“2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები ჩემთვის ცნობილია. ახლა შემიძლია გითხრათ მხოლოდ 2 ციფრი – 3%-იანი ზრდა და 4%-იანი ინფლაცია, თუმცა, ვფიქრობ, ყველა დანარჩენი პარამეტრის გახმოვანება არის ფინანსთა მინისტრის პრეროგატივა”, _ განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, თვის ბოლომდე მთავრობის სხდომაზე უნდა იქნას მიღებული მომავალი წლის ბიუჯეტის პირველი ვერსია.