Home რუბრიკები პოლიტიკა ერთი-ორი “ელგებეტე” არ უნდა გვყავდეს მთავრობა-პარლამენტში?

ერთი-ორი “ელგებეტე” არ უნდა გვყავდეს მთავრობა-პარლამენტში?

1477

ემანსიპაცია ლათინური სიტყვაა და, საზოგადოდ, უფლებრივად გათანასწორობას ნიშნავს. პირველად ეს სიტყვა ქალთა უფლებების, უფრო ზუსტად, ქალთა უუფლებობის კონტექსტში გახდა აქტუალური XIX_XX საუკუნეების მიჯნაზე ევროპაში, სადაც ისეთი კლასიკური დემოკრატიის ქვეყანაშიც კი, როგორიც ბრიტანეთია, ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ ჰქონდათ და, ხომ წარმოგიდგენიათ, სუსტი სქესის წარმომადგენლები რა დღეში იქნებოდნენ ევროპის სხვა, ნაკლებად დემოკრატიული ტრადიციების ქვეყნებში?

აღარაფერს ვიტყვი აშშ-ზე, რომელმაც თავის დროზე გენოციდი მოუწყო აბორიგენ ინდიელებს, და გენოციდს გადარჩენილთა შთამომავლებს ახლა ისე თუ იხილავთ საკუთარ სამშობლოში, როგორც სამუზეუმო ექსპონატებს;

ამერიკელებზე, რომლებმაც ისე გაანადგურეს ასიათასობით იაპონელი ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, როგორც საცდელი ვირთხები;

ამერიკაზე, სადაც, ემანსიპაცია იქით იყოს და, აგერ, ახლახან, გასული საუკუნის 70-იან წლებამდე, ჯიშიან ძაღლებს მეტი უფლებები ჰქონდათ, ვიდრე ზანგებს, რომლებსაც კუ-კლუქს-კლანელი რასისტები ხოცავდნენ და ცოცხლად წვავდნენ…

ბედის ირონია და ცინიზმია, როდესაც დღეს სწორედ აშშ იჩემებს მსოფლიო დემოკრატიის ბაირახტრობას და, აქედან გამომდინარე, .. ადამიანის უფლებების დაცვის ექსკლუზიურ უფლებას მსოფლიოში; აშშ, რომელმაც, ვნახეთ, “დემოკრატიული დაბომბვებითროგორი დემოკრატია დაამყარა და როგორ დაიცვა ადამიანის უფლებები ბალკანეთში (დაშლილდაქუცმაცებულ ყოფილ იუგოსლავიაში), ერაყში, სირიაში, ლიბიაში, ეგვიპტესა თუ ტუნისში _ ამ ახლო წარსულში ელიტური ტურიზმის ქვეყნებში, რბილად რომ ვთქვათ, დესტაბილიზაცია სუფევს ქაოსისა და ტერაქტების თანხლებით, რომელთა გამოც მხოლოდ გიჟი თუ გარისკავს ამ ერთ დროს ტურისტულ მექაში დასასვენებლად წასვლას, რადგან, დიდი ალბათობით, დასვენება შეიძლება გასვენებად ექცეს

არავინ დავობს იმაზე, რომ ნატოს (წაიკითხე _ აშშ) მიერ დაბომბილი ე.წ. არაბული გაზაფხულის ქვეყნების მმართველები ავტორიტარები, გნებავთ, დიქტატორები იყვნენ, მაგრამ რა მიიღო მსოფლიომ ამ რეჟიმების გარედან ძალისმიერი მეთოდით დამხობით?

რა და _ ავტორიტარული რეჟიმების ნანგრევებზე აღმოცენდა შუასაუკუნეობრივი სისასტიკის ტერორისტული დაჯგუფება, ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს წალეკვით ემუქრება, და ასიათასობით დევნილი (მათი რაოდენობა მალე მიაღწევს მილიონებს), რომლებიც “ისლამური სახელმწიფოს” კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიებიდან თავქუდმოგლეჯილი გარბიან და უკვე “დავარცხნილ”, მაძღარ ევროპას ისლამიზაციით წალეკვას უქადიან.

ამერიკის მარიონეტი ევროკავშირი მიხვდა თავის შეცდომას, რომ ყველაფერი ამერიკისთვის დაუფიქრებლად თავის კანტურის ბრალია, მაგრამ რაღა დროს _ რა დამცავი კედლებიც უნდა ააგონ უნგრეთის მსგავსად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაუგონარი მაშტაბების მიგრაციას ვერაფერი შეაჩერებს.

