Home რუბრიკები ბლოგი “ისლამური სახელმწიფო“- ამერიკის მეკავშირე თუ მესაფლავე?

“ისლამური სახელმწიფო“- ამერიკის მეკავშირე თუ მესაფლავე?

809

 “ისლამური სახელმწიფო“-სა და აშშ-ის ურთიერთობები რამდენიმე, ერთმანეთსაგან განსხვავებულ ეტაპს მოიცავს:

1.ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმოქმნის პროცესზე.

როგორც ცნობილია, მოცემულ რეგიონში, კერძოდ ერაყში, ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზს ამერიკის ამ ქვეყანაში შეჭრა წარმოადგენდა, დიქტატორ სადამ ჰუსეინის ჩამოგდების საბაბით. თუმცა, ამერიკული ისტებლიშმენტის არაერთი განცხადების მუხედავად, ერაყის ხელმძღვანელობის კავშირები ალ-ქაიდასთან არ დადასტურდა-  მისი აქტივიზაციის მიზეზი კი სწორედ ამერიკული ოკუპაცია იყო.

 შტატებსა და ალ-ქაიდას შორის მრავალი წლის მანძილზე მიმდინარე ომის განმავლობაში ოკუპირებულ ერაყში, უკვე მეორედ, საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლის შემდეგ, შეიმჩნეოდა ე.წ. „მწვანე ინტერნაციონალის“ დიდი გააქტიურება- ამერიკის წინააღმდეგ ჯიხადის განსახორციელებლად, მთელი ისლამური მსოფლიოდან, უამრავი ისლამისტი ჩავიდა. ერაყელი სუნიტები, ოკუპაციისა და შიიტების დემარშის შემდგომ, აშკარად რადიკალურ გზას დაადგნენ და ღიად გამოხატავდნენ სიმპატიას ჯიხადისტების მიმართ. ქვეყანაში ასეულობით ტერორისტული ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, ზოგიერთი მათგანი გაერთიანდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

2. გარკვეულ ეტაპზე აშშ და „ისლამური სახელმწიფო“  ერთ და იგივე მიზნებს ისახავდნენ.

 2010 წელს, ობამას ადმინისტრაციამ  ბაშარ ასადის ლიკვიდაციის „შეკვეთა“ მიიღო  არაბეთის რამდენიმე მონარქიისგან. მოცემული ამოცანის რეალიზაციის ინსტრუმენტს სირიის „ზომიერი ოპოზიცია“, მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტერორისტები და რამდენიმე ისლამური ორგანიზაცია წარმოადგენდნენ.

რადგანაც, „ისლამური სახელმწიფოს“ ბაშარ ასადთან ბრძოლა ერთ-ერთ  პრიორიტეტულ ამოცანად მიაჩნდა, მან  ამერიკელებისგან მიიღო გარკვეული მხარდაჭერა, რაც კერძოდ გამოიხატებოდა ამ მიმართულებით მოქმედების სრულ თავისუფლებასა და ყველა დაბრკოლების მოხსნაში, ეს იყო ფაქტიურად „მწვანე შუქის“ ანთება სირიის კანონიერად არჩეული პრეზიდენტის   წინააღმდეგ ბრძოლაში.

გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, „ისლამური სახელმწიფო“ მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას იღებდა თურქეთისგან და კიდევ რამდენიმე არაბული მონარქიისგან. რადგანაც, მომავალი „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი ბირთვი შედგებოდა ყოფილი მსჯავრდებულების, ჯარისკაცების და ისლამისტებისგან, დაჯგუფების ეფექტურობაში ეჭვი არავის შეჰქონდა.

3. შემდეგ ეტაპზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ სრული სუვერენიტეტი მოიპოვა.

 „ისლამური სახელმწიფო“ სარგებლობდა ამერიკელებისგან გაცემული, სრული კარტ-ბლანშით, მათი და კიდევ რამდენიმე არაბული სახელმწიფოს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით,  ის აგრეთვე გაძლიერდა სადამ ჰუსეინის ყოფილი ოფიცრების თავის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ სტრუქტურებში შერწყმით. შედეგად, „ისლამური სახელმწიფო“ ჩამოყალიბდა, როგორც გარე ძალებისგან დამოუკიდებელი მოთამაშე,  მომავალში, დაამყარა  კონტროლი სირიისა და ერაყის ნედლეულის ბაზაზე,  „ისლამური სახელმწიფო“ სრულ ფინანსურ თვითუზრუნველყოფაზე გადავიდა.

 მოცემულ ეტაპზე,  ამერიკული სტრატეგიის რეალიზაციის ინსტრუმენტის შიგნით, დასრულდა საკუთარი იდეოლოგიური, სამხედრო და მმართველობითი ბაზის ფორმირების პროცესი.

