Home რუბრიკები ბლოგი „ფარას რად უნდა ნაბოძები თავისუფლება…“- ნაწყვეტები მუამმარ ალ-კადდაფის „მწვანე წიგნიდან“

„ფარას რად უნდა ნაბოძები თავისუფლება…“- ნაწყვეტები მუამმარ ალ-კადდაფის „მწვანე წიგნიდან“

4126

ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად საუბრობენ „ კადდაფის შურისძიებაზე“, თუმცა იშვიათად თუ გაიგებთ სადმე, რომ ლიბიის ლიდერი გამორჩეული გახლდათ სოციოლოგიაში.

ის არ შეუშინდა ღიად დაპირისპირებოდა გამეფებულ საზოგადოებრივ აზრს, რომ დემოკრატია- საზოგადოებრივი მოწყობის საუკეთესო ფორმაა.

საერთოდ, მუამმარ კადდაფი უშიშარი პიროვნება გახლდათ- მან უარყო კაპიტალიზმი და ქვეყანაში  იდეალურთან დაახლოვებული პირობები შეუქმნა საკუთარ ხალხს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, და არა მხოლოდ…..

პოლკოვნიკი არ შეუშინდა მსოფლიო სამეცნიერო თანამეგობრობას და შექმნა სამტომეული სახელად- „მწვანე წიგნი“.

ჯამახირიის ლიდერი არც მსოფლიო ფინანსურ სპრუტს შეუშინდა-  სწორედ კადდაფი იყო დოლარის სისტემიდან გამოსვლის ინიციატორი და ცდილობდა შეექმნა აზიისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყნისგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც საკუთარ ვალუტას- ოქროს დინარს გამოუშვებდა.

კადდაფი მედგრად დაუდგა დასავლეთის სამხედრო არმადასაც, ამ „ბილწ ტურებს“, რომლებმაც საბოლოოდ, ნაკუწ-ნაკუწ დაჯიჯგნეს კიდეც  მისი ქვეყანა… ეს გააკეთა სწორედ დასავლეთმა და სხვათაშორის, რუსეთის ფედერაციის იმდროინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, ხელშეწყობით.

მიუხედავად იმისა, რომ კადდაფი განწირული გახლდათ და იცოდა კიდეც ეს, ის არ წავიდა შეთანხმებაზე დასავლეთის დაქირავებულ მკვლელებთან.  საუბედუროდ, ყველასგან, მათ შორის რუსეთისგან, მიტოვებული პოლკოვნიკი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

თავის დროზე, მუამმარ კადდაფიმ ლიბიის უდაბნოს ირრიგაციაც გადაწყვიტა, თუმცა მის ამ კეთილ ზრახვას ასრულება არ ეწერა.ის, არა მხოლოდ ამცირებდა ფასებს ბენზინზე და ებრძოდა დასავლეთს- პოლკოვნიკი კადდაფი, თავისი ხალხის, ჭეშმარიტად დიადი ლიდერი იყო.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს პოლკოვნიკის „მწვანე წიგნი“-დან.

პარლამენტები

                      ხალხის    წარმომადგენლობა ტყუილია

პარლამენტები, წარმოადგენენ თანამედროვე ტრადიციული დემოკრატიის საფუძველს, მაგრამ ხალხის წარმომადგენლობა პარლამენტებში ტყუილია, ხოლო პარლამენტარიზმი კი დემოკრატიის პრობლემის მანკიერი გადაწყვეტაა.

პარლამენტის ძირითად დანიშნულებაა- ხალხის სახელით გამოსვლა, რაც თავისთავად უკვე არადემოკრატიულია, რადგანაც დემოკრატია, თავად ხალხის ძალაუფლებას გულისხმობს და არა მათს, ვინც გამოდიან მისი სახელით. პარლამენტის არსებობის თვით ფაქტი მეტყველებს ძალაუფლებაზე ხალხის გარეშე. ჭეშმარიტი დემოკრატია შესაძლებელია ხალხის და არა მისი წარმომადგენლების მონაწილეობით.

პარლამენტები იქცნენ დაკანონებულ ბარიერად, რომელიც ხელს უშლის ხალხს განახორციელოს საკუთარი ძალაუფლება, მათ ჩამოაშორეს მასები პოლიტიკაში მონაწილეობისგან, რითაც მონოპოლიზირება გაუკეთეს საკუთარ ძალაუფლებას. ხალხს შეატოვეს დემოკრატიის მხოლოდ გარეგნული, ფალსიფიცირებული გამოვლინება- უფლება, იდგნენ გრძელ რიგებში საარჩევნო ურნებთან.

