Home რუბრიკები ბლოგი კონაბიტაცია თუ „გაპრავებული“ ბოროტება

კონაბიტაცია თუ „გაპრავებული“ ბოროტება

700

 „ნაციონალური ბანდის“ ხელისუფლებაში დაბრუნება სულ არ არის უტოპია რაც ერთი შეხედვით ჩანს , ის რეალური საფრთხის შემცველია. მას შემდეგ, რაც  საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებში საარჩევნო კანონიში  თავისვე მიერ ჩადებული , მათზე მორგებული მანიპულაციებით, ხელისუფლების უნიათობით და რაც მთავარია მათი 9 წლიანი კოშმარის მთავარი გამპრავებელის ამერიკის საელჩოს დახმარებით   მეორე ადგილზე გასვლა შეძლეს. ამის მერე  საკუთარ თავს დამნაშავის ნაცვლად, ერთადერთი რეალური ოპოზიცია უწოდეს. 

იმის მაგივრად რომ ციხეში ეკრათ თავი იმ  დამნაშავეებისთვის  რომლებმაც მრავალ უბედურებაში გახვიეს ჩვენი ქვეყანა ე.წ. „მეგობარი ქვეყნების“ საელშოების მიერ მითითებული  და პარლამენტის თავმჯდომარის მოწონებული ,   შეძლეს კოჰაბიტაცია, შეხმატკბილებული ურთიერთობა, რომელმაც,  სამი-ოთხი  წელია გასტანა და დღესაც მიმდინარეობს. ამასობაში კი, ახალი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნო დაპირება  სამართლიანობის აღდგენის თაობაზე, მითს დაემსგავსა და საგინებლად ქცული სიტყვა კოჰაბიტაცია, ხელისუფლების რეიტინგის კატასტროფულად დაცემის  საბაბად იქცა.

 ერთი პერიოდი ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ, თითქოს  კოჰაბიტაცია დასრულდა და ახალდმოსულმა ი. ღარიბაშვილმა ომახიანად შეგვახსენა  : კოჰაბიტაცია დასრულდა და, დროა, ყველა დამნაშავემ კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგოსო! ამ სიტყვებს გარკვეული ქმედებაც მოყვა ახლადდანიშნული გენერალური პროკურორის მიერ ,  მივიწყებული და მტვერდადებული დავით კეზერაშვილის ზურაბ ჟვანიას , ვანო მერაბიშვილის  ზურაბ ადიშვილის და სხვა მაღალჩინოსანთა საქმეები წინ წამოწია.ამავე  პერიოდში შინაგან საქმეთათა სამინისტროს თანამშრომელთა ერთი ნაწილის  მასიური დაკავების,  დანარჩენი  ნაწილის მასიური დაკითხვებზე გამოძახების პროცესი დაიწყო.  გენერალურმა  პროკურორმა   „ნაც მოძრაობის“ დანაშაულებში ეჭვმიტანილ პირთა დაკავების აქტიურ ფაზაში რომ  შეიყვანა , სწორედ მაშინ,  ნაცებმა გენერალურ პროკურორს  წარსული „ცოდვები“ ამოუქექეს, შემდეგ რა თქმა უნდა ეს ხელზე დაიხვიეს და თავიანთი ხელისუფლებასთან დაპირისპირების მთავარ იარაღად აქციეს ამას კი გენპროკურორის გადადგომა მოყვა  მიუხედავად ამისა, ყველაზე კარგი, რაც ფარცხალაძის ერთთვიანი  გენპროკურორობისას  გაკეთდა, იყო ჩანერგილი ნაციონალების, მისი  პირველი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის და   წინა  ნაციონალური ხელისუფლების ერთ-ერთი აქტივისტის, ადამიანთა წამების სულის ჩამდგმელის დავით ჩხარტიშვილის  ტანდემის განეიტრალება  გენერალურ პროკურატურაში. ძირითადი ნაც გამომძალველ-მწვალებლად ცნობილი ჩხარტიშვილი   დააკავეს და გაასამართლეს. ნაცვლიშვილმა   კი პასუხისმგებლობას თავი   დააღწია  და უცხოეთში გადაიხვეწა. თუმცა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე კორუფციული გარიგებისა და კერძო ბიზნესში ჩარევის მუხლით არის აღძრული.