4.  დღევანდელ დღეს, „ისლამური სახელმწიფო“, რეგიონში, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიისთვის ძირითად საფრთხეს  წარმოადგენს.

 “ისლამური სახელმწიფოს“ შეტრიალებამ ერაყისკენ, ამერიკის მთელი სტრატეგია რეგიონში საფრხის ქვეშ დააყენა, რადგანაც ერაყი ტრადიციულად  ამერიკის პასუხისმგებლობის ზონად ითვლებოდა.

პირველ რიგში,  დიდი კითხვის ქვეშ დადგა ამერიკელების მიერ ერაყის ოკუპაციის მიზანშეწონილობა, რომელიც მიმდინარეობდა დემოკრატიზაციისა და შიდაპოლიტიკური სისტემის  სტაბილიზაციის ლოზუნგებით. შედეგად, სისტემა გამოდგა საკმაოდ არამყარი, არმია- აბსოლუტურად უმოქმედო, ქვეყანა კი, ამერიკელების რეპუტაციის მსგავსად, ოთხ ნაწილად დაიქსაქსა.

მეორე,  ვაშინგტონის კოლოსალურმა ფინანსურმა დაბანდებამ ( 1 ტრილიონ დოლარზე მეტი) ერაყის „დემოკრატიზაციაში“, სამართლიანად დაიმსახურა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე გაუმართლებელი და უსარგებლო ინვესტიციის წოდება.

მესამე,  ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ეფექტური და ფასდაუდებელი სამხედრო პარტნიორის, იმიჯი, რომელსაც შესწევს უნარი ფეხშიშველა აბორიგენებისგან შექმნას თანამედროვე და პროფესიონალური არმია, ნულზე გამრავლებული აღმოჩნდა.

მეოთხე,  მთელი მსოფლიო დარწმუნდა იმაში, რომ აშშ-ს არ ჰყავს მოკავშირე, თავად აშშ-ის გარდა, ერაყი, ისევე, როგორც ათეულობით მისი წინამორბედი, ამერიკელებმა მიატოვეს და ბედის ანაბარა დატოვეს ქვეყნისათვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში.

მეხუთე,  „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებების კანონზომიერი შედეგია ირანის გავლენის მნიშვნელოვანი  გაძლიერება ქვეყანაში- დღესდღეობით, ერაყის ერთი ნაწილი ირანის სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამერიკელებს და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის სოლიდარობა, სირიის საკითხთან მიმართებაში, რომელიც დასაწყისში არსებობდა,  ამჟამად უკვე გაქარწყლებულია.

თუ ადრე, ამ დაჯგუფების ფორმირებისას, ამერიკელები მას განიხილავდნენ, როგორც ინსტრუმენტს-  რეგიონში საკუთარი მიზნების მისაღწევად, დროთა განმავლობაში, მოვლენების მსგავსი განვითარება ვაშინგტონისთვის მიუღებელი ხდება, რადგანაც მასში აღმოაჩინეს რიგი კრიტიკული საფრთხეები.

პირველი, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა და მის კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ გაკონტროლება, გამოიწვევს ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ პროვინციებში მცხოვრები მოსახლეობის ტოტალურ გენოციდს. ეჭვგარეშეა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები გაწყვეტენ ალავიტებს, სომხებს, დრუზებს, ასირიელებს, ზოგადად ქრისტიანებს და სხვა ნაციონალურ, რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებს. ყველაზე მცირე, გაწყვეტენ 4-5 მილიონ ადამიანს.

როგორც ჩანს,  ამერიკელები ხვდებიან, რომ ისინი გენოციდს ბანალურად უკვე ვეღარ უპასუხებენ, კერძოდ: შეშფოთება-აღშფოთებით, გაეროს დეკლარაციით, თუ სრული იგნორირებით, არა  მაღალი იდეალებისადმი ერთგულების გამო, არამედ იმიტომ, რომ გენოციდის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახმელეთო ოპერაციის ჩატარების გზით, რისთვისაც ამერიკელები მზად არ არიან.

მეორე, სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენის გაძლიერება გამოიწვევს სამხედრო დაპირისპირებას კონფლიქტის ყველა მხარეს შორის, ე.წ. „“ზომიერი ოპოზიციის“ ბოევიკების ჩათვლით, რომლებსაც  მატერიალურ-ტექნიკურ, ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას სწორედ ამერიკელები უწევენ. მრავალრიცხოვანი ისლამური დაჯგუფებების გადარჩენის შანსები, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, ძალზედ მცირეა, ვაშინგტონს კი, როგორც ცნობილია, საკმაოდ მტკივნეული რეაქცია აქვს საკუთარი ჯიბის ისლამისტების განადგურებაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეტაკებები არაერთგზის იყო დაფიქსირებული სირიის ჩრდილო პროვინციებში, სადაც აქტივებისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს „ისლამური სახელმწიფო“-ს და „ჯებხატ ან-ნუსრა“-ს ბოევიკები შეეჯახნენ.