იმისთვის, რომ დავადგინოთ პარლამენტის ჭეშმარიტი არსი, აუცილებელია ჩავეძიოთ პარლამენტარიზმის სათავეებს. პარლამენტი ირჩევა,  ან მთლიანად მოსახლეობის მიერ საარჩევნო ოლქებში, ან პარტიის, თუ პარტიების კოალიციის მიერ, ანაც ინიშნება. ყველა ეს მეთოდი ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად, რადგან მოსახლეობის საარჩევნო ოლქებად დაყოფა გულისხმობს იმას, რომ ერთი დეპუტატი წარმოადგენს ათასობით, ასიათასობით, ხანდახან კი, მილიონობით ადამიანს, გამომდინარე ამომრჩევლების საერთო რაოდენობიდან. ეს კი ნიშნავს, რომ დეპუტატი საერთოდ არ არის დაკავშირებული ამომრჩევლებთან არანაირი მჭიდრო ორგანიზაციული კავშირებით, და ყველაფერი ბლეფია, არა და, დეპუტატი-  ხალხის წარმომადგენლად ითვლება, ასეთია გაბატონებული ტრადიციული დემოკრატიის მოთხოვნა. ასე რომ, მასები მთლიანად არიან ჩამოშორებულნი დეპუტატს, თავად დეპუტატი კი, როგორც კი მიიღებს საჭირო ხმების რაოდენობას, საბოლოოდ წყდება მასებს და  მოტყუებით, ხალხის ძალაუფლების მონოპოლიზირების ხარჯზე, იღებს უფლებას მის ნაცვლად გადაწყვიტოს საკითხები.

                                პარლამენტები- დემოკრატიის ფალსიფიკაციაა

 ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში გაბატონებული ტრადიციული დემოკრატია, სხვა არაფერია თუ არა დაკანონებული უსაფრთხოების სისტემა პარლამენტის წევრებისთვის, რომელიც მათ ლამის „სიწმინდის შარავანდედით“ მოსავს და იფარებს, რითაც მკვეთრად გამოარჩევს უბრალო ადამიანებისგან და ზღუდავს მათ უფლებებს.

 ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი მსოფლიო მასშტაბით, ესაა  ხალხის ძალაუფლების უზურპაციისა და მითვისების საშუალება, შესაბამისად ხალხს, სახალხო რევოლუციის გზით, უფლება აქვს იბრძოლოს დემოკრატიის მონოპოლიზირების და ხალხის სუვერენული უფლებების ფეხქვეშ გათელვის იარაღის, პარლამენტის, წინააღმდეგ, რათა საჯაროდ წარმოთქვას ახალი პრინციპი- არანაირი წარმომადგენლობა ხალხის სახელით!

 წარმომადგენლობითი მმართველობის თეორია, თავის დროზე, ფილოსოფოსებმა, მოაზროვნეებმა და ლიტერატორებმა წამოწიეს, მაშინ როცა მეფეები, სულთანები და დამპყრობლები ჩაგრავდნენ მათ ხალხებს და ისე ექცეოდნენ, როგორც უპირო-უსიტყვო მონებს. იმ დროს, მათთვის, საკუთარი წარმომადგენლების არსებობა, რომლებიც მმართველებს მათი სახელით ესაუბრებოდნენ, იდეალური ვარიანტი იყო, თუმცა მათ ამაშიც უარს ეუბნებოდნენ, და საზოგადოებამ გაიარა გრძელი და მტკივნეული ბრძოლის გზა, ვიდრე მისი სურვილები ახდა.

მაგრამ დღეს, რესპუბლიკების საუკუნეში, როდესაც მასების ეპოქა დგება, დემოკრატია, წარმოდგენილი ერთი მუჭა დეპუტატებით, რომლებიც ფართო მასების სახელით გამოდიან, აბსურდად იქცა. ეს- დაძველებული თეორიაა და პრაქტიკა, რომელმაც თავისი დრო მოჭამა. ძალაუფლება- მთლიანად ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. ყველაზე ულმობელი დიქტატურები, რომლებსაც იცნობდა მსოფლიო, სწორედ საპარლამენტო რეჟიმების პირობებში მძვინვარებდნენ.

                                                     პარტია

პარტიული სისტემა ესაა დემოკრატიის კასტრირება

პარტია- ესაა თანამედროვე დიქტატურა, დიქტატორული მმართველობის იარაღი, რადგანაც პარტია- ესაა მცირე ნაწილის ძალაუფლება მთლიანზე, ის არის  დიქტატურის უახლესი იარაღი.