თუმცა რაღა შორს მივდივართ, საქართველოში იგივე არ ხდება?

მართალია, ჯერჯერობით ნატოს ავიაციას არ დაუბომბვივართ, მაგრამ იდეოლოგიურად რომ დაგვბობეს და მარიონეტული ხელისუფლების თავის კანტურით, “დემოკრატიის შუქურა” სააკაშვილის ხელით რომ დაშალეს და დააქუცმაცეს საქართველო, ტყუილია?

ანალოგიური რამ ხდება და უარესიც ჩვენს მოძმე უკრაინაში.

ისტორიულკულტურულად ერთი ერი _ უკრაინელები და რუსები _ სამკვდროსასიცოცხლოდ გადაჰკიდეს ერთმანეთს ვიქტორია ნულანდისპონჩიკებითდა, საქართველოსი არ იყოს, უკრაინაც მარტივ მამრავლებად დაშალეს.

ამ ყველაფერში მთავარ დამნაშავე ამერიკას და მის უპირველეს მოკავშირე ბრიტანეთს რა ენაღვლებათ! ერთი _ ატლანტიკის ოკეანით, მეორე კი ლა-მანშის სრუტით არის დაცული მათ ტერიტორიებზე დევნილთა მასობრივი შეჭრისგან. ამერიკა კი ცინიკურად აცხადებს, რომ 10 000 დევნილს მიიღებს, რაც ზღვაში წვეთია.

თავის მხრივ, ევროპის უძლიერესი ეკონომიკების მქონე საფრანგეთ-გერმანიამაც უარი თქვეს თავდაპირველ “ჰუმანიზმზე” და “უპრაგონოდ” აღარ აპირებენ დევნილთა მიღებას, ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებიც არაბ ლტოლვილებს დაწესებული კვოტების მიხედვით მიიღებენ, სანაცვლოდ ფინანსურ დახმარებას ჰპირდებიან. ასეთ ქვეყნებში დასავლეთისშნირისაქართველოც იგულისხმება და, თუ ვერცხლისმოყვარე ჩვენს მთავრობას ხელი წაუცდა, “ავშენდებით” _ მერე რა, რომ ჩვენი ლტოლვილებისთვის ვერ მოგვივლია, მთავარი ხომ ევროპული სოლიდარობაა?!

ვფიქრობ, საკმარისად ვისაუბრე ამერიკული დემო(ტ)რაკიის პოლიტიკურ-სამხედრო ექსპანსიის არსზე და ახლა დროა, იმ თემას მივხედო, რომელმაც დამსვა წერად წერილისა…

გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სსრკ-ის დანგრევამდე ჩემი თაობის წარმომადგენლებს დასავლეთის რადიოსადგურებისგან ყურები გვქონდა გამოჭედილი საბჭოეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რაც, უპირველესად, სიტყვის, პრესის, შეკრება-მიტინგების შეუძლებლობას გულისხმობდა ძია სემის მიერ “ბოროტების იმპერიად” შერაცხილ საბჭოეთში.

ჰოდა, ჩვენც ვეძგერეთ და დავანგრიეთბოროტების იმპერია”, მაგრამ, როგორც შემდეგ იმპერიის ნანგევებში მოყოლილებმა აღმოვაჩინეთ, საბჭოთა კავშირი სოციალურად ყველაზე სამართლიანიბოროტებაყოფილა კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ახლა, აგრესიული ნეოლიბერალიზმის, გნებავთ, ნეოტროცკისტთა შემოტევის ჟამს, ადამიანის უფლებებში ზემოჩამოთვლილი საბჭოური შეზღუდვები რადგან აღარ არსებობს (რაც გინდა, იყვირე, თქვი…), ამ ე.წ. და ყბადაღებულ უფლებებში აპრიორი იგულისხმება სექსუალურ უმცირესობათა თუ სატანისტური სექტების უფლებების დაცვა.

სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი აგრესიული სექტის, იეღოვას, მოწმეთა მთავარი ოფისი აშშ-ში მდებარეობს და იქიდან ფინანსდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული ფილიალები.

მას შემდეგ, რაც .. 26 ივნისს ამერიკის ტერიტორიაზე ზარზეიმით დააკანონეს ერთნაირსქესიანთა თუ ტრანსგენდერთა, მოკლედ, ლგბტთა ქორწინება, აშშ, სატანისტურთან ერთად, პედერასტების მექადაც მოგვევლინა?!