მესამე, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა და მის კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ გაკონტროლება, გამოიწვევს „ისლამური სახელმწიფოს“ საკმაოდ გაძლიერებას, რაც გამოიხატება საზღვაო პორტებზე გასვლასა, დატოვებული რესურსების, კერძოდ, სამხედრო ტექნიკის, ხელში ჩაგდებაში. რადგანაც ომი ამ რეგიონში დამთავრებულად ჩაითვლება, ადვილი წარმოსადგენია, რომ შემდეგ ისინი სამხრეთისკენ დაიძრებიან, კერძოდ კი მექას და მედინას მიმართულებით და  ერაყის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას დააპირებენ, რაც, ორივე შემთხვევაში, გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს რეგიონში ვაშინგტონის პოლიტიკას.

თუ განვაგრძობთ „ისლამური სახელმწიფოს“ განხილვას, რეგიონში, ამერიკული სტრატეგიის ფარგლებში, შუნდა გამოვყოთ ორი შეხების წერტილი:

პირველი- ვაშინგტონის მისწრაფება მაქსიმალურად შეამციროს ირანის გავლენა ახლო აღმოსავლეთში, იმის ხარჯზე, რომ თეირანს უწევს საკმაოდ დიდი მატერიალურ-ტექნიკური, სამხედრო და ფინანსური ხარჯების გაწევა ალმოკიდებული ერაყისა და სირიის მხარდასაჭერად.

მეორე- ვაშინგტონის მისწრაფება, მაქსიმალურად შეასუსტოს ბაშარ ასადის სახელისუფლებო ჯარები, ანუ გაატაროს სირიულ ხორცსაკეპ მანქანაში ყველა ჯურის ლოიალისტი, რის შედეგად პროამერიკულ სირიის „ზომიერ ოპოზიციას“ გაუჩნდება შანსი დაასწროს სხვებს და დაიკავოს სანაპირო ტერიტორიები და დამასკო.

მიუხედავად იმისა, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შესწევს ძალა მიაყენოს რიგი კრიტიკული დარტყმები ამერიკულ სტრატეგიას რეგიონში და გაანულოს მისი ისედაც დაცემული რეპუტაცია მთელ მსოფლიოში, შეერთებული შტატები აგრძელებან ბალანსირების პოლიტიკას კონფლიქტის ყველა მხარესთან მიმართებაში, მიაჩნიათ რა, რომ  ამერიკას სწორედ „შეკავებისა და საპირწონეების“ პოლიტიკა გამოიყვანს გამარჯვებულს ამ კონფლიქტიდან. ამერიკელები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ გზით ისინი მოიშორებენ ბაშარ ასადს და  „ზომიერი ოპოზიცია“ ხელისუფლების სათავეში მოექცევა, რუსეთს ახლო აღმოსავლეთიდან დიდი ხნით გამოაგდებენ, და ერაყს საბოლოოდ  დააყენებენ მუხლებზე, ირანი კი გვერდზე გაჩოჩდება, ხოლო ანტიტერორისტული კოალიცია, ამერიკელების მეთაურობით, „ისლამურ სახელმწიფოზე“  მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებს.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ დღესდღეობით, სრულ სუვერენიტეტს ფლობს და ატარებს აბსოლუტურად დამოუკიდებელ პოლიტიკას, ის კვლავ წარმოადგენს აშშ-ის ახლო აღმოსავლეთური სტრატეგიის ერთ-ერთ ინსტრუმენტს, რომელიც თავისი პირდაპირი თუ ირიბი კონტროლით ერაყისა და სირიის მრავალრიცხოვან დაჯგუფებებზე, აგრეთვე ანტიტერორისტული კოალიციის საავიაციო დარტყმების დახმარებით, ცდილობს გადააკეთოს სათავისოდ რეგიონის რუქა.

საუკუნოვანი პრინციპი „გათიშე და იბატონე“ კვლავ აქტუალურია!

კონსტანტინე ჩიკვილაძე

1 COMMENT

  1. ქათამმა თხარაო და მისი დასაკლავი დანა გამოთხარაო!!!მაგრამ,მგონი მთელი სამყარო ეწირება.

  2. ıslamurı saxelmcıpos mızanıa mtelı samkaro akcıon muslımanebad da ısını ar apıreben esadıs damarcxebıs shemdeg gacherebas tu ar moxda am terorıstebıs shechereba sakme dzalıan cudad gvekneba da n,matı shechereba dıdma dzlıerma kveknebma gaertıanebıt da ertad mokmedebıt unda shesdzlon

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here