 რადგანაც პარტია არ წარმოადგენს ცალკე მდგომ პიროვნებას,  ფორმალური დემოკრატიის მოჩვენებითი სახე, იქმნება დეპუტატების, მათი კომიტეტების,  ყრილობების, აგრეთვე პროპაგანდის მეშვეობით. პარტია არანაირად შეიძლება წარმოადგენდეს დემოკრატიის იარაღს, რადგანაც  ის იქმნება ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომლებსაც აერთიანებს საერთო ინტერესები, შეხედულებები, კულტურა, ტერიტორია, თუ იდეოლოგია.

ეს ადამიანები ქმნიან პარტიას საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად,თავისი  შეხედულებების საზოგადოებაზე თავსმოსახვევად, რათა საბოლოო ჯამში გააბატონონ საზოგადოებაში საკუთარი იდეოლოგია.

ჭეშმარიტი დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, დაუშვებელია ერთი რომელიმე პარტია მართავდეს მთლიანად ხალხს, რადგანაც ხალხი- ინტერესების, შეხედულებების, ტერიტორიების და რწმენის მრავალფეროვნებაა. პარტია კი- დიქტატორული მმართველობის იარაღი, რომელიც გარკვეული ერთი აზრის, თუ შეხედულებების მქონე პირებს, გაერთიანებულებს საერთო ინტერესებით, აძლევს საშუალებას და ლეგიტიმურ უფლებას მართონ მთელი ხალხი. ხალხთან მიმართებაში- პარტია უმცირესობაა.

პარტიის შექმნის მიზანია- ხალხის სამართავი იარაღის შექმნა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ- მათი მართვის იარაღის, ვინც პარტიის გარეთაა, რადგანაც პარტია ეფუძნება პარტიისადმი ხალხის დამორჩილების დესპოტურ და ავტორიტარულ პრინციპს. თანაც, ითვლება,  რომ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლა წარმოადგენს მისი მიზნების განხორციელების საშუალებას, რომელიც ემთხვევა ხალხის მიზნებს. ეს თეორია, რომელიც მოწოდებულია გაამართლოს პარტიის დიქტატურა, წარმოადგენს ნებისმიერი სხვა დიქტატურის გამართლების საფუძველსაც. პარტიების რაოდენობა საქმის ვითარებას არ ცვლის. პირიქითაც, რაც მეტია პარტია, მით უფრო მწვავეა ბრძოლა ძალაუფლებისთვის მათ შორის, რაც ნიველირებას უკეთებს ხალხის ყველა მიღწევას და ზიანს აყენებს ნებისმიერ პროგრამას, მიმართულს ხალხის საკეთილდღეოდ. ამას, ასეთ ბრძოლას,  იყენებს მოწინააღმდეგე პარტია, რათა დაიკავოს მმართველი პარტიის ადგილი. ასეთ ბრძოლაში პარტიები იშვიათად იყენებენ იარაღის ძალას, ძირითადათ, პარტიები გმობენ და ლაფს ასხამენ ერთმანეთის მოღვაწეობას. ასეთი დაპირისპირება კი, ყოველ მიზეზ გარეშე, გავლენას ახდენს  საზოგადოების უმთავრეს სასიცოცხლო ინტერესებზე.

ამავდროულად, ამ ინტერესების ნაწილი, თუ არა სრულად ინტერესები, ეწირება ძალაუფლებისთვის ბრძოლას, რადგანაც დარტყმა ამ ინტერესებზე, აძლევს ოპოზიციურ პარტიას თუ პარტიებს, მკვეთრ არგუმენტებს მმართველი პარტიის თუ კოალიციის წინააღმდეგ.

იმისათვის, რომ დაამტკიცოს მოწინააღმდეგის არაკომპეტენტურობა ოპოზიციური პარტია ყველანაირად ცდილობს გაანიველიროს მმართველი პარტიის მიღწევები, მოახდინოს მისი მოქმედების პროგრამის დეზავუირება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პროგრამა ხალხის ინტერესებს ემსახურება. ამდენად, საზოგადოების ინტერესები და საზოგადოებრივი განვითარების პროგრამები, ეწირება მსხვერპლად პარტიათაშორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ძალაუფლებისთვის.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მრავალპარტიული სისტემის პირობებში, იქმნება პოლიტიკური აქტიურობის ატმოსფერო,  ეს ბრძოლა, ერთი მხრივ, ახდენს დამანგრეველ მოქმედებას, საზოგადოებრივი ცხოვრების  პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მხარეებზე, მეორე მხრივ კი მას მოჰყავს ხელისუფლებაში მმართველობის ახალი ფორმა თუ სუბიექტი, ანუ ამ ბრძოლის შედეგად მარცხდება ძველი ძალა და იმარჯვებს ახალი, თუმცა ეს ყველაფერი ხდება მთლიანად ხალხის, საზოგადოების დამარცხების, კრახის ფონზე და კლავს დემოკრატიას. გარდა ამისა, პარტიებში გამყიდველური ფილოსოფიაა გამეფებული და ისინი შესაძლოა მოსყიდულ იქნან, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან.