ახლა, ვითომ რაო? _ სვამენ კითხვას ჩვენი ნეოლიბერალი პოლიტიკოსები თუ ე.წ. ასოები (არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, ასევე, ოკეანის გაღმიდან ფინანსდებიან) და იქვე თვითონვე უპასუხებენ: მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის მუქარა-დაპირებისა, ლგბტ “სიკეთეებს” სრულიად მსოფლიოში და, პირველ რიგში, აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებში დავნერგავთო, _ საქართველოს ლგბტ-ზაცია არ მოხდებაო.

თუმცა პოლიტიკოსი-ასოები ჯერჯერობით ერიდებიან თქმას ერთი სიტყვისა _ “ჯერჯერობით” და საქართველოს მიმართ ამ “ჯერჯერობით”-ს ქვემოთ “გავშლი”…

ამერიკის ხელისუფლებას ჯერჯერობით საკუთარ სამწყსოში აქვს ლგბტზაცია შეუქცევადად დასანერგავი. ამის მაგალითად გამოდგება აშშში ერთი ამერიკელი მოხელე ქალბატონისგასროკვაჩვენში ავადსახსენებელი .. ანტიდისკრიმინაციული კანონის ძალით, ქალბატონისა, რომელმაც რელიგიური მრწამსის გამო გაბედა და უარი უთხრა ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების რეგისტრაციაზე!..

შემდეგ პრესაში გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ თეთრ სახლში რომელიღაც თანამდებობაზე პირველი ტრანსგენდერი (კაცად გადაკეთებული ქალი თუ პირიქით) დაუნიშნავთ.

აბა, იმაზე ხომ აღარავინ ნერვიულობს ამერიკაში, რომ, ბარაკ ობამას მეცადინეობით, აშშ-ის ჯარში (ნატოშიც) პედერასტების მსახურება ჩვეულებრივი ამბავია. ჰოდა, არც გაცხადებული პედერასტის, ვინმე ერიკ ფენინგის აშშის სახმელეთო ჯარების მინისტრად დანიშვნა შეუცხადებია ვინმეს.

ისე, კაცმა რომ თქვას, თავშიც ქვა უხლიათ და, თუ უნდათ, ცალკე სენატ-კონგრესიც შეუქმნიათ ლგბტ-თათვის, მაგრამ საარხეინოდ რომ არ გვაქვს საქმე ქართველებს?!

ზემოხსენებული მაგალითები იმის დემონსტრირებაა, რომ 26 ივნისს ამერიკა ისე, სიტყვაზე კი არ გაპედერასტებულა, არამედ ზემოთ აღნიშნული დანიშვნებით ხაზი გაუსვეს, რომ არა მხოლოდ ქალთა ემანსიპაციისთვის უნდა იბრძოლონ, არამედ ლგბტთა ემანსიპაციისთვისაც.

სხვათა შორის, “ევროვიზიის”კონკურსში კონჩიტა მარტინესის “გამარჯვებაც”, როგორც იტყვიან, ამ ოპერიდანაა…

სიტყვამ მოიტანა და, დასავლეთიდან კიდევ ერთი კეთილი კანონის გადმოტანას აპირებენ _ მომავალში საარჩევნო სიებში დადგენილი კვოტით, ყოველი მეორე თუ მესამე, ანუ პარლამენტის დეპუტატთა ნახევარი ან მესამედი ქალები უნდა იყვნენ.

ქალების საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს საქართველოში, სადაც, ეეე, ჯერ კიდევ როდის თქვა სულმნათმა შოთამ _ “ლეკვი ლომისა სწორია!”, მაგრამ ყოველგვარი კვოტა ვიღაცის ან რაღაცის დისკრიმინაციაა და ამ შემთხვევაში _ მამაკაცების.

თუმცა ეგეც იქეთ იყოს _ მანდილოსანთა პატივისცემით, მაგ კვოტასაც დავთანხმდებით, მაგრამ მე იმის მეშინია, რომ, როდესაც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე საკუთარ ქვეყანაში დაალაგებს პედერასტულ ემანსიპაციაკვოტებს, მერე ჩვენც გვიკარნახებს, რამდენი პედერასტი უნდა გვყავდეს პარლამენტსა და მთავრობაში.

მართლაც, თემიკო ჩირგაძის გმირის არ იყოს, ერთი-ორი კარგი მარკშეიდერი (წაიკითხე _ პედერასტი) არ უნდა გვყავდეს მთავრობა-პარლამენტში?

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ბატონო დავით,დარწმუნებული ბრძანდებით,რომ უკვე არ გვყავს 1-2 მარკშეიდერი/?/,მხოლოდ დაფარულად.პარლამენტშიც და მტავრობაშიც ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here