   ახალმა გენერალურმა პროკურორმა შინაგამ საქმეთა მინისტრთან ერთად  გაეგრძელა წინა გენროკურორის გზა მაგრამ  მან ფაქტების მოძიება  ზევიდან კი არ დაიწყო, ძირითადი  აქცენტი უფრო ისეთ დაბალი რანგის ისეთ ჩინოვნიკებზე   გააკეთა რომელებსაც შეეძლოთ უშუალოდ დამოწმებოდნენ თავიანთი ძველი „ბოსების“ მიერ ჩადენილი საქმეების გამოძიებაში .  რაც ჩემი აზრით შეცდომა, ანდაც დანაშაული იყო  იყო. მაგალითად შშს-ს თანამშრომელი 4 თვის ფეხმძიმე ნინო დუნდუა  ერთი შეხედვით მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს რომ თენგიზ გუნავასთან ერთად ახალაიების ბავშვის ნათლიაა  და რა თქმა უნდა უარი თქვა მათ წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ასევე სტუდენტი  თორნიკე ნადირაშვილი რომელიც ანალიტიკერ სამსახურში მუშაობდა  და ასევე ერთ ერთი მაღალჩინოსნის ნათესავი იყო  , დაიბარეს დაკითხვაზე რათა  აიძულებინათ   მის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა  რის შემდეგაც ის იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა . ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე რომ სპეციალურად  შიგნიდან ხდება პროკურატურის და შსს-ს დისკრედიტაციის მცდელობა რათა საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება წარმოიშვას ხელისუფლების მიმართ, რასაც რა თქმა უნდა ხელისუფლებაც უწყობს ხელს კოჰაბიტაციის სახით .

არ შეიძლება არ შევეხოთ გიგი უგულავას საქმესაც სადაც გენპროკურატურა უნიათო არაფრის მქნელად წარმოგვიდგა რომელსაც თითქოს ყოფილი მერის საქმეზე არცერთი სერიოზული  მტკიცებულება არ გააჩნდა და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად შეაბრუნეს ციხეში . არადა ეს ხომ  ერთად არებული შშს-ში, პროკურატურაში, ტელევიზიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში გაჯერებულმა ფარულმა თუ აშკარა, ნაც მოძრაობის აქტივისტებმა იმუშავეს რომ ასეთი შედეგი დამდგარიყო  და აშკარა ქურდბაცაცა, რომელმაც მრავალჯერ ბევრი ზარალი მიაყენა ქალაქს, ტანჯულ პოლიტ მსხვერპლად გამოეყვანათ.

 ამიტომ მე როგორც ქვეყნის ერთ ერთი გულშემატკივარი ვეუბნები იმ ჩინოვნიკებს დღევანდელი   ხელისუფლებიდან ვინც  ნაციონალებთან კოჰაბიტაციისკენ გვიბიძგებს და გვერდს უვლის სამართლიანობის აღდგენას, აძლიერებს სააკაშვილს და მის კრიმინალურ გუნდს(ბანდას) რომელთა საბოლოო მიზანი ქვეყანაში უკანონობის განცდის დანერგვა და  დესტაბილიზაციის მოწყობაა, რომელიც ისედაც დაცემულ ქვეყანას საბოლოოდ დაასამარებს. ხოლო იმათ, ვითომ მეგობარი ქვეყნების ელჩები  რომლებიც შემოქმედნი არიან კოჰაბიტაციის პროცესის ვეუბნები: ვისაც ჩვენი აწეწილი არ მოსწონს იმათ დალაგებულს…….. (მითუმეტეს მაგათი „დალაგებული“  დღეს ხმელთაშუა ზღვის ნაპირებს მიაპობს ცურვით)!   

ვიქტორ ცაავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here