                          პარტიები ანაწევრებენ საზოგადოებას

თავისი შინაარსით, პარტია, უნდა წარმოადგენდეს ხალხის ინტერესების დამცველ ორგანიზაციას, თუმცა რეალურად საქმე სულ სხვანაირადაა, ის მხოლოდ საკუთარი წევრების ინტერესებს ითვალისწინებს, შემდეგ კი პარტიული ლიდერი,  ხდება, მხოლოდ და მხოლოდ, პარტიული ხელმძღვანელობის ინტერესების გამტარებელი.

 ნათელია, რომ „პარტიობანას“ თამაში-  ფარისევლური ფარსია, დემოკრატიის ფორმაში გამოწყობილი, რეალურად ეგოიზმზე და დესპოტიზმზე დაფუძნებული, რომლის საფუძველს პოლიტიკანობა და თაღლითური ოინბაზობა წარმოადგენს.

ამით დასტურდება ის ფაქტი, რომ პარტიული სისტემა დიქტატურის თანამედროვე იარაღს წარმოადგენს, თუმცა მსოფლიოს ჯერ კიდევ არ გაუვლია ეს ეტაპი და ამიტომ, სამართლიანი იქნებოდა პარტიულ სისტემას ვუწოდოთ- „ თანამედროვე ეპოქის დიქტატურა“.

პარლამენტი, რომელსაც  გამარჯვებული პარტია ქმნის, ამ პარტიის პარლამანეტს წარმოადგენს, აღმასრულებელი ხელისუფლება კი, რომელსაც ასეთი პარლამენტი აყალიბებს, წარმოადგენს ამ პარტიის ძალაუფლებას ხალხზე.

ოპოზიცია არ წარმოადგენს მმართველ პარტიაზე ხალხის კონტროლის მექანიზმს, ის მხოლოდ ელოდება შესაფერის მომენტს, რათა დაიკავოს მისი ადგილი ხელისუფლების საჭესთან.

 კონტროლის კანონიერ ორგანოს, თანამედროვე დემოკრატიის კანონების მიხედვით, წარმოადგენს პარლამენტი, რომლის  უმრავლესობა სწორედ მმართველი პარტიის  წევრებისგან შედგება. ამდაგვარად, კონტროლი, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ხელშია, ხოლო ხელისუფლება კი იგივე პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რამდენად არაგულწრფელი, ყალბი და საფუძველს მოკლებულია მსოფლიოში არსებული პოლიტიკური თეორიები, რომლებსაც ეყრდნობა დემოკრატია, მისი ამჟამინდელი სახით.

პარტია- ესაა თანამედროვე ეპოქის მოდგმა, კლანი. საზოგადოება, რომელსაც ერთი პარტია მართავს არაფრით განსხვავდება საზოგადოებისგან, რომელსაც ერთი ჯოგი თუ კლანი მართავს, რადგანაც ასეთი პარტია  გამოხატავს საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილის შეხედულებებს, ემსახურება მათივე ინტერესებს, ერთ იდეოლოგიას თუ ერთ ტერიტორიას და წარმოადგენს, როგორც ჯოგი თუ კლანი, მთლიან ხალხთან შედარებით, უმცირესობას,- რომელსაც ერთიანი ინტერესები და კლანური იდეოლოგია გააჩნია.

ამ ინტერესების თუ იდეოლოგიის ბაზაზე, ხდება ერთიანი მსოფლმხედველობის ფორმირება: პარტიასა და ჯოგს შორის მთელი სხვაობა, მხოლოდ ამ უკანასკნელის სისხლით ნათესაობაშია, თუმცა  შესაძლებელია, რომ ამას პარტიის ჩამოყალიბების დროსაც ჰქონოდა ადგილი.

