენა.

ამ პრობლემების მოგვარება დიდძალი ფული ჯდება, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა.

ევროპა ამერიკასთან გადის კონსულტაციებს, ამ პროცესის რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად შეჩერების მიზნით, მაგრამ პროცესი ვერ შეჩერდება რუსეთის ჩართვის გარეშე. ამიტომ შეარბილეს რუსეთთან ურთიერთობის მკაცრი პოზიცია, შეარბილეს ტონი და აშშ-ის აქტიურობით, რუსეთის იზოლაციისა და მის მიმართ წარმოებული მკაცრი სანქციების ფონზე დაიგეგმა კიდეც პუტინისა და ობამას შეხვედრა.

_ რისი გავლენით?

_ ასეთი პრაგმატული გადაწყვეტილების მიღება, უწინარეს ყოვლისა, რეალური სიტუაციის სწორად აღქმის შედეგია.

პირდაპირ გეტყვით, თუ ამ შეხვედრის შედეგად მხარეები ერთმანეთს გაუგებენ, მსოფლიოში გლობალური პოლიტიკა შეიცვლება.

_ და მაინც _ დიპლომატიის დამსახურება იქნება ის, თუ სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი?

_ ერთს გეტყვით: ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ხალხის ამ მასის ევროპაში გადაადგილება კარგად მოფიქრებული და განხორციელებული ოპერაციაა, რომელსაც ჩვენს ენაზეაქტიური ღონისძიებაეწოდება.

_ ტერორისტული დაჯგუფებაისლამური სახელმწიფოსარსებობა მაინც რა მიზანს ემსახურება? ვის აძლევს ხელს კაცობრიობის, ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი ის დანაშაულები, რომელთა მოწმე მსოფლიოა?

_ ის, რაც ვნახეთ _ ქრისტიანების მასობრივი დახოცვა (და არა მხოლოდ ქრისტიანების), ყელის გამოჭრა ტელეკამერების წინ, საკაცობრიო მნიშვნელობის მქონე კულტურული ძეგლების განადგურება, მხოლოდ პირველი ეტაპია. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტები ყველანაირ მეთოდს იყენებენ ბირთვული იარაღის ხელში ჩასაგდებად, რათაჯიჰადის წმინდა ცეცხლით ამობუგონ ურწმუნოთა მთელი მოდგმა”.

ჯინს რომ ბოთლიდან ამოუშვებ, მისი უკან დაბრუნება შეუძლებელი ხდება.

ამერიკელებს სირიაღა რჩებათ გასანადგურებელი. სირიას ირანი და რუსეთი იცავს. სირიის “ციხე შიგნიდან უნდათ გახეტონ”. ამიტომ გააჩაღეს ბრძოლა “დიქტატორ” ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ, თითქოს იგი არალეგიტიმური პრეზიდენტია, ალავიტების წარმომადგენელი, რომლებიც (ალავიტები) სირიაში უმცირესობაა, მაგრამ ამდენი წელიწადია, მართავენ ამ ქვეყნის უმრავლესობას.

შიგნიდან წყლის ამღვრევა ვის შეუძლია? _ იმ ქვეყნებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან და საამისო გამოცდილება აქვთ. რომელი ქვეყნები იგულისხმება? _ ამერიკის შეერთებული შტატები და, რა თქმა უნდა, ისრაელი. ხომ უკვე ვთქვით, რომ ისრაელმა თავისი სპეცსამსახურის პროფესიონალი, “მოსადშიგაზრდილი ელიოტ შიმონი ათასნაირი ხერხითა და ხრიკით (ჯერ ვითომ ციხეში ჩასვეს, შემდეგ ვითომ იქიდან გაათავისუფლეს) “ისლამური სახელმწიფოსლიდერად გაამწესა.

ფაქტი თემაში

ასეთი პრაქტიკა უცხო არ იყო საბჭოთა კავშირისთვისაც, ამიტომ გასაკვირი და მოულოდნელი ამაში არაფერია. ქურთების ლიდერი მუსტაფა ბარზანი თავის დროზე საბჭოთა კავშირმა შეიფარა, ოღონდ საიდუმლოდ. ბარზანი თბილისშიკურტნის მუშადიყო. ზემელზე, სადაც ახლაკინოს სახლია”, პატარა შენობის სარდაფში იყო ქურთების მუშათა პარტიის არალეგალური ოფისი. ბუნდოვნად მახსოვს, იქ მუშის დასაქირავებლად რომ ჩამიყვანა მამაჩემმაეს მემუარისტულ ჩართვად ჩამითვალეთ, ბატონო ანზორ!

_ საქმე ის არის, რომ ისრაელს ადრე ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქურთების მუშათა პარტიასთან და აქტიურად იყენებდა ამ ძალას მეზობელ არაბულ სახელმწიფოებთან მოსალოდნელი სამხედრო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. ამაზე “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებს ერთხელ უკვე ვესაუბრე. ბარზანის გარდაცვალების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. დღეს ამ რეგიონში გაძლიერებულია თურქეთის გავლენა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქურთების ავტონომიზაციას. ისლამური სახელმწიფოგანსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობა ქურთებს, რომლებიც თავგანწირვით ებრძვიან ისლამისტ ტერორისტებს, რადგან მისი (“ისლამური სახელმწიფოს”) გამარჯვების შემთხვევაში საბოლოოდ მოესპობათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობა. არაბულ სამყაროში, შეიძლება ითქვას, ისეთი ვითარებაა, რომ ყველა ყველას ებრძვის, რაც, საბოლოო ჯამში, საკუთარი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლად ტრანსფორმირდება.

_ არაბული სახელმწიფო ერთიანი კონგლომერატი რომ არ არის, აქედანაც ჩანს

_ მრავალფეროვანი და განსხვავებულია, რა თქმა უნდა. წლების განმავლობაში ამ სივრცეში მუშაობის გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ასეა. ისტორიულად ასეა. ხალიფატის დაშლის შემდეგ ყალიბდება 18 ახალი სახელმწიფო _ მაროკო, ალჟირი, ლიბია, სუდანი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი და ასე მიყოლებული. მათ შორის ყოველთვის არის გარკვეული დაპირისპირება, რომელსაც, როგორც გითხარით, კარგად იყენებს ისრაელი მათი (ამ ქვეყნების) პოზიციების დასასუტებლად, მათი ერთიანი ფრონტის შექმნის დაუშვებლობის მიზნით. ამჟამად კი ისეთი ვითარებაა, რომ სირიას, ეგვიპტეს, ერაყს თავიანთი გაჭირვება აქვთ, ლიბიაზე აღარაფერს ვლაპარაკობ, ხოლო იქით _ სუდანსა და სხვა ქვეყნებში რა ხდება, პირდაპირ საოცარია.

გულახდილად გეტყვით, მივესალმები ისრაელიანთა პოლიტიკას, რომლებიც ასე გონივრულად და საკუთარი შესაძლებლობების _ როგორც ქვეყნის ძალებით, ასევე საერთაშორისო თანადგომის _ მაქსიმალური გამოყენებით, ეფექტიანად იცავენ თავიანთ სახელმწიფოს.

_ გასულ კვირაში ისრაელის პრემიერმინისტრი ჩავიდა მოსკოვში და დახურულ კარს მიღმა შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ოფიციალური ცნობით, სირიის კრიზისის დაძლევაში შეთანხმებული მოქმედების საკითხის გადასაწყვეტად.

_ გასაკვირი არაფერია. ამ რეგიონში რუსეთისა და ისრაელის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ რა კუთხით, ეს არის საკითხავი. რეალურად რაზე ილაპარაკეს, არ ვიცით და, ეტყობა, ვერც გავიგებთ. ჩემი ეჭვების შესახებ კი უკვე მოგახსენეთ.

_ ყოველ შემთხვევაში, არაბულ ქვეყნებში დემოკრატიული მმართველობის დამყარებაზე არ ისაუბრებდნენ

_ რა დემოკრატია, რის დემოკრატია!.. ერაყში სადამ ჰუსეინის დიქტატურის დასამხობად და იქ დემოკრატიული წყობილების დასამყარებლად ამერიკელები რომ შევიდნენ, თქვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ვთქვი: როგორ შეიძლება დემოკრატიაზე ლაპარაკი ისეთ ქვეყნებში, სადაც შეიხებს 50-50 ცოლი ჰყავთ-მეთქი, “ჭაობის შეიხებს”, რომლებიც ტიგროსისა და ევფრატის შეერთების უზარმაზარ ტერიტორიაზე წარმოქმნილ დაჭაობებულ მხარეში ცხოვრობენ სახელმწიფოც ისინი არიან და იმ ხალხის მამა-მარჩენლებიც. ჩემი თვალით ვნახე: საუკუნეები უნდა გავიდეს, ჩვენს დროს რომ მოუახლოვდნენ.

“დემოკრატია” შირმა იყო, ბლეფი. მთავარი და ერთადერთი მიზანი ნახშირწყალბადის საბადოების ხელში ჩაგდება იყო, რაც მოახერხეს კიდეც.

დემოკრატია კი არა, ჯულიან ასანჟისვიკილიკსისსაშუალებით გავრცელებული საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ, მაგალითად, სირიაში აშშის მიერ ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის პოლიტიკას ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას ჩაეყარა საფუძველი _ 2006 წელს მას უკვე განზრახული ჰქონდა ასადის მთავრობის დამხობა.

_ და კვლავ საქართველო, ბატონო ანზორ. ვთქვათ, მიგვიღეს ევროკავშირში (ან მის გარეშე) და დაგვიდგინეს ლტოლვილების მიღების კვოტა ისე, როგორც გასულ კვირაში გაუნაწილეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მაშინ რა გვეშველება?

_ (ეცინება) ჩვენ, თვითონ, სხვაგან გავრბივართ, აქეთ ვინ მოვა?! ვინ მოიხიბლება ჩვენი ცხოვრების დონით?! ლტოლვილები აქ არ მოვლენ. საბერძნეთში არ დარჩნენ, იტალიაში არ გაჩერდნენ, არც გაჩერდებიან. იმ ქვეყანაში მოისურვებენ ცხოვრებას, სადაც პენსია 160 ლარია?!

ასე რომ, ლტოლვილების მასობრივი შემოსევა ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here