პარტიების ბრძოლა ძალაუფლებისთვის, არაფრით განსხვავდება ჯოგებს და კლანებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლისგან. ამიტომ, თუ დღესდღეობით ჯოგის ან კლანის პოლიტიკური ძალაუფლება იკიცხება და მიუღებელია, მაშინ ასევე მიუღებელი უნდა იყოს პარტიული რეჟიმი, რადგან ორივე შემთხვევაში მოვლენების განვითარება მიდის ერთი მიმართულებით და შედეგებიც ერთმანეთის იდენტური დგება.   

 ეს გახლდათ ამონარიდები კადდაფის „მწვანე წიგნიდან“. ამასთან ერთად, მინდა გაგაცნოთ რა ცხოვრების პირობები ლიბიაში კადდაფის მმართველობის ბოლო წლებში:

1. ბენზინი ღირდა წყალზე იაფი – 1ლიტრი ბენზინი – 0,14 $.

2. ახალდაქორწინებულებს ჩუქნიდნენ 64 000 $ ბინის შესაძენად.

3. განათლება და მედიცინა 100% უფასო იყო.

4. ოჯახის თითო წევრზე სახელმწიფო იხდიდა წელიწადში 1 000 $.

5. უმუშევრობის დახმარება იყო – 730 $.

6. დახურა ნატოს საომარი ბაზები.

7. ექთნის ხელფასი — 1 000 $.

8. ყოველ ახალდაბადებულზე იხდიდნენ 7 000 $.

9. პირადი ბიზნესის გახსნისას ერთდროული მატერიალური დახმარება — 20 000 $.

10. მსხვილი და მძიმე გადასახადები აკრძალული.

11. მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის 1 სულზე – 14 192 $.

12. განათლება და სტაჟირება საზღვარგარეთ – სახელმწიფოს ხარჯზე.

13. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის იყო მაღაზიების ქსელი, სიმბოლური ფასებით, მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტებზე.

14. ვადაგასული პროდუქტების გაყიდვისთვის – მაღალი ჯარიმები და პოლიციის მიერ დაკავება.

15. აფთიაქების ნაწილი – უფასო მედიკამენტების გამოწერით.

16. მედიკამენტების ფალსიფიკაციისთვის– სიკვდილით დასჯა.

17. ბინის გადასახადი – არ არსებობდა.

18. ელექტროენერგიის გადასახდი არ არსებობდა.

19. სპირტიანი სასმელების გაყიდვა და გამოყენება აკრძალული – „მშრალი კანონი“.

20. ბინის და მანქანის საყიდელი კრედიტები – უპროცენტო.

21. მაკლერების მომსახურება აკრძალული.

22. მანქანის შეძენის 50%მდე იხდიდა სახელმწიფო, მებრძოლებისთვის– 65%.

23. სათავეში მოსვლისას, პირველ რიგში გაყარა საერთაშორისო კორპორაციები.

მხოლოდ მუმარ კადაფის დროს სამხრეთ ლიბიამ დაიმკვიდრა სახალხო უფლებები.

40 წლის მმართველობის მანძილზე ლიბიის მოსახლეობა 3ჯერ გაიზარდა, ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა 9% -ით. სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 51,5დან 74,5 წლამდე.

კადაფიმ მიიღო ლიბიის მსოფლიო საბანკო სისტემიდან გამოყვანის გადაწყვეტილება.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

9 COMMENTS

  1. არაფრის, ყოველ შემთხვევაში ხელი არ შეუშლია იმდროინდელ რუსეთსაც, მკვლელებისთვის.

  2. LA Times-ის მონაცემებით, მისმა ქონებამ 200 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. თუ თავის ხალხს ასე კარგად აცხოვრებდა, ჰქონოდა ეს მილიარდები, ალბათ შავი დღისათვის ინახავდა..:).

  3. ვინ აიტანდა სამოთხეს დედამიწაზე –ძაღლივით მოკლეს უტვინო თანამემამულეებმა სხვისი წაქეზებით!ახლა რძის!
    და ყველის მაგივრად ცნობილი ალტერნატივა შერჩათ ხელში

  4. მათ, ვისაც არ აწყობთ მსოფლიოში ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები, ამ სახელმწიფოების თავკაცებს დიქტატორებად ნათლავენ და ამხობენ მათივე ხალხის გამოყენებით.

  5. სხვისი რა გიკვირთ ? სტალინმა იგივე არ გააკეთა ხალხისთვის ? დღეს ლაფს ასხავენ და ის ქართველი გვავიწყდება რომელმაც ამასთან ერთად მსოფლიოს ბედი შეცვალა. ლენინის ავტონომიები და ხრუშოვის დიქტატურა ისევ სტალინს დაბრალდა. ასე რომ ჯერ ჩვენით ვიამაყოთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here